How-to: ვყიდულობთ შარვალს

ონლაინ-შოფინგი დღეს, მგონი, სრულიად საქართველომ აითვისა. აქ ბევრი ბენეფიტი გველის – მრავალფერი არჩევანი, დიდი ფასდაკლებები, ბრენდები, რომლებიც თბილისში არ იყიდება… მაგრამ არის დაბრკოლებაც – როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი მოზომვის გარეშე ისე, რომ ზომებში იაღლიში არ მოგვივიდეს.

ამერიკული ზომების ევროპულში გადაყვანისთვის უამრავი კონვერტორია ონლაინ (აგერ ეს თუნდაც), თავად მაღაზიების საიტზეც არის ყოველთვის, იქვე, შორს წასვლა რომ არ დაგჭირდეთ, მაგრამ შარვლის ყიდვისას, წელის ზომისა და ტოტების სიგრძის გარდა, ამერიკელ ტანსაცმლის მოვაჭრეებს მითითებული აქვთ ხოლმე სილუეტი, თარგი (Fit) – გამხდარი (Slim fit), სწორი (Straight fit), რეგულარული/სტანდარტული (Regular/Classic fit) და თავისუფალი (Relexed fit)… შეიძლება ამას დავუმატოთ განიერი (Loose fit) და გაძვალტყავებული (Skinny fit)… 🙂 სხვა ვარიაციებიც არსებობს, მაგრამ ძირითადი მაინც პირველი ოთხია. განსხვავება მათ შორის მარტივია:

Fit-guide

Continue reading

501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ღმერთმა შექმნა ადამიანი.
სემიუელ ქოლთმა ისინი გაათანაბრა.
ლევი სთრაუსმა კი – დააახლოვა.

Levi_Straussებრაელმა ემიგრანტმა ბავარიიდან, ლოებ შტრაუსმა (Löb Strauss) 1847 წელს გადალახა ოკეანე, რათა აშშ-ში მისი უფროსი ძმების მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩართულიყო.  ნიუ იორქში დაფუძნებული სავაჭრო სახლი “J. Strauss Brother & Co.”, იმხანად უკვე გაფართოებას აპირებდა და სან ფრანსისქოს ფილიალის ხელმძღვანელად ოჯახმა ახალგაზრდა ლოები გაამწესა. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ფორმალობები მოითავა და ბიზნესშიც უკეთ გაერკვია, 1853 წლის მარტში ლოებ შტრაუსი (ანუ ამერიკულ ყაიდაზე – ლევი სთრაუსი/Levi Strauss) ქალიფორნიაში დაფუძნდა.

როგორც ჩანს, მისი ამბიციები ძმების კომპანიის წარმომადგენლობას შორს სცდებოდა – ლევიმაც სან ფრანსისქოში საკუთარი Levi Strauss & Co. შექმნა და დამოუკიდებლად მიჰყო ვაჭრობას ხელი (თუმცა, იმავდროულად, “J. Strauss Brother & Co.”-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა). მოგვიანებით, ნიუ იორქიდან მასთან და და სიძეც გადმოსახლდნენ (სწორედ ლევის დისშვილებს მოუწიათ მომავალში ბიძის საქმის გაგრძელება, თუმცა, ამაზე – შემდგომ).

“Levi Strauss & Co.”  სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნილებით მისი ჯინსის შარვალი სარგებლობდა. შარვალმა, რომელიც ორმაგი გვირისტით იყო შეკერილი,  ბევრი ჯიბე ჰქონდა, იოლად ირეცხებოდა, გამძლე და მოხერხებული იყო,  ადგილობრივ ოქროს მომპოვებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ფასი იმხანად 1 დოლარი და 46 ცენტი იყო. Continue reading