ბანანის (საქართველოს) რესპუბლიკა

ბანანის რესპუბლიკას უწოდებენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ერთ რომელიმე საექსპორტო პროდუქტზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება თუ წიაღისეული). ტერმინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ის ო. ჰენრიმ გამოიყენა რომანში “კომბოსტო და მეფეები”.

სწავლულ კაცთა განმარტებიდან

BR logoთუ ახლა გაგკრათ, რომ ბლოგი შეგეშალათ – არ შეგშლიათ. ნამდვილად StylishBlog-ს კითხულობთ, ამიტომ ბანანის რესპუბლიკები თავიანთ თავს მიხედავენ როგორმე და მე კი Banana Republic-ზე დავწერ.

Banana Republic ამერიკული მოდის მოდური ბრენდია, რომელმაც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია განიცადა არსებობის 30 წლის მანძილზე – 1978 წელს კომპანია ბაზარზე აფრიკულ-ტროპიკული ქვეყნების ბუნებით, ფერებითა და არომატებით შთაგონებული ადგილ-ადგილ ფერადი, ადგილ-ადგილ პრაქტიკული, ერთობ ეკზოტიკური და ცოტა გიჟური სამოგზაურო ტანსაცმლით შემოვიდა (საფარი-პერანგებით, მრავალჯიბიანი ქურთუკებით, შორტებით, სანდლებით, ჩალის შლაპებითა და რაღაც ასე), დღეს კი კლასიკური, კონსერვატიული, საოფისე და უიქ-ენდური ტანსაცმლის მწარმოებელია. სიგიჟეები და ეკზოტიკა უკან მორჩა. Banana Republic-ის პერანგითა და კოსტიუმით წახვალთ ბანკში, შესვენებაზე დალევთ ყავას და წაეფლირტავებით გვერდითა კაბინეტში მომუშავე კოლეგა-გოგონას, ხოლო კოლეგა-მამაკაცს დაელაპარაკებით ევროსა და დოლარის კურსზე, Banana Republic-ის მაისურით ან პულოვერით წახვალთ პაბში, ითამაშებთ ბილიარდს და ისაუბრებთ ფეხბურთსა და პოლიტიკაზე. 

Continue reading

Why wearing H&M still IS NOT prestigious

მინდა ჩემი მეგობარი-ბლოგერის ერთ პოსტს შევეკამათო.

საუბარია ე.წ. Fast fashion-ის ერთ-ერთი ზვიგენის H&M-ის მცდელობაზე, მოახდინოს საკუთარი თავის რე-პოზიციონირება და გადაფაროს ბაზრის საშუალო-ზედა სეგმენტი. ამისთვის კომპანია კოლექციის ნაწილს  ცნობილ დიზაინერებს უკვეთავს. თუმცა, ეს მხოლოდ  H&M-ს არ ეხება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა შედარებით დაბალ საბაზრო და საფასო კატეგორიაში მოღვაწე ბრენდებისთვის. იგივე გააკეთეს Liz Clabiorne, Mexx, Puma-მ…

მაგრამ ეს მცდელობები, რეალურად, მხოლოდ მათივე საბაზრო სექტორის მეტი პროცენტის დაკავების სშუალებაა და არა გარღვევა ერთი სეგმენტიდან მეორეში – მარტივად რომ ვთქვათ, Sonia Rykiel for H&M შეავიწროვებს GAP და ZARRA-ს მაგრამ ვერაფერს დააკლებს HUGO by Hugo Boss, Lacoste Club, Brooks Brothers-ს…

მიზეზები მარტივია.

Continue reading

Fashion Bazaar

მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით  ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.
“მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი

თანამედროვე მოდა  დიზაინერთა და მარკეტოლოგთა ერთობლივი შემოქმედების პროდუქტია და ცალკეულ შემთხვევაში, ნამდვილად არაა იოლი, იმის თქმა, ვისი წილია ერთმნიშვნელოვნად მეტი…

ანგლო-საქსური, ბუნებით დემოკრატიული და საყოველთაო მოდის გაბატონებამ მსოფლიოში, ერთის მხრივ და ამასთან დაკავშირებულმა მოდის ინდუსტრიის  გლობალიზაციამ და უნივერსიალიზაციამ, მეორეს მხრივ, სწორი მარკეტინგური სტრატეგიის, ბაზრის ზუსტი სეგმენტირების, მიზნობრივი მომხმარებლების გამოკვეთისა და მათზე სწორი ფოკუსირების როლი იმდენად გაზარდა, რომ ძლიერ მარკეტოლოგთა გუნდის ყოლა ნებისმიერი მოდის სახლისთვის, ლამის, საუკეთესო დიზაინერის ყოლის ტოლფასია.

მოდას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ფეშენ-ბრენდების მარკეტინგული მართვის გამოცდილება დაახლოებით 100 წელს მოიცავს. ზოგადად, თანამედროვე მოდის ბაზარს  რამდენიმე სექტორად ყოფენ – სხვადასხვა სექტორში მოთამაშე კომპანიები  რეალიზაციისა და წარმოების განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ.

Continue reading