ექსპერიმენტალისტური და სექსისტური Calvin Klein by მაკა ასათიანი

ბავშვობაში ყველანი სხვადასხვა პროფესიაზე ვოცნებობთ, ზოგიერთს კოსმონავტობა, ექიმობა, მძღოლობა, ზოგიერთს კი უბრალოდ პოპულარობა სურს. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ ამერიკელი დიზაინერის ქელვინ ქლაინის უდიდესი ოცნება, რომლის განხორციელებას, როგორც ძლიერი მოტივატორი წინ უძღოდა ნიუ-იორკის ნაკლებად ფეშენებელურ რაიონში აღზრდა. ამიტომ ცხოვრების ამერიკულ ოცნებად გადაქცევა ნაადრევი ასაკიდან დაიწყო. ხელოვნების სკოლის დასრულებისთანავე, მოდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც სხვისი კოსტუმების კემსვისას პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდა. ასე – სწავლაში, სხვის ატელიეებში მუშაობაში, საღამოობით ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალით და გამვლელთა პორტრეტების შექმნაში 6-მა წელიწადმა განვლო. თუმცა, ამას ქელვინ ქლაინისთვის არავითარი შემოსავალი არ მოუტანია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან იმ პერიოდში გააკეთა ეს მისი საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო იყო. Continue reading

Advertisements