სიმართლე ფაიქრაფთის შესახებ

ჰერბერთ უელსი

ეგერ ზის, სულ რაღაც თორმეტი ნაბიჯი გვაშორებს. თავს თუ მივატრიალებ – დავინახავ. და თუ შენიშნა, რომ ვუყურებ (ეჭვიც არ შეგეპაროთ, არ გამოეპარება) თვალს თვალში გამიყრის და…

ოჰ, ეს ეჭვითა და მუდარით სავსე მზერა!

რა ტყუილად ღრღნის ეჭვი – კარგა ხნის წინ დავფქვავდი ყველაფერს, რაც მის შესახებ ვიცი, მაგრამ კრინტი არ დამიძრავს. შეუძლია, მშვიდად ამოისუნთქოს… თუ, რა თქმა უნდა, ისეთი მსუქანსა და დონდლოს, როგორიც ფაიქრაფთია, თავისუფლად სუნთქვა შეუძლია. ანკი ვის უნდა მოვუყვე? ვინ დამიჯერებს, რომც გავთქვა?

საბრალო ფაიქრაფთი! ცხიმის დიდი გროვა. ყველაზე მსუქანი ადამიანი არათუ ამ კლუბში – სრულიად ლონდონში.

ზის, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოკვეთილ თაღოვან ჭრილში, ღუმელთან ახლოს, დიდ მაგიდასთან და იცოხნება… ნეტავი, რას ჭამს? ფრთხილად ვაპარებ მზერას მისკენ, ვაკვირდები – კარაქიან ფუნთუშას… თვალი თვალში გამიყარა! ჯანდაბა! Continue reading “სიმართლე ფაიქრაფთის შესახებ”

ჯადოსნური სავაჭრო

ჰერბერთ უელსი

ამ მაღაზიას შორიდან რამდენჯერმე მოვკარი თვალი. ერთი-ორჯერ ახლოსაც კი ჩავუარე. ლამაზი ვიტრინა ჰქონდა, მომაჯადოებელი ნივთებით – ჯადოსნური ბურთები, ჯადოსნური ქათმები, გრძნეულთა ქუდები, თოჯინები მუცლით მეზღაპრეთათვის, შავი ყუთები და ბანქოს ქაღალდი ფოკუსებისთვის, ერთი შეხედვით ჩვეულებრივს რომ ჰგავდა… და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ. მაგრამ არასდროს მიფიქრია შესვლა, სანამ ერთ დღეს ჯიფმა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, თითზე ჩამჭიდა ხელი და პირდაპირ ვეებერთელა ფანჯრისკენ გაიწია. იმდენი ქნა, რომ სხვა არა დამრჩენოდა რა – შიგნით უნდა შემეყვანა. უცნაური რამ იყო ეს მაღაზია რეჯენთ სთრითზე, ნახატების გალერეასა და იმ შენობას შორის, სადაც წიწილებს ჩეკდნენ ინკუბატორში, მაგრამ ამ მისამართზე იყო სწორედ და არა, ვთქვათ, ცირკის გვერდით (სადაც არ გამიკვირდებოდა), ან ოქსფორდის ქუჩის კვეთაზე, ან, თუნდაც – ჰოლბორნში. ჩავუვლიდი ხოლმე და თვალს შევავლებდი გზის გაღმიდან. იდუმალი, მიუწვდომელი მეჩვენებოდა, თითქოს, ოდნავ, დანისლულიც იყო, ახლა კი აგერ არის, ჩემს წინ, ხელით ვეხები და ჯიფი კი საჩვენებელი კოტიტა თითით ვიტრინის შუშას ფხაჭნის. Continue reading “ჯადოსნური სავაჭრო”