Thanks, Disney!!!

რასაც ამდენი ხანი ველოდით, უკვე რეალობაა!

კომპანია უოლთ დიზნიმ შეისყიდა ლუქას ფილმზი და აპირებს ვარსკვლავური ომების საგის გაგრძელებას.

როგორც გვპირდებიან, მინიმუმ 3 ეპიზოდს გადაიღებენ და მე-7 ეპიზოდი ეკრანებზე უკვე 2015 წელს გამოვა.

ვარსკვლავური მეომრები 35 წლის შემდგომ

35 წლის წინ, 1977 წლის 25 მაისს ეკრანებზე გამოვიდა “ვარსკვლავური ომები მეოთხე ეპიზოდი”… იცი, მკითხველო, ეს 35 წელიწადი რა 35 წელიწადია?

Darth Vader/David Prowse (ამჟამად 76 წლისაა)David Prowse Continue reading

100 ფანტასტიკა, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ბაროკამერაში ჩაგდებენ და კოსმოსში გაგაფრენენ

შოტლანდიელი ლიტერატორი დეივიდ ფრინგლი ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნეა – იყო ჟურნალ Foundation-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Interzone და Million: The Magazine About Popular Fiction გამომცემელი და ამ ჟანრის კვლევისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნის ავტორი… ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ, როდესაც ასეთი ადამიანი Sci Fi საუკეთესო ნაწარმოებების სიას შეადგენს, ჟანრის მოყვარულთ სიის სულ ცოტა ყურადღებით წაკითხვა მაინც გვმართებს, ალბათ.

ჰოდა – გაეცანით:

Continue reading

როგორ გალახა მილა იოვოვიჩმა არნოლდ შვარცენეგერი?

სწორედ ასეთი სათაური ექნება ამ პოსტს, როდესაც ის ქართულ მედიაში გამოქვეყნდება. მანამ კი პრიმიტიულად დავარქმევ:

ინტერვიუ მილა იოვოვიჩთან

Milla 1 2009 წლის დასაწყისში მილა ესაუბრა ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, მწერალსა და კრიტიკოსს გლენ ო’ბრაიენს  (Glenn O’Brien). მილა ყვება თავის შვილზე, ქმარზე, ფილმებზე, მოდელებზე, მსახიობებზე, ძაღლებზე, სათამაშოებზე, პოლიტიკოსებზე და არც იმას მალავს, რომ დიდი ხანია უკვე, ქართველ მამაკაცებზე კარგავს ჭკუას.

გლენ ო’ბრაიენი:  გამარჯობა, მილა.

მილა იოვოვოჩი: როგორ ხარ? როგორი საშობაო არდადეგები გქონდა?

გლენ ო’ბრაიენი:  ჯერ არ მქონია… მაგრამ ახლა ვაპირებთ ჩემი 8-წლის შვილის ბებია-ბაბუების მონახულებას და კიდევ 12 ბიძაშვილ-მამიდაშვილის… გრძელი მოგზაურობა გვიწევს…

მილა იოვოვოჩი: 8-წლის ბავშვისთვის, ალბათ, დამღლელია…

გლენ ო’ბრაიენი:  უნდა გითხრა, რომ კარგად იტანს… თან, ეს სადღესასწაულო დღეები მისია. მე ჩემსას მოგვიანებით ველი.

მილა იოვოვოჩი: ჩემი გოგო ჯერ 14 თვისა. ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მანქანით მგზავრობდეს და ყოველ წუთს მეკითხებოდეს – “აბა, მალე მივალთ?”

Continue reading

ყველაზე ფანტასტიკური ნაშები

ფანტასტიკა ძალიან მიყვარს.

კარგი ფანტასტიკა – მით უფრო. 🙂

ჰოდა, ყველაზე მაგარი ფანტასტიკური მსახიობი ქალების ჩემეული ოცდაცოტამეტეული ასეთია:

1. ანჯელინა ჯოლი – ლარა ქროფთი (“ლარა ქროფთი: სამარხების მძარცველი”, 2001, “ლარა ქროფთი: სამარხების მძარცველი – სიცოცხლის აკვანი”, 2003) და მეთაური ფრენქი ქუქი (“ცის კაპიტანი და ხვალინდელი დღის სამყარო”, 2004);

ანჯელინა პირველია ლამაზი ქალების ნებისმიერ სიაში, რა პარამეტრებითაც არ უნდა დაალაგოთ – “ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ქალები”, “ყველაზე ლამაზი ამერიკელი ქალები”, “ყველაზე ლამაზი დედამიწელი ქალები”… ასე რომ, ფანტასტიკურ სიაშიც პირველია.  ჰოდა, კინოკომიქს “ცის კაპიტანში”, ყველაფერთან ერთად, ჯოლი ნათლად აჩვენებს, რა განსხვავებაა მართლა გადასარევ ქალსა და მამიკოს ფულებით გაქაჩულ პლუშის თოჯინას (ანუ გვინეთ ფელთროუს) შორის.

Angelina Jolie Lara Croft Angelina Jolie Sky Captain

2. მილა იოვოვიჩი – ლილუ (“მეხუთე ელემენტი”, 1997);

Continue reading