ჰეილი ფომროი (Haylie Pomroy) ამერიკელი ბიოლოგი, დიეტოლოგი, სწორი კვების სპეციალისტი და მეტაბოლიზმის გურუა.
ორი ათწლეულია, ადამიანები, ვინც ფომროის ენდო, გამოიყურებიან კოხტად, ინარჩუნებენ ჯანსაღ წონას, არ იზიანებენ ჯანმრთელობას, ისე, რომ არც შიმშილით დაიტანჯონ, არც “ამ”, არც “იმ” და არც კიდევ რომელსამე სხვა დიეტაზე ისხდნენ და ნახევარი ცხოვრება კალორიების თვლაში გაატარონ დაზაფრულებმა.
სწრაფი მეტაბოლიზმი არც ღვთის საჩუქარია, არც ლატარეის ბედნიერი ბილეთი, – ამბობს ჰეილი ფომროი, – მეტაბოლიზმის აჩქარება ყველას შეუძლია. სისტემა “ჭამე ნაკლები, ივარჯიშე მეტი” – მეტისმეტად პრიმიტიულია, მართალი რომ იყოს. ჯანსაღი წონის საიდუმლო იმ მექანიზმშია, თუ როგორ ითვისებს ორგანიზმი მიღებულ საკვებს. გურმანობა არვის გაუუქმებია, მაგრამ ესთეტიკური, გემოვნური, კულტურული ფასეულობის გარდა, შიმშილის მოკვლის ბანალური და ბაზისური დანიშნულების გარდა, საკვებ პროდუქტს მეტაბოლიზმის რეგულირების უნარიც აქვს. სწორედ ამაზე დგას ფომროის ფილოსოფია. ჰეილი ფომროის დიეტას კალორიების თვლა-დევნის ნაცვლად, ნივთიერებათა ცვლის მექანიზმის მუშაობა აქვს მიზანში. სწორი და სწრაფი მეტაბოლიზმი – ესაა მთავარი.