სულკატიანები

b47290b94c0eადამიანები, დუმბაძე როგორც იტყოდა, სულძაღლიანებად და სულკატიანებად იყოფიან, ჰოდა, მე სულძაღლიანი ვარ, თუმცა კატების საწინააღდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ მწერლების უმრავლესობა, ალბათ, სულკატიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, მათ კატები რამდენიმე ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გმირად აქციეს:

მაგალითად, ბავშვობიდან გემახსოვრებათ ალბათ, ჯანი როდარისეული კოჭლი (ქართულ თარგმანში მას “ფეხცანცარა” ეწოდება) კატა-რევოლუციონერი, ჯელსომინოს რომ დასდევდა ქუჩა-ქუჩა და შენობის ფასადებზე წერდა: “ძირს მიშა”… რა იყო და “მეფეს ოქროსფერი პარიკი ახურავსო”.

ძალიან შავი და მხიარული კატა, სახელად “ბეჰემოთი”, მიხაილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტადან”.

კატა-ფილოსოფოსი, რომლის ფიქრებიც კარელ ჩაპეკმა აღწერა “კატის შეხედულებით” დაწერილ მოთხრობაში.

დაბოლოს, გენიალური ჩეშირელი კატა, ლუის ქერალის ზღაპრიდან “ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში”.

Continue reading