შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც. ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

Continue reading

კატალონიელი ქვეშაჯვიები

შაბათის პოსტი

ვინც არა ჰგავს ქვეშაჯვიას, მე ვერ ვიტყვი ქვეშაჯვიად.
კატალონიური ანდაზა

როგორი დღესასწაული არ გამიგია. შობა გამიგია. ახალი წელი გამიგია. ოქტომბრის რევოლუციის წლისთავიც კი გამიგია, მაგრამ ეს მოჯმის დღესასწაული რაა, არ გამეგონა.

არადა, ასეთიც არის.

კატალონიაში. და სწორედ შობის მოახლოებას ამცნობს იქაურებს.

Caganer-Magnumპირველი ქვეშაჯვიები კატალონიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდნენ. თავდაპირველად გლეხები იყვნენ და მიწას ანოყიერებდნენ. მაგრამ შემდეგ ქვეშაჯვიამ ფრთები გაშალა და დღეს უკვე დღესასწაული არ დღესასწაულობს მის გარეშე. მეტადრე ხომ – შობა.

შობის ხის, გირლიანდების, ელფებისა და თოვლის კაცების კატალონიელებს არ სწამთ, ან თუ სწამთ, მხოლოდ ქვეშაჯვია კაცის შემდეგ. ქვეშაჯვია თუ არ მოვიდა, ისეთი დღესასწაულის თავზეც გავიარეთო, ასე ამბობენ.

Continue reading

სადღესასწაულო ფილმების 10-ეული

მარტო სახლში? ბედის ირონია ანუ გაამოთ? რაც ყველაზე ძალიან გიყვარს?

ნურას უკაცრავად!

შავი შობა (Black Christmas, 1974)

1974-black-christmas Continue reading

წერილები თოვლის ბაბუას

საყვარელო თოვლის ბაბუ,

წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.

მიყვარხარ ნიკა

ჩემო ნიკა,

რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.

წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.

შენი თოვლის ბაბუა

*** Continue reading

ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები

Mr.&Mrs.Clausამერიკელმა მხატვარმა თომას ნასთმა (Thomas Nast) 1863 წელს ჟურნალ Harper’s Weekly-ში წმინდა ნიკოლოზის თემაზე ნახატების გამოქვეყნება დაიწყო – ასე დაიბადა თანამედროვე სანტა კლაუსი. 1889 წელს კი ის, როგორც ეს მამაკაცებს ხშირად ემართებათ ხოლმე, გაგიჟდა და უღელში დურთა თავი… ანუ – დაქორწინდა. თუმცა,  ამ ამბავს გენდერისტებისა და ფემინისტების გარეშე არ ჩაუვლია…

მაგრამ, სჯობს, თავიდან დავიწყო.

სანტა კლაუსი (წმინდა ნიკოლოზი) მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გვევლინება შობის მთავარ ბერიკაცად. მანამდე მას სხვა კონკურენტები ყავდა, თუმცა სანტამ ყველანი ჩამოიშორა (ქართული პოლიტიკური ლექსიკა რომ მოვიშველიოთ – მიაჩმორა), საჩუქრების მთავარ დამრიგებლადა და შობის მთავარ მიმლოცველადაც საშვილიშვილოდ დამკვიდრდა და აგერ უკვე ორი საუკუნისაც მოიყარა.

Continue reading

Yule Nisse და სხვა ელფები

smugelf ელფები საშობაო მითოლოგიის უძველესი პერსონაჟები არიან, ბევრად ძველიც კი, ვიდრე – თავად სანტაა.

ცნობილია სკანდინავიური თქმულება ფუძის ანგელოზის შესახებ – შვედი ტომტე (Tomte), იგივე ნორვეგიელი და დანიელი ნისსე (Nisse), იგივე ფინელი ტონტუ (Tonttu) პატარა ტანის მოხუცი კაცია, რომელიც ოჯახის და, განსაკუთრებით კი, ბავშვების მფარველია (თუმცა, მისი გარეგნობის გათვალისწინებით, სიტყვა “ანგელოზი” ცოტა უადგილოა :)).

ამასთან, ტომტე მკაცრი და წესრიგის მოყვარულია. უზრდელი და ბოროტი ბავშვები მას არ უყვარს. სელმა ლაგერლოფის შესანიშნავ წიგნში “ნილს ჰოლგერსონის არაჩვეულებრივი მოგზაურობა შვედეთში” ნილსს სწორედ ტომტე გადააქცევს ჯუჯად.

Continue reading

წითელცხვირა რუდოლფი

Santa sleigh წინა პოსტში ვწერდი, იმისთვის რომ ყველა ბავშვთან მიასწროს მისვლა, სანტა კლაუსის საჩუქრებით დატვირთული მარხილის სიჩქარე 1’700 კმ/წამს უნდა აღწევდეს, რაშიც მას წითელცხვირა რუდოლფი ეხმარება.

წითელცხვირა რუდოლფი (Rudolph the Red-Nosed Reindeer) კორიბუს ჯიშის ჩრდილოეთის ირემია. ქლემენთ ქლარქ მურის (Clement Clarke Moore) 1823 წელს გამოცემულ პოემაში “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” (A Visit From Saint Nicholas) ნათქვამია, რომ სანტას მარხილში სულ 8 ირემია შებმული.

Continue reading