რა მიყვარს და რა არ მიყვარს
ყოველთვის – ჯაზი და ბლუზი, არასდროს – პაპსა.
უფრო – ბარი, ვიდრე – კაფე.
ყოველთვის – ჯეოსელი, არასდროს – მაგთი და ბილაინი.
ყოველთვის – პოპული, არასდროს – გუდვილი.
უფრო ქალაქი, ვიდრე – ველური ბუნება.
ხშირად – ბოტასები, არასდროს – კეტები.
ყოველთვის – შოკოლადი, არასდროს – მომპასი.
უფრო – ფერები, იშვიათად – თეთრი-შავი.
ხშირად – კინო, იშვიათად – თეატრი და არასდროს – ოპერა (თუ ნინო ქათამაძის კონცერტი არაა).
თვალები – უფრო ცისფერი, თმები – ქერა, ვიდრე – სხვა დანარჩენი.
უფრო – სასტუმრო, ვიდრე – კემპინგი.
ხშირად – გინესი, არასდროს – ყაზბეგი.
ყოველთვის – ფეხბურთი და ჰოკეი, არასდროს – კალათბურთი და ფიგურული სრიალი.
უფრო – ევროპა, ვიდრე – აზია.
უფრო – ამერიკა, ვიდრე – ევროპა.
ხშირად – სტეიკი, არასდროს – სამარხვო მენიუ.
ყოველთვის – მზე, არასდროს – თოვლი.
ხშირად – კაპუჩინო, არასდროს – ჩაი.
ყოველთვის – ბამბა, არასდროს – აბრეშუმი.
უფრო სათვალე, ვიდრე – კონტაქტური ლინზები.
ხშირად – ვისკი, იშვიათად – არაყი.
ხშირად – პერანგი-პოლო, იშვიათად T-shirt.
ხშირად – პროზა, იშვიათად – პოეზია.
ყოველთვის – პიცა, არასდროს – პასტა.
უფრო – ძაღლი, ვიდრე – კატა.
უფრო – მოსმენა, ვიდრე – ლაპარაკი.
ყოველთვის – ბრაზილია, არასდროს – იტალია.
ყოველთვის – რეალი, არასდროს – მილანი.
ყოველთვის – კანადა, არასდროს – რუსეთი.
ხშირად – შემწვარი, იშვიათად – მოხარშული.
უფრო – თვითმფრინავი, ვიდრე – გემი.
ყოველთვის – დღეს, არასდროს – გუშინ.
თუ კიდევ გამახსენდა რაიმე ეპოქალური “რა”, იმასაც დავამატებ. 🙂
ქალი? :დ
LikeLike
ქართულს ვინ გასწავლიდა? ნაირა? 🙂
სულიერი არსება პასუხობს კითხვაზე – ვინ. 🙂
LikeLike
ნაირა კიარა, როგორ მოხდა რომ ქალი ვინ გახდა? :დ
მამაკაცებისგან სულ ეს მესმის: женщина тоже друг человекаб … как собака და რიავიც… აქ განსხვავებულ აზრს არ ველოდი :დ
LikeLike
ერთი ჩემი ნაცნობი ასე ამბობს: женщина чемодан без ручки – нести тяжело а бросить жалко. 🙂
LikeLike
გოიმუკა…
LikeLike
ცოტა რბილადაა ნათქვამი 🙂
LikeLike
ყოველთვის – ჯეოსელი, არასდროს – მაგთი და ბილაინი.
ყოველთვის – მზე, არასდროს – თოვლი.
უფრო სათვალე, ვიდრე – კონტაქტური ლინზები.
აი ეს სამი ზედმეტად ჩემია და ვაპირებ რამე ისეთი… თბილი კომენტარის დატოვებას და უცებ:
ყოველთვის – ბრაზილია, არასდროს – იტალია. – აქ ვიფოფხები.
ყოველთვის – რეალი, არასდროს – მილანი. – კითხვას ვწყვეტ.
აღარანაირი თბილი კომენტარი! მორჩა!
LikeLiked by 1 person
Nothing’s perfect.
LikeLike
რეალი რეალი რეალი რეალი :დ კარგი პოსტია, მიყვარს ეს პოსტი :დ რა აქვს საყვარელი არ ვიცი, მარა მაინც “მევასება”.
პ.ს. ქართული ხალხური ზღაპრების არ იყოს, ეს პოსტიც ნამეტანი ბევრჯერ წავიკითხე, მერე კარგად ვფიქრობ ხოლმე რაღატომღაც 🙂 და ის მახსენდება ერთმა ბლოგერმა როგორ მიმაბლოკა ფბ-ზე როცა გაიგო, რომ ამერიკაში უფრო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ვიდრე ევროპაში 🙂
LikeLike
საფრანგეთი მიყვარს, მაგრამ ამერიკა ბევრად კომფორტული ქვეყანაა და ამერიკელებზე უფრო კარგი ხალხი მე არ მინახავს.
LikeLike
მომეოწონაააააააააააააააააა:)
LikeLike
ხშირად – სტეიკი >> Follow Blog 🙂
LikeLike
მეხუთასედ ვკითხულობ ამ “რას” და სულ ერთი კითხვა მიჩნდება – გუდვილმა რა დაგიშავა? ჰოდა, გკითხავ ახლა.
პ.ს. ვისოცკისთვის განსაკუთრებული რესპექტი. დღეს, თანამედროვე ბლოგზე, ვისოცკი ნახო – დიდი იშვიათობაა.
LikeLike
არც არაფერი 🙂
გუდვილის ფოტოც მქონდა ფეისბუქზე რბილს რომ ყიდიან. ახლა პროფილი არ მაქვს და ფოტოც ვალჰალაშია, თორემ დავლინკავი
LikeLike
მახსოვს ის ფოტო :))) ფასიც სასაცილო ჰქონდა.
“ხშირად – სტეიკი, არასდროს – სამარხვო მენიუ” ეს განსაკუთრებით მომეწონა.
LikeLike