მეორედ მოსვლა

არ იფიქროთ, რომ თეოლოგიაში შევიჭერი – სხვა მეორედ მოსვლაზეა, თუმცა ჩემთვის, შეიძლება ითქვას, თეოლოგიური პოსტია: Smile “ლაკოსტზეა” პოსტი. ბრენდის საქართველოში მობრუნებაზე.

პირველი მცდელობა წარმატებული ვერ გამოდგა. არ მახსოვს რამდენი ხანი – 1 თუ 2 წელი გაძლო და დახურეს.

“ლაკოსტი” “გალერია თბილისში” მეორე მცდელობაა. ამჯერად სხვა პარტნიორი ყავს – “დრესაპი”… ბრენდის წინა პარტნიორზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი (მითუფრო, რომ მაგისტრატურაში ვსწავლობდით ერთად Smile) – არც ფასები ჰქონდათ იმაზე მაღალი, რაც სხვაგან, არც ბუტიკის მდებარეობა დაიწუნებოდა (ჭავჭავაძის პროსპექტი), არც თავად ბუტიკის გაფორმება და ზომა, შემოტანილი კოლექციების არჩევანიც კარგი იყო – მრავალფეროვანი, აქსესუარები და პარფიუმიც კი იყიდებოდა… მაგრამ ვერ “ამოიქოქა”.

Continue reading

Advertisements

ოდა პოლოს

ყველაფერი გენიალური – მარტივია.
ჭკვიანი კაცი.

არ ვიცი, რას ჩავიცვამდი ზაფხულში, გასული საუკუნის 20-იან წლებში რენე ლაკოსტს პოლო რომ არ გამოეგონებინა. ალბათ – ვერაფერს. 🙂 პოლო არის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსი, რაც არსებობს, რომელიც უხდება ყველას და ყველაფერს. ამაზე დემოკრატიული ტანსაცმელი ერთი-ორი და მორჩა. გინდა ამოჩაჩული ჩაიცვი, გინდა – ჩატანებული. გინდა დაჭმუჭნული, დაგინდ – გაწკეპილი. გინდა ჯინსზე, გინდა ველვეტზე, გინდა – სხვა შარვალზე. გინდა ბრიჯზე. გინდა – შორტზე. გინდა პიჯაკი მოიცვი ზედ, გინდა – კარდიგანი, გინდა – სვიტერი. მარტივი სამოსია და ამავე დროს რა ფანტაზიის გაქანებას გაძლევს. იმხელა გაქანებას, რომ პოლო ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. სხვა კომპანიებმაც გამოიდეს თავი, მაგრამ მეტადრე მაინც “ლაკოსტის” ხელში.

კრისტოფ ლემერმა ახლახანს ბოლო ჩვენება გამართა Hermes-ის ლეიბლის ქვეშ. არ ვიცი, რა მიიტანა ლემერმა “ერმეში”, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ და არც ამის მიზეზი მქონია, მაგრამ “ლაკოსტმა” მის ხელში ცვლილებები ნამდვილად განიცადა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ბოლო-ბოლო მთელი 10 წელი იყო “ლაკოსტის” კრეატიული დირექტორი. ამ წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდი და მისი პოლო, ალბათ, გახდა კიდევ უფრო ფერადი და Lacoste 5th Avenueმრავალფეროვანი, ვიდრე იყო მანამდე და ნამდვილად უფრო ძვირი. Smile პირველი, შეიძლება, იმდენად შესამჩნევი არც იყოს, ამიტომ დავწერე “ალბათ” – რაც “ლაკოსტის” მომხმარებელი ვარ, პოლოთა უფეროვნობას ის არასდროს უჩიოდა, მეორე კი სრულიად აშკარაა და იოლად დაეტყო ჯიბეს. Smile წერდნენ, რომ ლემერმა “ლაკოსტი” სპორტულიდან ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და ხელი შეუწყო მის გაახალგაზრდავებას, თუმცა, ნიანგიანი პოლო ყოველთვის იყო ფრეფი-სტილის ორგანული ნაწილი და გაყიდვების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს პოზიციები იშვიათად თუ დაუთმია. არამხოლოდ პოლო, ცხადია, მაგრამ “ლაკოსტისთვის” პოლო ყოველთვის რჩებოდა ბრენდის ერთგვარ სავაჭრო ნიშნად. ამბობ პოლოს, გულისხმობ “ლაკოსტს”. და – პირიქით. მომიტევოს რალფ ლორენმა.

Continue reading

როდესაც ქალი ჩამოჰგავს ნიანგს…

მე ის მიყვარს Smile

Maladrino1კატრინ მალანდრინო (Catherine Malandrino) ფრანგი დიზაინერია, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და წარმატებული. ის მხოლოდ ქალებისთვის ქმნის, ამიტომ, უცნაურია ახლა მასზე რომ ვწერ, მაგრამ, ჯერ ერთი, კარგა ხანი ველოდე ქალების მოდაზე მოპოსტავე ბლოგერებს და ვითომც აქ არაფერიაო, მალანდრინოზე კრინტს არ ძრავენ, მეორეც, კატრინ მალანდრინომ შექმნა საზაფხულო კოლექცია “ლაკოსტისთვის”, “ლაკოსტი” და ჩემი ბლოგი კი განუყრელი მეგობრები არიან.

