სექსი, ვნება და პროვოკაცია – უკვე თბილისში!

Renzo Rossoსექსი, ინდივიდუალიზმი, მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა, თავაშვებულობა, პროვოკაციულობა, ქცევის დადგენილ ნორმათა უგულებელყოფა და, მიუხედავად სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და აკრძალული სარეკლამო კამპანიებისა, მილიარდობით გაყიდული ჯინსი და ასეულ მილიონობით თაყვანისმცემელი – ესაა ტანსაცმლისა და აქსესუარების იტალიური მწარმოებელი – “დიზელი”.

კომპანიის ისტორია ვიჩენცას პროვინციის ქალაქ მოლვენაში 1978 წელს დაიწყო. რენცო როსომ (Renzo Rosso) და კომპანია AG Jeans-ის ხელმძღვანელმა ადრიანო გოლდშმიდმა (Adriano Goldschmied) დააფუძნეს Diesel S.p.A. მას შემდეგ რაც 1873 წელს ლევი სთრაუსმა 501 შეკერა, ჯინსის მწარმოებლები სოკოებივით მომრავლდნენ. შესაძლოა, “დიზელიც” გამხდარიყო ერთი მრავალთა შორის, მაგრამ როსოს თავისი გეგმები ქონდა. 70-იანი წლების სანავთობო კრიზისმა დიზელის ძრავების პოპულარობას შეუწყო ხელი, ამდენად, ეს სახელწოდება რენცო როსომ აირჩია, როგორც რევოლუციური ცვლილებებისა და ახალი დროის სიმბოლო და სხვათა კუდში დევნა მას არაფრად ეპიტნავებოდა. 1985 წელს მან გოლდშმიდის წილი გამოისყიდა, 1988 წელს კი მთავარი დიზაინერის პოსტი შესთავაზა ჰოლანდიელ უილბერტ დასს (Wilbert Das) – ადამიანს, რომელსაც მუხრუჭები აქვს მოშლილი. 🙂 რენცო-დასის დუეტმა აფრები აუშვა და “დიზელის” ხელმეორედ დაბადებაც დაიწყო – ამჯერად უკვე ულტრა-თანამედროვე, ავანგარდულ მსოფლიო ბრენდად.

Continue reading