How-to: Nokia 6 ყველაზე იაფად!

Nokia 6HMD Global + Amazon შეთანხმებით, “ამაზონი” Nokia 6-ის ექსკლუზიური სელერია აშშ-ში და სმართფონს ყიდის ექსკლუზიურ ფასად.

“ნოკიას” რეკომენდებული ფასი ამ მოდელზე არის 229 ევრო + დისტრიბუტორის ფასნამატი. საქართველოში ეს სმართფონი დღე-დღეზე უნდა გამოჩნდეს და ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, ფასი, ბუნებრივია, არ ვიცი, მაგრამ უხსენებელში 250 ევროდ იყიდება.

“ამაზონის” ფასი კი 229.99 დოლარია. მაგრამ ესეც არ არის მინიმუმი – Amazon Prime კლიენტებისთვის ფასი 179.99 დოლარია.

თუ Prime Membership არასდროს გქონიათ, მისი ჩართვა უფასოდ შეიძლება 1 თვით! თუ უკვე გქონდათ და ამჟამად არ გაქვთ, მაშინ განახლების ფასი 10.99 დოლარია.

შესაბამისად:

USD 180/432 GEL (Nokia 6 ფასი) + ტრანსპორტირება საქართველომდე (აშშ-ში ტრანსპორტირება უფასოა) 16 ლარი მაქსიმუმ = 450 ლარი (დავამრგვალოთ) + განბაჟება = 531 ლარი + Amazon Prime ჩართვის საფასური USD 10.99/27 GEL= 558 ლარი.

Prime-ის გარეშე თავად დათვალეთ (მაინც არ გამოვა ძალიან ძვირი). Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License. 

___

How-To: წიგნები ზაფხულში

იყო ასეთი ტრადიცია – არდადეგების/შვებულების დროს რამე ვებერთელა წიგნი (“ომი და მშვიდობაა” ზედგამოჭრილი) ჩაგედო ჩანთაში, საზაფხულო საკითხავად წაგეღო თან, გეტარებინა მთაში, ზღვაზე და ჩამოგეტანა უკან ისევ ისე, გადუშლელად. დღეს ეს ტრადიცია ქინდლმა მოსპო. :/ თქმა არ უნდა, ქინდლის ტარება იოლია, მაგრამ წიგნების თრევას სხვა პლუსი ჰქონდა, იმ ანეკდოტისა არ იყოს – თუ ვერ დავეწევი, გავივარჯიშებ მაინცო. მაგრამ ეს პოსტი მაინც ქინდლზე იქნება. ვარჯიშზე – სხვა დროს.

ვინც ქინდლს ყიდულობს, პირველი თავსატეხი ესაა – როგორ ჩავაგდოთ წიგნი ქინდლში. თავსატეხიო, თუმცა დიდი ვერაფერი სირთულეა. გზა სამია. სამივე – მარტივი.

Continue reading

მალიარი ხარ, ბიჭო?

შაბათის პოსტი

Mimino colorჯერ ისტორიები მოყვა – მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვარო (2008 წლამდელ ამბავს ვყვები), იქო ესო-ისო, გაზპრომიდან დაწყებული კრემლის პალატებით დამთავრებული ყველგან ვარ ნამუშევარიო. ბოლოს ჟანა ფრისკეს (მაშინ ცოცხალი იყო, ცხონებული) ბინის რემონტის ამბავზე რომ გადავიდა, მეთქი, კარგი, მაგრამ ახლა ჩემს კედლებს მიხედე-მეთქი.

მაღაზიაში ფერი ავარჩიე. ვიყიდე “ბეტეკის” საღებავი და კოლერი. გამოთვალეს პროპორცია, რამდენი-როგორ უნდა შეგვეზავებინა და ცხრილი და ინსტრუქციაც გამოგვატანეს. მოვუტანე ამ ჩვენ “ფრისკეს მალიარს”. დახედა ეჭვის თვალით. გახსნა და ვუყურებ, შერევას აპირებს. ვეუბნები –  მოიცა, რას აკეთებ, აგერ დოზატორია და პროპორციაც წერია…

კი წერია, მაგრამ ეგ კომპიუტერში ჯდება ეგრე და სინამდვილეში არ ემთხვევაო. ეგ თეორიაა და მე პრაქტიკის სიმაღლიდან გეუბნებიო. გაზპრომიდან დაწყებული კრემლის პალატებით დამთავრებული ყველგან მე ვმუშაობდიო… შევატყე, ისევ ჟანა ფრისკეს ამბავს იწყებდა და ჯანდაბას, სცადე-მეთქი.

Continue reading

მურვან-მელომან-ყრუ

მე-19 საუკუნეში მისალმების ნიშნად კაცი ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე, დღეს ყურსასმენს იღებს ყურიდან… განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად – მეორე ყურიდანაც.

როდესაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ გარეთ – ქუჩაში, საცობში, ჯიმში, მოლში ყურსასმენი ბევრს მუდამ თან აქვს. ასე ვარ მეც. რამდენ ყურსასმენს გაუვლია ჩემი ყურის ნიჟარებში, ვერც დავთვლი. ბოლო ხანებია უსადენო – wireless მოდელებზე გადავედი. ვინც ტრადიციული, სადენიანი ყურსასმენის უსადენოთი ჩანაცვლებას ფიქრობს, სამ მათგანზე დავწერ, მთელი მათი შუქ-ჩრდილებით.

