მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ

“ანდორი”. “ვარსკვლავური ომები”
თონი გილროი, ბენჯამინ ქერონი, ჯორჯ ლუქასი

Lucasfilm / Walt Disney Studios

მე მქვია მაარვა კარასი ანდორი. და მაქვს პატივი, ვიდგე ახლა თქვენს წინაშე. მე მაქვს პატივი, ვიყო ფერიქსის შვილი და პატივი მაქვს, ვიყო თიხის ამ ფირფიტის ღირსი. უცნაურია… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, თავადაც მას დავყურებდე. ექვსი წლის ვიყავი, მგონი, პირველად რომ შევეხე სამგლოვიარო ქვას. მოვისმინე ჩვენი მუსიკა, შევიგრძენი ჩვენი ისტორია. ჩემი დის ხელისგულს ჩაჭიდებული მოვდიოდი შადრევნების მოედნიდან. იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ, იმაზე მეტჯერ ვყოფილვარ, ვიდრე მეხსიერება იტევს. ყოველთვის მინდოდა, ავეტაცებინეთ. ყოველთვის მსურდა, ყოველთვის ველოდი ამ შთაგონებას. მახსოვს, როდესაც გარდაცვლილებს მეც ზე ავყავდით. ყოველ ჯერზე… მათი მართალი სიტყვით.

Continue reading “მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ”

Disney I Lacoste

Lacoste-Disney spirit2018 წლის 18 ნოემბერს მიქი და მინი მაუსებს 90 წელი შეუსრულდათ, ნიანგი კი 85 წლის გახდა. სახელოვანი თარიღის აღსანიშნად კომპანიებმა  The Walt Disney Company და Lacoste სტუმრები პარიზის დიზნილენდში მიიპატიჟეს, სადაც “ლაკოსტის” თაგუნური კოლექცია წარუდგინეს.

Lacoste-Disney-18-19-collectionLacoste-Disney-18-19-collection-17

Disney I Lacoste მოიცავს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. როგორც 2018-19 წლების შემოდგომა/ზამთრის, ასევე გაზაფხული-ზაფხულის მოდელებსაც.

Continue reading “Disney I Lacoste”

Thanks, Disney!!!

რასაც ამდენი ხანი ველოდით, უკვე რეალობაა!

კომპანია უოლთ დიზნიმ შეისყიდა ლუქას ფილმზი და აპირებს ვარსკვლავური ომების საგის გაგრძელებას.

როგორც გვპირდებიან, მინიმუმ 3 ეპიზოდს გადაიღებენ და მე-7 ეპიზოდი ეკრანებზე უკვე 2015 წელს გამოვა.

ჯადოქარი

გაღრეჭილი სიფათები

ჩემს ბავშვობაში არც კომპიუტერი ვიცოდი, რა იყო, არც “ფოტოშოფი”, არც “ქორელი” და არც GIF-სურათები, ამიტომ სკოლის რვეულის ფურცლებზე, სულ კიდეში გაღრეჭილ სიფათებს, მოფარიკავე კაცუნებსა და კუდმოქიცინე ძაღლებს ვხატავდი – თუკი ფურცლებს გადმოწევდი ცერა თითით და მერე სათითაოდ გაუშვებდი – ნახატი ცოცხლდებოდა. მე არ მომიგონია. ჩემზე ბევრად ადრე, 1868 წელს ინგლისელმა მხატვარმა და ლითოგრაფმა ჯონ ბარნს ლინეთმა (John Barnes Linnet) დააპატენტა ასეთი ნახატებიანი წიგნი და მას praxinoscope_de_reynaud“კინეოგრაფი” უწოდა. ათიოდ წლის შემდეგ ფრანგმა გამომგონებელმა შარლ-ემილ რეინომ (Charles-Émile Reynaud) შექმნა პრაქსინოსკოპი – პირველი პროექტორი, რომელშიც ნახატებიანი ფირი მოათავსა და შუქის და სარკეების მეშვეობით თეთრ ეკრანზე პირველი ანიმაციური ფილმი აჩვენა… ფილმს ვამბობ, რაკიღა რეინო უბრალოდ მორბენალი კაცუნებით კი არ შემოიფარგლა, გაცოცხლებული ნახატების რაღაც სიუჟეტში მოქცევა და ამბის მოყოლა შეძლო, ამიტომ შარლ-ემილ რეინო ანიმაციის მამად მიიჩნევა.

