25-60-60

წინა რეკლამურ პოსტში “სპრინტერულ” რეკლამაზე ვწერდი, რომლის მიზანიც მეყსეული ეფექტის მიღწევა და რეკლამირებული საქონლის გაყიდვების სწრაფი ზრდაა. ესეთი რეკლმა გავს სამზარეულოდან გამოსული შემწვარი გოჭის ოხშივარს, რომელიც ისეთი გემრიელია, რომ მაძღარსაც გაცდუნებს. 🙂

მაგრამ არსებობს “სტაიერული” რეკლამაც, რომელიც ბრენდის მიმართ გარკვეული დამოკიდებულების შემქნაზე “მუშაობს” და ხანგრძლივმოქმედ ეფექტზეა გათვლილი. ასეთი რეკლამა კარგ ვისკის გავს, რომელსაც ნება-ნება წრუპავ და მასაც ნელ-ნელა მიყავხარ “კონდიციამდე”. 🙂

ეს რეკლამა ცდილობს შეგიქმნას გარკვეული განწყობა. ერთი შეხედვით, არ არის ფოკუსირებული პოტენციური კლიენტის კონკრეტულ, მარტივ მოთხოვნილებებზე, არამედ ცდილობს, შექმნას ასოციაციური კავშირი ადამიანის “კომპლექსურ” გრძნობებს (სიამაყეს, პატრიოტიზმს, ვნებას, თავმოყვარეობას…) და რომელიმე ბრენდს შორის.

ამის მაგალითი იყო სწორედ სიუზან ჰოფმანისეული გენიალური სარეკლამო კამპანია “ლივაისს+უითმენი“, რომელზედაც ადრე დავწერე.

Continue reading

Vineyard Vines – ჰალსტუხიანი ვეშაპი

Our idea is to make products that people feel good in.
Ian Murray, “Vineyard Vines”

BLHOf2007_Shepherd_Ian Murray1998 წელს ძმებმა შეფ და იან მიურეიმ (Shep and Ian Murray) გადაწვიტეს ბაზრისთვის იმგვარი ტანსაცმლის შეთავაზება, რომელიც იქნებოდა სადღაც შუაში ყოველდღიურ (casual)  და ფორმალურ სტილს შორის – ამდენად, ორივე შემთხვევისთვის გამოდგებოდა.

მათი აზრით, საოფისე სამოსი ტრადიციულთან შედარებით, მეტად ხალისიანი უნდა ყოფილიყო – ისე, რომ სარკეში ჩახედვისას, ადამიანს გახსენებოდა, თუ რისთვის შრომობს.

თავად ახალბედა დიზაინერების შთაგონების წყაროდ – მათ მიერ კუნძულ მართას ვინიარდზე (Martha’s Vineyard) გატარებული არაჩვეულებრივი და მხიარული დღეები იქცა – აქედან დაიბადა კომპანიის სახელწოდებაც – Vineyard Vines (ქართულად ითარგმნება, როგორც ვენახის ვაზი). ხოლო, რაც შეეხება ლოგოს – ეს მათი მამის დამსახურებაა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვეშაპები და ჯერ კიდევ ბავშვობისას, ხშირად ხეზე კვეთდა მათ გამოსახულებას.

Continue reading

ხორვატიდან ჰალსტუხამდე

ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია.
ოსქარ უაილდი

Biggest_Tie_CROWN_2006 მუშკეტერები და გვარდიელები, ბურბონები და გიზები, ჰუგენოტები, ანგლიკანები, კათოლიკეები, ლა როშელის აღება, ჰერცოგი ბეკინჰემი და ლონდონიდან ჩამოტანილი დედოფლის ყელსაბამი (სინამდვილეში ის ყელსაბამი კი არა, უფრო კაბის შესაკრავი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს) – ესაა დიუმას მიერ გენიალურად მოყოლილი (ხშირად კი, უბრალოდ, გენიალურად მოგონილი) საფრანგეთის ისტორია… ჰოდა სწორედ იმ დროს, როდესაც მთელი ეს ორომტრიალი იყო, საფრანგეთში მოდაში შემოვიდა თანამედროვე ჰალსტუხის წინაპარი – მამაკაცის ყელსახვევი.

ყელსახვევებს ატარებდნენ ხორვატი დაქირავებული მეომრები, რომლებიც საფრანგეთის არმიაში იბრძოდნენ და ლუი მე-13-სა და კარდინალ რიშელიეს მხარე ეჭირათ, მეფის უმცროსი ძმის, გასტონ ორლეანელის მიერ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში მოწყობილი ამბოხის დროს. როდესაც ხორვატების გარნიზონი დედაქალაქის დასაცავად განალაგეს, მათმა ყელსახვევებმა პარიზელთა ყურადღება მიიპყრო – ფრანგული სიტყვა cravate (რაც დღეს ჰალსტუხს ნიშნავს), არის დამახინჯებული Hrvat (ხორვატი).

Continue reading