ვინ?

Sophie Golden-მა დაწერა, იმაზე დავფიქრდი, როგორი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ირლანდიელი-ო.
ჰოდა, მეც რომ დავფიქრდი, აღმოვაჩინე, თურმე, რამდენი ვინმე ვარ უკვე:

ლუდისტობით ირლანდიელი ვარ;
ვისკისტობით – შოტლანდიელი;
შოკოლადისტობით – ბელგიელი;
ყველისტობით (ოღონდ, ეს სიტყვა ფრთხილადაა წასაკითხი :)) – ფრანგი;
პიცისტობით – იტალიელი;
ფეხბურთისტობით – ბრაზილიელი;
ჰოკეისტობით – კანადელი;
ჯინსისტობით – ამერიკელი;
ქალები კიდე სკანდინავიელი მომწონს…

მაგრამ მაინც ქართველი ბლოგერი ვარ.

24 thoughts on “ვინ?”

  1. ნეტა მე რა ვარ?

    სალათისტობით – ფრანგი
    სტარბაქსისტობით – ამერიკელი
    ღვინისტობით – ფრანგი
    მარტინისტობით – იტალიელი
    ბეილისისტობით – ირლანდიელი
    ჩაცმისტობით – ხან ამერიკელი ხან ევროპელი

    კიდე?
    ?
    ?

    Like

  2. რა კაი პოსტი ყოფილა, მდაჰ, ასეთი ბევრია? თუ კი, გადავაქოთებ მთელ ბლოგს :დ

    Like

    1. ყოველგვარი ფარისევლობისა და ცრუ თავმდაბლობის გარეშე უნდა გითხრა, რომ ბევრია. 99% მაინც. 🙂

      Like

  3. კარგი ავტოპორტრეტი იყო მომწონა, განსაკუთრებით კი ეს >> “გაუზიარე მტერს და მოყვარეს” 😀

    Like

  4. ჯერ არ მიძრომიალია კარგად ბლოგში, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ბიჭის დაწერილია (ბოდიში მომითხოვია, თუ მეშლება). სულ მშურს ასეთ დროს კაცების, ხორცის კერძების დამზადება, წერა და დაკვრა მაინც ყოველთვის ქალზე უკეთ რომ გამოსდით. ანუ რაც ვნახე, კარგია )))

    Like

    1. ხორცის კერძების დამზადება და დაკვრა რომ ვინმეზე უკეტ გამომდიოდეს – ეგ კაცი არ ვარ მე. 😉 სამწუხაროდ.
      წერას რაც შეეხება… აქ მეტ-ნაკლებად გამომდის, ასე მგონია.

      Like

      1. რახან სქესი არ შემეშალა, უკვე საქმეა 😉 წერას რაც შეეხება… კიიიიიიიიიიკიიიიიიიიი და კიიიიიიიი (3 კი), აქაც და შეგიძლიათ იქაც მოსინჯოთ, მგონი მაგ საქმეში რაღაც გამეგება. საჭმელების კეთება და დაკვრა — все достигается упражнением )))

        Like

  5. უი, კიდევ დამავიწყდა, სექზე ლაპარაკს რა უჭირს და აი წერა გაცილებით უფრო ბუნებრივად გამოსდით კაცებს. რაც ამ ბოლგოსფეროს შემოვუერთდი სულ უფრო და უფრო მხვდება ეს თვალში. ნეტა რატომ? ეს ალბათ ჩემი რომელიმე მომდევნო პოსტის თემა იქნება

    Like

  6. ‘როგორც ამბობენ ხოლმე ნერვებზე დაკვრა მეხერხება.’
    მაგისი დაზუსტება აუცილებელი არც იყო, ეგ ისედაც იგულისხმება, ეს ხომ ძლიერი სქსის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია? :)))

    Like

  7. სკანდინავიელი ქალები რატომ? ალბათ ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება გოგოები მოგწონს 🙂 🙂 🙂

    Like

  8. ლუდისტები ირლანდიელი?! ვაჰ, ირლანდიელებს მხოლოდ ლეპრეკონთან ვაიგივებ, მეტს ვერაფერთან :დ

    Like

დისკუსია დახურულია.