დახმარების ხელი

ართურ სელინგსი

– დილა მშვიდობისა, ბატონო გრანთ, – შეეგება დოქტორი მაიერი, – მოხარული ვარ, რომ მობრძანდით.

– დილა მშვიდობისა, – ცივად მიესალმა გრანთი და შეთავაზებულ სავარძელში მოთავსდა, – ​​მართალი გითხრათ, სულ არ მიხარია, აქ რომ ვარ.

– მესმის თქვენი, – ღიმილით უთხრა ფსიქიატრმა.

– მაგრამ, რაკი აქ ვარ, მიდით, შეუდექით საქმეს, მკითხეთ, ვეჭვიანობდი თუ არა მამაჩემზე, თუ როგორც არის…

მაიერს ისევ გაეღიმა.

– განა, რა ხელი აქვს თვითმკვლელობის მცდელობასთან?

– არავითარი! სულ არავითარი, მაგრამ, ეგრე არ აკეთებთ ფსიქიატრები? ცდილობთ, რაც შეიძლება ახლართოთ ყველაფერი, რომ საქმე მოგეცეთ… იურისტებიც ეგრე იქცევიან… განაგრძეთ, ვერაფერს გაარკვევთ მაინც. მე კი შემეძლო, მეთქვა, რა მჭირს, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც ვერ დამეხმარებით… არც მოვიდოდი, სასამართლო განჩინება რომ არა. Continue reading