კატა ალთა ბალთა

მაიქლ ქედნამი

– დავიჭირე, ბობი, კატა დავიჭირე! – შესძახა მელოტმა ოტროველამ და ტომარაში გამომწყვდეული ჩემი სხეული საბარგულში შეაგდო.

– გამოძვრება, – უთხრა დამჭლევებულმა კაცმა, სახელად ბობიმ, თან გასაღები გადაატრიალა და პიკაპის ძრავა ჩართო, – შეხედე, ნიქ, – სათვალის ზემოდან გადმოხედა, – კვანძი თითქმის მოირღვა.

მართლაც, ნაქსოვ ტომარას პირი უხეიროდ ჰქონდა მოკრული, რაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია და იმ ძირძველი უნარის გამოყენება ვცადე, რაც გველგესლებისგან თავის დასაღწევადაც არაერთხელ გამომდგომია. ნილოსის ნაპირზე. ოთხი ათასი წლის წინ. წელში დავიძაგრე, კლანჭი გამოვდე და ის იყო ნაჭრის დილეგიდან თავი უნდა დამეღწია, რომ კვლავ ბობის ხმა შემომესმა.

– ერთი კარგად დრუზე! რას ელოლიავები!

თვალწინ წარმომიდგა, როგორ აფათურებდა ხელს ქანჩის ან დომკრატის მოსაძებნად, ამ დავალების შესასრულებლად რომ გამოადგებოდა. Continue reading “კატა ალთა ბალთა”