Letter to him by ნინა

Letterამასწინათ ლორდი ვნახე. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ეცვა და ბედნიერი ჩანდა. მინდოდა მისთვის ცოტათი ხასიათი გამეფუჭებინა და ხახვის ფრანგულ სუპზე დავუწყე საუბარი. მისთვის განწყობის გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა, ამიტომ მაშინვე ცხვირი არ ჩამოუშვია და მოხერხებულად გადაიტანა საუბრის თემა პრაღაზე. ხახვის სუპი სრულიად დამავიწყდა (მითუმეტეს, რომ არც მე მიყვარს და თანაც ჩემი კულინარიული ფიასკოების სიას უდგას სათავეში), ამიტომ სიამოვნებით დავიწყე იმის მოსმენა, რომ პრაღა პარიზის შემდეგ ყველაზე ლამაზი ქალაქია, როცა ჩახვალ, აუცილებლად უნდა გასინჯო კნედლიკები და როგორ აღმოაჩინეს ჩეხებმა მეთერთმეტე საუკუნის თავიანთი ხელნაწერი, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ მონასტერში დაამზადეს ლუდი, როგორ გასინჯეს და როგორ მოეწონათ. ამაზე ბევრი ვიცინეთ, შემდეგ ლორდს ლუდის დალევა მოუნდა და სადღაც წასვლა შემომთავაზა, სადაც კარგ ლუდს ჰყიდიდნენ. მე გავჯიუტდი, საუბრები ჩეხეთზე ერთი საქმეა და მე ლორენზანზე ამერიკანოს მიყოლება მირჩევნია-მეთქი და ანტრეში ძალით წაყვანა დავუპირე. ამის გამო ლორდი წყენისგან გაფითრდა, თმა დაუხუჭუჭდა და Rag&Bone-ის ბიჭუნას დაემსგავსა. მე აღარ დაველოდე, როდის დაემსგავსებოდა მარტინ კონს და გავიღვიძე.

Continue reading “Letter to him by ნინა”