NB! მხოლოდ სტერეო-ყურსასმენებს ვგულისხმობ. მუსიკის მოსასმენადაც რომ გამოდგება. ლინკზე გადასასვლელად – დაკლიკეთ ფოტოზე.

იაფი.

სამწუხაროდ, სასწაული არ ხდება. იაფ უსადენო ყურსასმენს ხარისხიან ჟღერადობას ვერ მოვთხოვთ. აკუმულატორიც სუსტი აქვს და კონტაქტიც ყოველთვის ვერაა სტაბილური.

Continue reading

ეკონათურა

ეკონათურას რომ ვიტყვით ჩვენში, ეკონომიურ – ენერგოდამზოგავ ნათურას ვგულისხმობთ ხოლმე, მაგრამ დიზაინერთა დუეტმა Emilia + Arne, იგივე Nui Design Studio-მ შექმნა ნამდვილი ეკო–ნათურები. ეკოლოგიური. განათება მინი ეკოსისტემით.

Mygdal Lamp 4

Mygdal Lamp ესაა მინისა და ალუმინისგან დამზადებული სანათი, რომელშიც მთელი ეკოსისტემაა მოქცეული. რასაც  ფოტოზე ხედავთ, ცოცხალი მცენარეებია, არა – ხელოვნური.

Continue reading

ეკრანი, რომელიც თვალს არ ღლის…

და ეს არ არის რიდერი! Smile

ვისაც უყვარს კითხვა და ელექტრონულ წიგნში აფასებს კომფორტს, დიდ არჩევანსა და ხელმისაწვდომობასა და არ დაეძებს “წიგნის მტვერს”, რიდერების უპირატესობა რაა, ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მაგრამ მათთვის, ვისაც რიდერი არ აქვს, ან სურს ლიტ.ჯისა და საბა.ჯის ბუკები წაიკითხოს – ერთადერთი ხსნა ტაბლეტია. ტაბლეტის ეკრანი კი, რიდერის “ქაღალდის” ეკრანთან შედარებით, თვალს ღლის. ამ ნაკლისგან, სამწუხაროდ, ისეთი კითხვა კომფორტული ტაბლეტის ეკრანიც არაა დაცლილი, როგორიც ქინდლ ფაიაა).

მაგრამ ეს იყო გუშინ. Smile

ესპანურმა კომპანიამ Reticare დაასრულა 12-წლიანი კვლევა, ლაბორატორიული გამოცდა, აქეთური-იქეთური, რაც საჭიროა და წარმოადგინა Reticare ocular protective sheet – ეკრანის საგანგებო ქავერი, რომელიც ამცირებს ტაბლეტის (და არამხოლოდ ტაბლეტის) ეკრანის ციმციმს და ჩვენი თვალისთვის სხვა გამაღიზიანებლ თანმდევ ეფექტს და კითხვას აქცევს ისევე უსაფრთხო და კომფორტულ სიამოვნებად, როგორც ეს რიდერის ან ქაღალდის წიგნის შემთხვევაშია.

Continue reading

აუცილებელი პროგრამები Kindle Fire-სთვის

ეს პოსტი იმ საჭირო და სასარგებლო აპებზეა (პროგრამებზე), რომლებიც ჩემს Kinlde Fire-ში მაქვს, თუმცა სხვა ანდროიდ-ტაბლეტებზეც და ანდროიდ-სმართფონებზეც წავა. თუ ყველა არა – ბევრი. შევეცდები, თემატურად დავაჯგუფო.

Multimedia

იყო დრო რადიოს გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდნენ მავანნი, მაგრამ ონლაინ-რადიოსადგურების გამოჩენამ ინდუსტრია გამოაცოცხლა. TuneIn Radio ონლაინ-რადიოსადგურების მოსასმენად საუკეთესოა. უამრავი რადიოსადგური აქვს ჩამონათვალში, დაჯგუფებული ქვეყნების, მუსიკალური სტილის და სხვ. მიხედვით.

იუთუბზე განთავსებული ვიდეოების საყურებლად Viral Pro-ს ვიყენებ. იუთუბის ოფიციალური აპისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ოფცია აქვს, მათ შორის “ფანჯარა-ფანჯარაში”: შეგიძლია ვიდეოს უყურო ფანჯარაში, რომელსაც ტაბლეტის ეკრანის ნებისმიერ ადგილას განათავსებ.  მუშაობს ბექგრაუნდშიც – ეს გამოგადგება, როცა იუთუბიდან მუსიკას უსმენ. შექმნი ფლეილისთს, გაუშვებ Viral Pro-ს ბექგრაუნდ-რეჟიმში და ეკრანიდან გაქრება, მუშაობას კი განაგრძობს. უსმინე, რამდენიც გინდა, თან სხვა საქმეც აკეთე ტაბლეტში (მთავარია – რამდენიმე აპის პარალელურად მუშაობა ტაბლეტის ჰარდმა გაქაჩოს). ან – სულაც გამორთე ეკრანი. ამის მსგავსია SuperTube-იც. ესეც კარგი პროგრამაა, მაგრამ Viral Pro დამატებითი შესაძლებლობებით სჯობს… თუმცა, ძირითადი ოფციები ორივეს თანაბარი აქვს.

Continue reading