პოსტის ავტორია თაკო გვაზავა
ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო საზღვაო სტილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც შოკს იწვევს ჩემში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგადად სტილის შეგრძნებამ გაიღვიძა პატარა „მე“-ში და დღემდე წარმატებულად ახორციელებს ჩემს დაშოკვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მოდაც ბევრჯერ შეიცვალა, ჩვენი მსოფლხედვა და „სტილხედვაც“ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ჩვენ თვალსა და ხელს შუა განვვითარდით და თვით დიდი ევროპის ნაწილიც კი გავხდით.
თუმცა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა ის დაჟინებული და ხაზგასმული სტილის აღქმის უუნარობა, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, და ზოგადად კავკასიელებს ასე გამოარჩევს ევროპელებისგან. აბა სხვას რას მივაწერო ის, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ქართულ პლაჟზე გასვლისთანავე თვალში გვხვდება მაღალ შპილკა-ქუსლებზე ამხედრებული და სახეზე საღამოს მაკიაჟით მორონინე ახალგაზრდა გოგონები. პირველ რიგში, აუცილებლად ვეჭვდებით, რომ შემთხვევით მის საქართველოს კასტინგზე ხომ არ მოვხვდით, დასასვენებლად და ზღვაში საჭყუმპალაოდ მომართული კამპანიის ნაცვლად. იგივე გოგონებს საღამოს რესტორანში უკვე ბენსიმონებში ან კეტებში და მოკლე შორტებში გამოწყობილებს ვხვდებით. რა პრობლემაა…
Continue reading “სამამულო Beach style by თაკო გვაზავა”