მუშკეტერები

1622 წელს ლუი მეცამეტემ, ციცას რომ ეფერებოდა იმ ლუის მამამ, მსუბუქი კავალერიის მუშკეტებით (თოფი იყო ერთგვარი) აღჭურვა ბრძანა – ასე მოევლინენ საფრანგეთს მუშკეტერები. მეფის პირადი გვარდია იყო, ასეც ერქვა – მეფის მუშკეტერები (Mousquetaires de la maison militaire du roi de France), თუმცა სულ მალე მუშკეტერების მეორე რაზმიც შექმნეს, ვისაც პრემიერ-მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დაცვა დაევალა. კი, დიუმა სხვა რამეს გვიყვება, მახსოვს, როგორ არ მახსოვს, მაგრამ სინამდვილეში კარდინალის გვარდიელებიც მუშკეტერები იყვნენ… დიუმას ათასი ტყუილის გამოგონება სჩვევია. თან ისე კარგად აკეთებს ამას, რომ სიმართლეს დაგავიწყებს.

Three Musketeers (3)

Continue reading

სწორედ ის დიუმა

Les-Trois-Mousquetaires ასე იყო თუ ისე იყო, დღესუკვე ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნის, “სამი მუშკეტერის” წაკითხვა არ მინდოდა. ფილმები მქონდა ნანახი და ვიცოდი შინაარსი. “გრაფი მონტე კრისტო” წაკითხული მქონდა და არ მომეწონას ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე ვერ გადავრეულვარ, როგორც ბევრი ჩემს თაობაში. იმხანად ჰერბერთ უელსი აღმოვაჩინე და წიგნს წიგნზე ვყლაპავდი (ფანტასტიკა რომ ძალიან მიყვარს – აგერ, ბლოგერული ნიკიდან და ავატარიდანაც ჩანს)… რაღა გავაგრძელო და დიუმას თავი არა მქონდა.

მამაჩემი არასდროს ცდილობდა, მისი გემოვნება მოეხვია თავს. ანკი რა აზრი ჰქონდა – თუ ვინმე დაჟინებით მირჩევდა რამე წიგნი წამეკითხა, ფილმი მენახა ან მუსიკა მომესმინა, ცოცხალი თავით არ გავაკეთებდი. ასეთი ვიყავი. წინააღმდეგობის ეშმა მეჯდა თავში… არც იმჯერზე ცდილა, მაგრამ, მახსოვს, ერთი ამბავი მომიყვა დიუმაზე, რომელსაც ანდრე მორუა იგონებს: დიუმა შვილი დიუმა მამას ეწვია და ხედავს – ზის და გულამოთქმით ქვითინებს. “რა დაგემართაო”, – ეკითხება. “პორთოსი დაიღუპაო, – პასუხობს, – იძულებული გავხდი, პორთოსი მომეკლაო.”

Continue reading