მამაკაცის სუნამო by თაა

კიდევ ერთი დეტალი რითიც ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს მომხიბვლელობას და განუმეორებლობას.

ბევრი იფიქრეთ თუ ცოტა და დაუჯერეთ რეკლამას – სადაც ამბობდნენ რომ ეს არის: 100% მამაკაცურ, მიმზიდველი, გამოუცნობი, პროვოკაციული, მათრობელი, ამაღელვებელი, დახვეწილი და საოცრად სექსუალური არომატიც, რომლის წინაშეც ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებს ცდუნებას. დ თქვენც წამოეგეთ ამ ანკესს და შეიძინეთ სწორედ ეს სუნამო.

არ შეიძლება…

არ გაბედოთ და არ შეიძინოთ სუნამო სანამ ერთხელ მაინც არ დაიპკურებთ მას კანზე და არ ნახავთ რა რეაქცია ექნება მას თქვენს კანთან ურთიერთობის შემდეგ. საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია რომ სხვადასხვა ტიპის კანზე დაპკურებისას, სხვადასხვა სუნამო ცოტა განსხვავებულ არომატებს წარმოშობს. და ეს ნალოლიავები და სუპერ გარეკლამებული სუნამო შენმა კანმა ისე შეიძლება აღიქვას, რომ გამვლელებიც კი შეწუხდნენ მისი სუნისგან. Continue reading “მამაკაცის სუნამო by თაა”