501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ღმერთმა შექმნა ადამიანი.
სემიუელ ქოლთმა ისინი გაათანაბრა.
ლევი სთრაუსმა კი – დააახლოვა.

Levi_Straussებრაელმა ემიგრანტმა ბავარიიდან, ლოებ შტრაუსმა (Löb Strauss) 1847 წელს გადალახა ოკეანე, რათა აშშ-ში მისი უფროსი ძმების მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩართულიყო.  ნიუ იორქში დაფუძნებული სავაჭრო სახლი “J. Strauss Brother & Co.”, იმხანად უკვე გაფართოებას აპირებდა და სან ფრანსისქოს ფილიალის ხელმძღვანელად ოჯახმა ახალგაზრდა ლოები გაამწესა. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ფორმალობები მოითავა და ბიზნესშიც უკეთ გაერკვია, 1853 წლის მარტში ლოებ შტრაუსი (ანუ ამერიკულ ყაიდაზე – ლევი სთრაუსი/Levi Strauss) ქალიფორნიაში დაფუძნდა.

როგორც ჩანს, მისი ამბიციები ძმების კომპანიის წარმომადგენლობას შორს სცდებოდა – ლევიმაც სან ფრანსისქოში საკუთარი Levi Strauss & Co. შექმნა და დამოუკიდებლად მიჰყო ვაჭრობას ხელი (თუმცა, იმავდროულად, “J. Strauss Brother & Co.”-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა). მოგვიანებით, ნიუ იორქიდან მასთან და და სიძეც გადმოსახლდნენ (სწორედ ლევის დისშვილებს მოუწიათ მომავალში ბიძის საქმის გაგრძელება, თუმცა, ამაზე – შემდგომ).

“Levi Strauss & Co.”  სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნილებით მისი ჯინსის შარვალი სარგებლობდა. შარვალმა, რომელიც ორმაგი გვირისტით იყო შეკერილი,  ბევრი ჯიბე ჰქონდა, იოლად ირეცხებოდა, გამძლე და მოხერხებული იყო,  ადგილობრივ ოქროს მომპოვებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ფასი იმხანად 1 დოლარი და 46 ცენტი იყო. Continue reading

“ბოტასი” და ბოტასი

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა, შეიძლება, ბევრს აღარც ახსოვდეს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?

სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი ჩეხი ფეხსაცმლის მწარმოებლის, ბატიას ოჯახი აშშ-ში გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატია”-სთან თანამშრომლობდა, გადაწყვიტა საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნა ფირმა ”ბოტასი”.

Continue reading

უქნარა, მეუდაბნოე, ზღვაოსანი და სხვები

ფეხსაცმელი მეტისმეტად მნიშვნელოვანია.

თავად განსაჯეთ – პიჯაკს გაიხდით და სკამის საზურგეზე გადაკიდებთ, ჰალსტუხს – მოადუნებთ, პერანგის ღილს – შეიხსნით… ერთადერთი, რასაც ვერაფერს უზამთ – ფეხსაცმელია, სწორედ ამიტომ, ფეხსაცმელი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მან მთელი დღე არ ჩაგაშხამოთ და მხოლოდ იმაზე არ იფიქროთ – როდის იქნება, სახლამდე მივაღწიო და ეს წყეულები გავიძროო…

ამისთვის ფეხსაცმელი შეკერილი უნდა იყოს ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალისგან (რბილი ტყავი ან მატერია), უნდა “სუნთქავდეს”, იყოს მოხერხებული – და ეს ყველა უმთავრესია. მხოლოდ ამის შემდეგ ფასობს სხვა დანარჩენი (მოდელი, ფერი…).

penny loafer Loafers (ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც უქნარა, უსაქმური) – ჩვეულებრივ, ტყავისაა, მთლიანი ზედაპირით და თასმების გარეშე. რეზინის ან ტყავის ძირზე.

ეს უნივერსალური ფეხსაცმელია – მშვენივრად “მიდის” ჯინსის, ხაკის, ტილოს, შალის და სხვ. შარვალზე. პიკნიკზეც გამოგადგებათ, ბარშიც, რესტორანშიც, ოფისშიც და, პრაქტიკულად, ყველგან.

Continue reading

ყოველდღიური (Casual) სტილის ანბანი

სტილი Casual (რომლსაც ყოველდღიურს ვუწოდებთ, სანამ ვინმე უკეთეს ტერმინს შემოგვთავაზებდეს), კარგა ხანია გაცდა ბარებსა და სტადიონებს და ოფისებში, რესტორნებში და ბიზნეს-შეხვედრებზეც კი წეაღწია. ტანსაცმელი კატეგორიიდან Casual დღეს ყველაზე გაყიდვადი და ფართოდ ხმარებადია.

მიუხედავად იმისა, რომ სტილი Casual დემოკრატიული, თავისუფალი, საყოველთაო და უნივერსალურია, იმისთვის, რომ არ გადავამლაშოთ, მასაც თავისი ანბანი აქვს.

ჟურნალი Esquire (18 თებერვალი, 2008) შემდეგ წესებს გვთავაზობს:

თუ ორჭოფობთ, რა ჩაიცვათ: ჩაიცვით თეთრი ფერის პერანგი-ოქსფორდი, მუქი ლურჯი ბლეიზერი, შალის კარდიგანი  – არასდროს წააგებთ.

  • პერანგი ოქსფორდი (Oxford shirt) მაღალი ხარისხის რბილი ბამბის ქსოვილისგან შეკერილი უპირატესად გრძელსახელოებიანი პერანგია, ღილებიანი საყელოთი.
  • კარდიგანი  არის სვიტერი, რომელიც წინიდან ღილებით ან ელვით იკვრება, ანუ ის, რასაც ჩვენთან ჟაკეტს უწოდებენ, თუმცა, ინგლისური jacket – პიჯაკი ან ქურთუკია.

ბამბა – ეს არის ენა, რომელზეც Casual სტილი საუბრობს. ბამბის სამოსი მუდამ შესაფერისია.

ველიური (მაღალი ხარისხის ხავერდია) – ეს არის ენა, რომელიც Casual სტილს არ ესმის. Continue reading