Kodak EasyShare Z915

Z915 “ქოდაქმა” გასულ წელს წარუდგინა ბაზარს და ამ მოდელით ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპაქტური მეგაზუმიანი ფოტოაპარატების სეგმენტზე შევიდა.

თუ თქვენ სუპერ-პუპერ ფოტოგრაფი ხართ, პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი ან ფოტოხელოვანი, რა თქმა უნდა, ამ სეგმენტში ვერაფერს ნახავთ საკბილოს, მაგრამ დამწყებ ან ერთი-ორი ნაბიჯით დამწყებზე წინ წასულ ფოტომოყვარულთა შორის კომპაქტური, მჩატე და, ამასთან, მეგაზუმიანი (ოპტიკური 7X და მეტი ზუმით) ციფრული კამერები დღეს მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

Kodak EasyShare Z915

კორპუსი

Continue reading

Advertisements

ფოტოგრაფია აშშ-ში: ღილაკი, რომელსაც უბრალოდ უნდა დააჭირო

photo in USA1977 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკელთა შემოჭრა განხორციელდა. ეს შემოჭრა CIA-მ (რომელსაც იმ დროს ყველა ცეერუს ეძახდა) ერთი შეხედვით უწყინარი გამოფენის “Фотография в США” (“ფოტოგრაფია აშშ-ში”) საფარქვეშ განახორციელა. გამოფენამ სსრკ-ს რამდენიმე ქალაქში იმოგზაურა (მათ შორის აღმოჩნდა თბილისიც), გამოფენის მიმდინარეობისას საბჭოთა მოქალაქეებმა პირველად ნახეს ასე ახლოდან ცოცხალი ამერიკელები, გაეცნენ ამერიკული ტექნოლოგიის იმდროინდელ მიღწევებს, იხილეს ამერიკულ ქუჩებში, შარა-გზებსა თუ მინდორ-ველზე გადაღებული უამრავი ძველი თუ ახალი  ფოტო, სახტად დარჩნენ ამერიკული ღიმილის შემყურენი და პირველად შეეპარათ ეჭვი, რომ ეს ამერიკა სულაც არაა ისეთი საშიში და საშინელი, როგორც გაზეთი “პრავდა” წერს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია აშშ-ში არის ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის მნგრეველთა იმ გრძელ სიაში დისიდენტების, “ბიტლების”, რადიო თავისუფლების, რონალდ რეიგანის, კოკა-კოლას, “ლივაისის” ჯინსების, იოანე პავლე მეორის, სიგარეტ “მარლბოროსა” და უილის ქანოვერის გვერდით – ყოველ შემთხვევაში, ასე იგონებენ იმ გამოფენის დამთვარიებლები თავიანთ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს. Continue reading