გეენა

ბერი ენ მალზბერგი

ედვარდი მეტროს სადგურში ჩავიდა მანჰეთენზე და 42-ე ქუჩიდან გრინვიჩ ვილიჯისკენ გაემგზავრა. მატარებელი გაჩერდა 33-ე ქუჩაზე, 27-ე ქუჩაზე, მე-17 ქუჩაზე და ბოლოს – ქრისთოფერ სირქალზე.

მოხდა ისე, რომ იმ წვეულებაზე გაიცნო ცოლი.

არაფრით გამორჩეული, ყველას-ყელში-ამოუვიდა წვეულება იყო გრინვიჩ ვილიჯში.

გოგონა მოშორებით, კუთხეში იჯდა, ფეხზე გაეხადა და უსმენდა მამაკაცს, რომელსაც გრძელი, დაგრეხილი ულვაშები ჰქონდა და მანდოლინაზე უკრავდა. ედვარდი მივიდა და მიესალმა.

მან უღიმღამოდ ამოხედა და მანდოლინიანს მიუჩოჩდა ახლოს, რომელთანაც, როგორც მოგვიანებით უთხრეს, ის ღამე გაატარა ქალმა, მაგრამ ედვარდი არ დაეხსნა (მშობლები ყოველთვის ეუბნებოდნენ, ცოტა მეტი გამბედაობა არ აწყენდა) და მისამართი გამოართვა. Continue reading “გეენა”