How-To: წიგნები ზაფხულში

იყო ასეთი ტრადიცია – არდადეგების/შვებულების დროს რამე ვებერთელა წიგნი (“ომი და მშვიდობაა” ზედგამოჭრილი) ჩაგედო ჩანთაში, საზაფხულო საკითხავად წაგეღო თან, გეტარებინა მთაში, ზღვაზე და ჩამოგეტანა უკან ისევ ისე, გადუშლელად. დღეს ეს ტრადიცია ქინდლმა მოსპო. :/ თქმა არ უნდა, ქინდლის ტარება იოლია, მაგრამ წიგნების თრევას სხვა პლუსი ჰქონდა, იმ ანეკდოტისა არ იყოს – თუ ვერ დავეწევი, გავივარჯიშებ მაინცო. მაგრამ ეს პოსტი მაინც ქინდლზე იქნება. ვარჯიშზე – სხვა დროს.

ვინც ქინდლს ყიდულობს, პირველი თავსატეხი ესაა – როგორ ჩავაგდოთ წიგნი ქინდლში. თავსატეხიო, თუმცა დიდი ვერაფერი სირთულეა. გზა სამია. სამივე – მარტივი.

Continue reading “How-To: წიგნები ზაფხულში”

ეკრანი, რომელიც თვალს არ ღლის…

და ეს არ არის რიდერი!

ვისაც უყვარს კითხვა და ელექტრონულ წიგნში აფასებს კომფორტს, დიდ არჩევანსა და ხელმისაწვდომობასა და არ დაეძებს “წიგნის მტვერს”, რიდერების უპირატესობა რაა, ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მაგრამ მათთვის, ვისაც რიდერი არ აქვს, ან სურს ლიტ.ჯისა და საბა.ჯის ბუკები წაიკითხოს – ერთადერთი ხსნა ტაბლეტია. ტაბლეტის ეკრანი კი, რიდერის “ქაღალდის” ეკრანთან შედარებით, თვალს ღლის. ამ ნაკლისგან, სამწუხაროდ, ისეთი კითხვა კომფორტული ტაბლეტის ეკრანიც არაა დაცლილი, როგორიც ქინდლ ფაიაა).

მაგრამ ეს იყო გუშინ.

ესპანურმა კომპანიამ Reticare დაასრულა 12-წლიანი კვლევა, ლაბორატორიული გამოცდა, აქეთური-იქეთური, რაც საჭიროა და წარმოადგინა Reticare ocular protective sheet – ეკრანის საგანგებო ქავერი, რომელიც ამცირებს ტაბლეტის (და არამხოლოდ ტაბლეტის) ეკრანის ციმციმს და ჩვენი თვალისთვის სხვა გამაღიზიანებლ თანმდევ ეფექტს და კითხვას აქცევს ისევე უსაფრთხო და კომფორტულ სიამოვნებად, როგორც ეს რიდერის ან ქაღალდის წიგნის შემთხვევაშია.

Continue reading “ეკრანი, რომელიც თვალს არ ღლის…”

აუცილებელი პროგრამები Kindle Fire-სთვის

ეს პოსტი იმ საჭირო და სასარგებლო აპებზეა (პროგრამებზე), რომლებიც ჩემს Kinlde Fire-ში მაქვს, თუმცა სხვა ანდროიდ-ტაბლეტებზეც და ანდროიდ-სმართფონებზეც წავა. თუ ყველა არა – ბევრი. შევეცდები, თემატურად დავაჯგუფო.

Multimedia

იყო დრო რადიოს გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდნენ მავანნი, მაგრამ ონლაინ-რადიოსადგურების გამოჩენამ ინდუსტრია გამოაცოცხლა. TuneIn Radio ონლაინ-რადიოსადგურების მოსასმენად საუკეთესოა. უამრავი რადიოსადგური აქვს ჩამონათვალში, დაჯგუფებული ქვეყნების, მუსიკალური სტილის და სხვ. მიხედვით.

იუთუბზე განთავსებული ვიდეოების საყურებლად Viral Pro-ს ვიყენებ. იუთუბის ოფიციალური აპისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ოფცია აქვს, მათ შორის “ფანჯარა-ფანჯარაში”: შეგიძლია ვიდეოს უყურო ფანჯარაში, რომელსაც ტაბლეტის ეკრანის ნებისმიერ ადგილას განათავსებ.  მუშაობს ბექგრაუნდშიც – ეს გამოგადგება, როცა იუთუბიდან მუსიკას უსმენ. შექმნი ფლეილისთს, გაუშვებ Viral Pro-ს ბექგრაუნდ-რეჟიმში და ეკრანიდან გაქრება, მუშაობას კი განაგრძობს. უსმინე, რამდენიც გინდა, თან სხვა საქმეც აკეთე ტაბლეტში (მთავარია – რამდენიმე აპის პარალელურად მუშაობა ტაბლეტის ჰარდმა გაქაჩოს). ან – სულაც გამორთე ეკრანი. ამის მსგავსია SuperTube-იც. ესეც კარგი პროგრამაა, მაგრამ Viral Pro დამატებითი შესაძლებლობებით სჯობს… თუმცა, ძირითადი ოფციები ორივეს თანაბარი აქვს.

