ვერჩარეცხილები

ერთხელ ერთი კაცი ერთ ებრაელ თერძთან მივიდა და კოსტიუმის შეკერვა სთხოვა.
თერძმა ზომები აუღო და სამ კვირაში გამოიარეო – უთხრა.
კლიენტი აღშფოთდა – სამი კვირა რა ამბავია, უფალმა ეს სამყარო სულ ექვს დღეში შექმნაო.
მერედა, მოგწონთ განა მისი ნახელავიო? – ჰკითხა თერძმა.

Expendables-2იყო მარტოხელა მგელი მაქქუეიდი. იყო რემბო. იყო კომანდოსი მეთრიქსი. იყო პოლიციელი მაქლეინი. მერე ეს ხალხი დაგვიბერდა. დამბაჩები ლურსმნებზე ჩამოკიდეს, თბილი წინდები და ფლოსტები ამოიცვეს, მიუსხდნენ ბუხარს და სამყაროს გადარჩენა-გაწმენდის მისია ახალგაზრდებს მიანდეს, მაგრამ ბებერი ხარის რქაც ხნავს და ახალგაზრდა ხარს კი გუთნის გაწევაც უჭირსო. მოგწონთ განა ის “ბოევიკები” ახალგაზრდები რომ თამაშობენ? მე, იმ ებრაელი თერძისა არ იყოს, არც – მაინცადამაინც. იმ ძველებთან შედარებაც არაა. კიდევ კარგი, რომ მაგარი ბიჭები ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან. და უბრუნდებიან ეკრანს.

რაკი “საზარბაზნე ხორცის” (The Expendables) პირველი ნაწილი კარგი გამოვიდა (და ყოველი დახარჯული დოლარი 80-მილიონიანი ბიუჯეტიდან ოთხმაგად ამოიღო), მეორე ნაწილს კინოგაქირავებისკენ არაფერი ედგა წინ.

Continue reading

მაგარი ბიჭები არ კვდებიან…

Expendablesდღეს, 13 აგვისტოს სილვესთერ სთალონეს ახალი ფილმი The Expendables კინოეკრანებზე გამოდის. ჩვენს კინოგაქირავებაში ის სექტემბერში გამოჩნდება სახელწოდებით “გასაღებულნი” – ყოველ შემთხვევაში ასე გვამცნობს IMDb (თუმცა, “საზარბაზნე ხორცი” უკეთესი სათაური იქნებოდა. იმჰო).

გადაღებები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და სლაიმ ჰოლივუდის ყველაზე მაგარ ბიჭებს მოუყარა თავი – ბრიუს უილისს, არნოლდ შვარცენეგერს, მიქი რურქს, ჯეთ ლის, ერიქ რობერთსს და დოლფ ლუნდგრენს – როგორც ბექამ AKA harton-მა სამართლიანად შენიშნა ფეისბუქზე, 90-იანები ბრუნდება – თუმცა, ვეტერანების გვერდით ეკრანზე ვიხილავთ “ადრენალინის” ვარსკვლავს ჯეისონ სთეთჰემს, ისევე როგორც თერი ქრიუსს, სთივ ოსთინსრენდი ქოუთურსა და გერი დენიელსს.

Continue reading