კოლექცია (რაც ჯერ-კიდევ დარჩა გასაყიდად Winking smile) შეგიძლიათ, იხილოთ:

Continue reading

რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ

ამბოხის თეორია

ჯონი ოქროს ბიჭუნა იყო. პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა, უიქ-ენდებზე გოლფს თამაშობდა, მამის იურიდიულ ფირმაში მუშაობის დასაწყებად ემზადებოდა და კოლეჯის გამოსაშვები საღამოს დედოფალზე აპირებდა დაქორწინებას… მანამ კი დეიდა ესთერის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო.
დეიდა ესთერს განსვენებულმა მეუღლემ სამი ქარხანა, ორი იახტა და პატარა კუნძული დაუტოვა სადღაც წყნარ ოკეანეში. დეიდა ესთერს შვილები არ ჰყავდა და სურდა, თავის მემკვიდრედ ჯონი გამოეცხადებინა.

Lacosteჯონი წვერის გასაპარსად მოემზადა, მაგრამ გადაიფიქრა – თეთრი პერანგი მოიცვა, ჰალსტუხი გაიკეთა, წინდაწინ მომზადებულ, კლასიკურ შავ კოსტიუმში გამოეწყო… შემდეგ უჯრიდან “ლაკოსტის” საყვარელი პოლო გამოიღო, ზედ პიჯაკზე გადაიცვა და ასე გამოწყობილი წავიდა დეიდა ესთერის წვეულებაზე.

ასე დაიწყო ფრეფი-რევოლუცია – სნობების ამბოხი სნობების წინააღმდეგ. 🙂

Continue reading

ნიანგები ბრაზილიიდან

fernando-humberto-campana გასული წლის მიწურულს კომპანია Lacoste-მა წარმოადგინა პოლოების საკოლექციო ნიმუშები, რომლებიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი დიზაინერების ფერნანდო და უმბერტო კამპანასთან (Fernando & Humberto Campana) თანამშრომლობის შედეგია.

კოლექცია ექსკლუზიურია. სულ 125-125 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, პლუს განსაკუთრებულად შეზღუდული რაოდენობის 12-12 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, რომლის ფასიც დაახლოებით 20’000 აშშ დოლარია. ამონაგები მთლიანად საქველმოქმედო მოზნებისთვისაა განკუთვნილი და  ნიანგების დაცვას მოხმარდება (Lacoste მონაწილეობს კამპანიაში “იხსენი შენი ლოგო”, რომელიც ბუნების დამცველი ორგანიზაციის Noah World-ის ინიციატივით დაიწყო), სწორედ ამიტომ, კოლექციის პირველ გამოფენას პარიზში გარემოს დაცვის სამინისტრო მასპინძლობდა.

Continue reading

Vineyard Vines – ჰალსტუხიანი ვეშაპი

Our idea is to make products that people feel good in.
Ian Murray, “Vineyard Vines”

BLHOf2007_Shepherd_Ian Murray1998 წელს ძმებმა შეფ და იან მიურეიმ (Shep and Ian Murray) გადაწვიტეს ბაზრისთვის იმგვარი ტანსაცმლის შეთავაზება, რომელიც იქნებოდა სადღაც შუაში ყოველდღიურ (casual)  და ფორმალურ სტილს შორის – ამდენად, ორივე შემთხვევისთვის გამოდგებოდა.

მათი აზრით, საოფისე სამოსი ტრადიციულთან შედარებით, მეტად ხალისიანი უნდა ყოფილიყო – ისე, რომ სარკეში ჩახედვისას, ადამიანს გახსენებოდა, თუ რისთვის შრომობს.

თავად ახალბედა დიზაინერების შთაგონების წყაროდ – მათ მიერ კუნძულ მართას ვინიარდზე (Martha’s Vineyard) გატარებული არაჩვეულებრივი და მხიარული დღეები იქცა – აქედან დაიბადა კომპანიის სახელწოდებაც – Vineyard Vines (ქართულად ითარგმნება, როგორც ვენახის ვაზი). ხოლო, რაც შეეხება ლოგოს – ეს მათი მამის დამსახურებაა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვეშაპები და ჯერ კიდევ ბავშვობისას, ხშირად ხეზე კვეთდა მათ გამოსახულებას.

Continue reading

Fashion Bazaar

მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით  ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.
“მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი

თანამედროვე მოდა  დიზაინერთა და მარკეტოლოგთა ერთობლივი შემოქმედების პროდუქტია და ცალკეულ შემთხვევაში, ნამდვილად არაა იოლი, იმის თქმა, ვისი წილია ერთმნიშვნელოვნად მეტი…

ანგლო-საქსური, ბუნებით დემოკრატიული და საყოველთაო მოდის გაბატონებამ მსოფლიოში, ერთის მხრივ და ამასთან დაკავშირებულმა მოდის ინდუსტრიის  გლობალიზაციამ და უნივერსიალიზაციამ, მეორეს მხრივ, სწორი მარკეტინგური სტრატეგიის, ბაზრის ზუსტი სეგმენტირების, მიზნობრივი მომხმარებლების გამოკვეთისა და მათზე სწორი ფოკუსირების როლი იმდენად გაზარდა, რომ ძლიერ მარკეტოლოგთა გუნდის ყოლა ნებისმიერი მოდის სახლისთვის, ლამის, საუკეთესო დიზაინერის ყოლის ტოლფასია.

მოდას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ფეშენ-ბრენდების მარკეტინგული მართვის გამოცდილება დაახლოებით 100 წელს მოიცავს. ზოგადად, თანამედროვე მოდის ბაზარს  რამდენიმე სექტორად ყოფენ – სხვადასხვა სექტორში მოთამაშე კომპანიები  რეალიზაციისა და წარმოების განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ.

Continue reading