Continue reading “აუცილებელი პროგრამები Kindle Fire-სთვის”

How-to: როგორ გარდაიცვალა ფურცელი და კალმისტარი

ბევრია პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემს ტაბლეტი გადააქციო ბლოკნოტად – თითით ან სტილუსით ტაბლეტის ეკრანზე გააკეთო ჩანაწერები ან ჩანახატები (მაგალითად მათგან ერთ-ერთი საუკეთესო Bamboo Paper), მაგრამ ეს არის პოსტი ხელნაწერის ნაბეჭდ ტექსტში გადამყვან პროგრამებზე ე.წ. Handwriting Recignition ტექნოლოგიაზე.  Handwriting Recognition ძალიან სასარგებლო გამოგონებაა – ერთია, როცა უბრალოდ ხელნაწერ ჩანაწერს გააკეთებ, მაგრამ რამდენად მოსახერხებელია, თუკი ამ ხელნაწერ ტექსტს პროგრამა ბეჭდურ ფორმატში გადაიყვანს – გინდა დოკ ფორმატად, გინდა ი-მეილად… ასეთი პროგრამები არის. და ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ ნებისმიერი ბატიფეხურის გარჩევის უნარი აქვს.

ორ პროგრამაზე დავწერ, რომელსაც თავად ვიყენებ.

ჯერ – 7notes: Smart Writing Tool. ეს არის არაჩვეულებრივად გონიერი პროგრამა, რომელსაც ინგლისურენოვანი დოკუმენტების შესაქმენლად ვიყენებ. ორიოდ აბზაცის დასაწერად ტაბლეტის ვირტუალური კლავიატურაც გამოდგება, მაგრამ თუ ვრცელი ტექსტის დაწერა მჭირდება, 7notes გაცილებით მოსახერხებელია, იმჰო, ვიდრე ეკრანზე თითების კაკუნი.  სტილუსით ვწერ და ჩემი ხელნაწერი პროგრამას ძალიან მაღალი სიზუსტით გადაჰყავს ბეჭდურში. კონვერტირებული ტექსტის დაკოპირება და ი-მეილში ჩასმა,  DOC, TXT ან PDF-ად ქცევა ორი წამის საქმეა.

Continue reading “How-to: როგორ გარდაიცვალა ფურცელი და კალმისტარი”

How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა

“ამაზონმა” Kindle Fire-ის საოპერაციო სისტემა (ROM) განაახლა v. 6.3.3-მდე. შესაბამისად, ვისაც დარუთული ჰქონდა ტაბლეტი – რუთი დაკარგა. რუთთან ერთად დაკარგა ქართული კლავიატურაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაბლეტი უკვე მოძველდა, ბევრი, ალბათ, HD და HDX-ზე გადაბარგდა, პირველი თაობის KF-ის დარუთვა/გაქართულების თემა მაინც აქტუალურია, ამიტომ ბლოგს დროებით შვებულებიდან დავაბრუნებ და ამ ინსტრუქციას შემოგთავაზებთ.

თავიდანვე დავწერ – ROM 6.3.3 ჯერ-ჯერობით არ ირუთება, მაგრამ KF-ის გაქართულება მაინც შესაძლებელია – ამისთვის დაგჭირდებათ სხვა ROM-ის ჩატვირთვა. ეს შესაძლებელია, თუმცა, ცოტა მეტ წვალებას მოითხოვს. ვისთვისაც ქართული კლავიატურის ქონა მნიშვნელოვანია – ვფიქრობ, შეძლებს. Smile მე არ ვარ პროგრამისტი და თუ მე შევძელი, თქვენც მოახერხებთ.

და კიდევ ერთი – თუ კითხვები გაგიჩნდათ, ჯობს, ამ პოსტის ქვეშ კომენტარების დატოვებას ფეისბუქის პმ-ში მკითხოთ.

რა დაგჭირდება:

1. ე.წ. Factory cable

2. Kindle Fire Utility (KFU)

3. ტაბლეტში ჩასატვირთი ანდროიდ ROM-ის zip-ფაილი და გუგლ-მარქეთის ფაილები
Continue reading “How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა”