How-To: Fake vs. Real

არ მეგონა, ეს სარჩევი თუ საინტერესო იქნებოდა. მარტივი ამბავი მგონია – მყიდველმა ყოველთვის იცის, ფეიქს ყიდულობს თუ ნაღდს, მაგრამ ამასწინათ მეგობართან ვლაპარაკობდი და, თურმე, არ ყოფილა ყოველთვის ასე. შეცდომები მოსულა. ვცადოთ, არ შევცდეთ და არ დაგვაბოლონ. სულ ესაა ამ პოსტის დაწერის მიზანი. არ ვაპირებ, ვინმე დავამუნათო ფეიქის ყიდვისთვის ან მოვუწოდო, გინდათუარა ნაღდი იყიდე ოთუსბირად-თქო. ეს პოსტი მისთვისაა, ვისაც არ უნდა ფეიქის ყიდვა და არ სურს, მოტყუვდეს ან თავი მოიტყუოს. და არც ის სურს, იყიდოს ფეიქი ვითომ იაფად, მაგრამ ფეიქისთვის – ძვირად.

პოსტი, ცხადია, ტანსაცმლის ბრენდებზეა. სხვას – არ შევეხები.

ვრცელი შესავალი გამომივიდა. 🙂 გადავდივარ საქმეზე.

  • კერვის სტანდარტი და ერთი სტილი

ბრენდს, რომელიც საშუალო-ზედა კატეგორიაშია და კიდევ ზემოთ, ტანსაცმლის კერვის თავისი გამორჩეული სტანდარტი აქვს. იოლად ამოსაცნობი. ფეიქმახერი ბევრია – ამიტომ ფეიქის სტანდარტი განსხვავებულია. ერთი ბრენდის ერთსა და იმავე ან სხვადასხვა მოდელს თუ აიღებ დახლიდან და დააკვირდები – ორიგინალის შემთხვევაში კერვის სტანდარტი იქნება იდენტური, ფექის შემთხვევაში – განსხვავებული. ორიგინალის კერვის ხარისხი იქნება მაღალი – ჩაგვირისტებული.

სიმარტივისთვის ავიღოთ ისეთი რამ, ყველას რომ აქვს გარდერობში – პერანგი. არის ერთი მარტივი მეთოდი – აიღო და დააკვირდე საყელოს, სადაც ნაკერის ლიანდაგი (ასე ქვია ქართულად stitch-ს) გადის. მეჩხერი არ უნდა იყოს, მიახლოებით 3.3 სმ-ში მინიმუმ 15 ბიჯი მაინც უნდა დათვალო. ეს მაღალი ხარისხის კერვის ნიშანია.
Continue reading “How-To: Fake vs. Real”

Disney I Lacoste

Lacoste-Disney spirit2018 წლის 18 ნოემბერს მიქი და მინი მაუსებს 90 წელი შეუსრულდათ, ნიანგი კი 85 წლის გახდა. სახელოვანი თარიღის აღსანიშნად კომპანიებმა  The Walt Disney Company და Lacoste სტუმრები პარიზის დიზნილენდში მიიპატიჟეს, სადაც “ლაკოსტის” თაგუნური კოლექცია წარუდგინეს.

Lacoste-Disney-18-19-collectionLacoste-Disney-18-19-collection-17

Disney I Lacoste მოიცავს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. როგორც 2018-19 წლების შემოდგომა/ზამთრის, ასევე გაზაფხული-ზაფხულის მოდელებსაც.

Continue reading “Disney I Lacoste”

მეორედ მოსვლა

არ იფიქროთ, რომ თეოლოგიაში შევიჭერი – სხვა მეორედ მოსვლაზეა, თუმცა ჩემთვის, შეიძლება ითქვას, თეოლოგიური პოსტია: Smile “ლაკოსტზეა” პოსტი. ბრენდის საქართველოში მობრუნებაზე.

პირველი მცდელობა წარმატებული ვერ გამოდგა. არ მახსოვს რამდენი ხანი – 1 თუ 2 წელი გაძლო და დახურეს.

“ლაკოსტი” “გალერია თბილისში” მეორე მცდელობაა. ამჯერად სხვა პარტნიორი ყავს – “დრესაპი”… ბრენდის წინა პარტნიორზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი (მითუფრო, რომ მაგისტრატურაში ვსწავლობდით ერთად Smile) – არც ფასები ჰქონდათ იმაზე მაღალი, რაც სხვაგან, არც ბუტიკის მდებარეობა დაიწუნებოდა (ჭავჭავაძის პროსპექტი), არც თავად ბუტიკის გაფორმება და ზომა, შემოტანილი კოლექციების არჩევანიც კარგი იყო – მრავალფეროვანი, აქსესუარები და პარფიუმიც კი იყიდებოდა… მაგრამ ვერ “ამოიქოქა”.

Continue reading “მეორედ მოსვლა”

ძაღლი, ნიანგი, ლევ ტოლსტოი და მათი მეგობრები

აქა ამბავი თეთრი ბიგლის და მწვანე ნიანგის დაძმობილებისა.

Snoopy & Belleიცით თუ არა, ვინ არის სნუფი? ბიგლის ჯიშის ძაღლია. ამერიკელი კარტუნისტის, ჩარლზ შულცის (Charles M. Schulz) პოპულარული კომიქსის Peanuts-ის გმირი. მართალია, 1950 წელს დაიბადა და პატარა აღარ ეთქმის, მაგრამ მაინც ლეკვია. და როგორც ყველა ლეკვს შეეფერება – ძალიან ანცი და მხიარული. 2010-ში 60 წლის იუბილეც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. დღესასწაულის ანიმატორობა იაპონელმა დიზაინერმა, ჰაიატო კოჰამამ (Hayato Kohama) ითავა, რომელმაც 15 სხვადასხვა კომპანიას სთხოვა კარგი რამე-რუმეების შექმნა სნუფისა და მისი მეგობრების თემაზე. მათ შორის იყო Lacoste-იც.

Peanuts 60 Hayato Kohama

Peanuts x Lacoste 60 Snoopy

Continue reading “ძაღლი, ნიანგი, ლევ ტოლსტოი და მათი მეგობრები”

ქალაქელი იყავ განა…

Michael Bridgesვინ არის ნამდვილი ქალაქელი? ეს კითხვა, თურმე, მარტო ქართველებს არ გვაწუხებს. NYC Viceroy Hotel-ის მარკეტინგის მენეჯერი და შეთავსებით ქალაქში ცნობილი “სტილიაგა” და “ჭინჭის კაცი” მაიქლ ბრიჯესი გვირჩევს, პასუხისთვის ადამიანის გარდერობში შევიჭვრიტოთ.

თუკი ნამდვილი ნიუ იორქელი ხარ, – ამბობს ბრიჯესი, – მაშინ გარდერობში აუცილებლად გექნება:

Continue reading “ქალაქელი იყავ განა…”