სულ მალე გენიოსმა ფრანგმა ძმებმა ლიუმიერებმა სინემატოგრაფი შექმნეს და რეინოს ანიმაციური ფილმებიც ცოტა ხნით ყველას გადაავიწყდა… ყველას, ამერიკელების გარდა. ამერიკელები ახალგაზრდა ნაციაა, ჯერ ისევ ბავშვობის ასაკში არიან (რეინოს დროს ხომ სულ მთლად ბალღები იყვნენ), ალბათ, ამიტომაც აღფრთოვანდნენ გაცოცხლებული ნახატებით და 1906 წელს კინოპროდიუსერმა ჯეი სთიუართ ბლექთონმა (James Stuart Blackton) გადაიღო 3 წუთიანი ნახატი ფილმი “სასაცილო სახეების სახალისო ღრეჭვები” (Humorous Phases of Funny Faces). ბლექთონის ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მან ანიმაციისადმი ინტერესი ევროპაშიც ხელახლა გააღვივა – ორი წლის შემდეგ “სახეებს” მოჰყვა ფრანგი კარიკატურისტის ემილ კოლის (Emile Cohl) “ფანტასმაგორია” (Fantasmagorie) – ბლექთონი და კოლი ანიმაციური კინოს პიონერები არიან.

  • სიტყვა ანიმაცია ლათინური anima (სული)-დან ამოდის და სულის შთაბერვას ნიშნავს. საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული მულტიპლიკაცია კი ლათინურ multiplicatio (გამრავლება)-ს ეფუძნება… სამწუხაროდ, ჩვენთანაც ეს ტერმინი დამკვიდრდა ისე, რომ ვეღარ ამოშანთავ, არადა, რასაც საუკეთესო ანიმატორები აკეთებენ – სწორედაც რომ ნახატებისთვის სულის შთაბერვა, მათი გაცოცხლებაა და არა უბრალოდ გამრავლება.

Continue reading “ჯადოქარი”

Next Door to Alice

– ჩეშირელო ფისუნია, მითხარი, გეთაყვა, საით უნდა წავიდე? – ჰკითხა ალისამ.
– გააჩნია, სად მიდიხარ, – უპასუხა კატამ.
– ჯერ არ ვიცი… სადმე.
– თუ არ იცი, აბა, სულ ერთი ყოფილა, საით წახვალ.
– ჰო მაგრამ, სადღაც მინდა რომ მოვხვდე, – სცადა ალისამ, განემარტა.
– მაგაზე ნუ იდარდებ, – დაამშვიდა კატამ, – აუცილებლად მოხვდები სადღაც… თუ, რა თქმა უნდა, საკმარისად დიდხანს ივლი.
“ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”, ლუის ქერალი

ალისა და კორუფცია

ძალიან კარგია, რომ თბილისელი მაყურებელი კინოთეატრებს დაუბრუნდა. ცუდია, რომ ამის გამო რიგებში გვიწევს დგომა. ძალიან ცუდია, რომ ბილეთის ონლაინ დაჯავშნა და ყიდვა არ შეიძლება. 21 საუკუნეა, ხალხო, რა ჯანდაბა გჭირთ!

“ავატარზე” მხოლოდ მე-3 ცდიდან მოვხვდი.

“ალისაზე” უფრო გამიმართლა: არა, ბილეთები ამჯერადაც გაყიდული დამხვდა, მაგრამ ის იყო, შევეგუე აზრს, რომ საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა მინიმუმ ერთი კვირით გადამედო, რომ მოულოდნელად ჩემმა ძველმა მეგობარმა გოგიმ (ზოგიერთი ბლოგერის გასაგონად დავაზუსტებ – არა გვახარიამ :)) დამირეკა. როგორ ხარ… რავი აბა… აქეთური-იქეთური… ბოლოს შემომჩივლა ბავშვის “ამ მულტიკზე” წაყვანა “შემეტენაო”… 🙂 ჰაერში კორუფციული გარიგების სუნი დატრიალდა. 🙂 Continue reading “Next Door to Alice”