Fashion Bazaar

მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით  ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.
“მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი

თანამედროვე მოდა  დიზაინერთა და მარკეტოლოგთა ერთობლივი შემოქმედების პროდუქტია და ცალკეულ შემთხვევაში, ნამდვილად არაა იოლი, იმის თქმა, ვისი წილია ერთმნიშვნელოვნად მეტი…

ანგლო-საქსური, ბუნებით დემოკრატიული და საყოველთაო მოდის გაბატონებამ მსოფლიოში, ერთის მხრივ და ამასთან დაკავშირებულმა მოდის ინდუსტრიის  გლობალიზაციამ და უნივერსიალიზაციამ, მეორეს მხრივ, სწორი მარკეტინგური სტრატეგიის, ბაზრის ზუსტი სეგმენტირების, მიზნობრივი მომხმარებლების გამოკვეთისა და მათზე სწორი ფოკუსირების როლი იმდენად გაზარდა, რომ ძლიერ მარკეტოლოგთა გუნდის ყოლა ნებისმიერი მოდის სახლისთვის, ლამის, საუკეთესო დიზაინერის ყოლის ტოლფასია.

მოდას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ფეშენ-ბრენდების მარკეტინგული მართვის გამოცდილება დაახლოებით 100 წელს მოიცავს. ზოგადად, თანამედროვე მოდის ბაზარს  რამდენიმე სექტორად ყოფენ – სხვადასხვა სექტორში მოთამაშე კომპანიები  რეალიზაციისა და წარმოების განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ.

Continue reading

ძმები ბრუქსები: როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორც პრეზიდენტი

შეკერე და გაყიდე მხოლოდ რჩეული ხარისხის სამოსი. ივაჭრე სინდისიერი ფასნამატით. საქმე დაიჭირე მხოლოდ იმ ხალხთან, ვისაც ესმის ასეთი ტანსაცმლის ფასი.
ჰენრი სენდს ბრუქსი

image21818 წლის 7 აპრილს 45 წლის მეწარმემ ჰენრი სენდს ბრუქსმა (Henry Sands Brooks) ნიუ იორქში დააფუძნა კომპანია “H. & D.H. Brooks & Co.,” რითიც დასაბამი დაუდო ამერიკული  მოდის ლეგენდას, რომელიც უკვე 2 საუკუნეს ითვლის.

1833 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი – ჰენრი ბრუქს უმცროსი, 1850 წელს კი – შვილიშვილები:  დენიელი, ჯონი და ელიშა, რომელთაც “H. & D.H. Brooks & Co.”-ს სახელი შეუცვალეს და აქედან მოყოლებული დღემდე კომპანიას “Brooks Brothers” (“ძმები ბრუქსები”) ჰქვია. ამავე წელს ძმებმა ბრუქსებმა ოქროს ვერძის გამოსახულება შეარჩიეს თავიანთ სავაჭრო ნიშნად. ეს სიმბოლოც დღემდე უცვლელია.

Continue reading

Lacoste: ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში

lacoste-logoუნდა გამოგიტყდეთ, ნიანგების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და რეპტილიებისადმი დამოკიდებულება, ჩემს  ბავშვობაში მეტად პოპულარულმა ნიანგმა გენამაც კი ვერ შეცვალა… მაგრამ რაც გენამ ვერ შეძლო, ის რენე ლაკოსტმა მოახერხა.

რენე ლაკოსტი (Jean René Lacoste) გასული საუკუნის დასაწყისის დიდი ფრანგი ჩოგბურთელი იყო. პარიზელი დენდი, დახვეწილი მანერებითა და ელეგანტური სამოსის სიყვარულით, კორტზე და კორტს გარეთ ერთნაირად ბრწყინავდა – ასე რომ, გასაკვირი არაა ლაკოსტის სურვილი, ჩოგბურთის მოთამაშეთა მაისური უფრო მოხერხებული და იმავდროულად მოხდენილი ყოფილიყო.

1927 წლიდან მოყოლებული, ის კორტზე საკუთარი დიზაინით შექმნილ სპორტულ ტანსაცმელში გამოდიოდა, ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი, 1933 წელს რენე ლაკოსტმა La Société Chemise Lacoste („ლაკოსტის პერანგების კომპანია“) დააფუძნა და, საფეიქრო ფაბრიკის მფლობელ ანდრე ჟილესთან ერთად, სპორტული პერანგების წარმოება დაიწყო. ამავე დროს, რენე ლაკოსტი არა მხოლოდ კარგი დიზაინერი აღმოჩნდა, არამედ მოდის დიდი ნოვატორიც – მანამდე ფირმის ლოგოტიპის ან დასახელების სამოსის ზედაპირზე გამოტანა არ ხდებოდა. პირველად ეს სწორედ ლაკოსტმა გააკეთა.

Continue reading