გუტენბერგის აღსასრული

Oldbooksქართველებს გვიყვარს დღეობები. მთელი ჩვენი ცხოვრება ასეა – დღეობიდან დღეობამდე. არცთუ დიდი ხნის წინ დედამიწის დღე აღვნიშნეთ და ყველა ბლოგერს ერთდროულად გაახსენდა, რომ სადღაც შორეულ ანტარქტიდაზე ყინული დნება და პინგვინებმა აღარ იციან, სად წავიდნენ. ახლა წიგნის დღე მოგვადგა კარს და, ალბათ, ყველა ბლოგერმა ლიტერატურას უნდა დაუთმოს ერთი პოსტი მაინც.

მეც ასე ვიზამ.

ახლახანს მალხაზ ხარბედიას წერილი წავიკითხე “ნაკიანი წელიწადი”. კარგი წერილია. მით უმეტეს, რომ მალხაზ ხარბედიას (ჩემგან განსხვავებით) “წიგნის დღე” არ ჭირდება იმისთვის, რომ წიგნებზე ისაუბროს. წუხს, რომ ჩვენში წიგნის გაყიდვები მცირდება და ეჭვით ეკიდება ბაკურ სულაკაურის მტკიცებას, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ წიგნების ბაზარმა, თურმე, ყვავილობა დაიწყო. მალხაზ ხარბედიას ციფრებიც მოყავს და მათ ვერ შევეკამათები:

Continue reading “გუტენბერგის აღსასრული”

წამკითხველი

არა, ეს პოსტი მიშელ დევილის ფილმზე არაა. ის ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების და სხვა ტექსტების წამკითხველ მოწყობილობებზეა – ანუ E-Reader-ებზე. ჩემმა კარგმა მეგობარმა NataSi-მ მთხოვა – იქნებ, მის არჩევაში დამეხმაროო (ზოგიერთებს გონიათ, რომ მე წიგნების კითხვის ამბავში რაღაც გამეგება. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ სათვალეს ვატარებ… თუმცა, სინამდვილეში, ჩემი 100%-იანს აცდენილი მხედველობა გენეტიკის ამბავია. :)). რაც ჩემს მეგობარს ვუთხარი, ახლა იქედან ერთი პატარა პოსტის გამოდნობას შევეცდები.

ქაღალდის გამოცემებს (პირველ რიგში კი – გაზეთებს) იოლი დღე არ უდგათ. ალბათ, შორს არაა დრო, როდესაც ისინი საერთოდ გაქრებიან. ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნებს რა ბედი ელით არ ვიცი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისინიც მხოლოდ კოლექციონერების თაროებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებენ ბინას და ბლოგერ Dv0rsky-ს ოცნებაც ახდება, თუმცა, ეს (გაზეთებთან შედარებით) უფრო შორეულ მომავალში მოხდება. (გუტენბერგის აღსასრული)

E-Reader-ის საშუალებით ელექტრონული გამოცემების კითხვა არაჩვეულებრივად კომფორტულია – ამაზე ელექტრონული მელნისა და ელექტრონული ქაღალდის ტექნოლოგია ზრუნავს.

Continue reading “წამკითხველი”

2009 წლის ყველაზე ბანძი SEXები

ინგლისურ ჟურნალს Literary Review დაწესებული აქვს ანტი-პრემია, რომელსაც ლიტერატურულ ნაწარმოებში ყველაზე ცუდად აღწერილი სექსუალური სცენისთვის ანიჭებს ყოველწლიურად.

გასულ წელს პრემიაზე არაერთი ცნობილი მწერალი იყო ნომინირებული:

ფულიცერის, ფოლკნერის სახელობისა და სხვა პრესტიჟული პრემიების ლაურეატი, ამერიკელი ფილიფ როთი სადო-მაზოხისტური სცენისთვის რომანში “დამცირება”:

The green cock plunged in and out of the abundant naked body sprawled beneath it, slow at first, then faster and harder, then harder still, and all of Tracy’s curves and hollows moved in unison with it. This was not soft porn. This was no longer two unclothed women caressing and kissing on a bed. There was something primitive about it now, this woman-on-woman violence, as though, in the room filled with shadows, Pegeen were a magical composite of shaman, acrobat, and animal. It was as if she were wearing a mask on her genitals, a weird totem mask, that made her into what she was not and was not supposed to be. She could as well have been a crow or a coyote, while simultaneously Pegeen Mike. There was something dangerous about it. His heart thumped with excitement – the god Pan looking on from a distance with his spying, lascivious gaze.

Continue reading “2009 წლის ყველაზე ბანძი SEXები”

ოფისში ქცევის წესები ფრანციცულად

CARACALLA Laurence 2-2-thumb-250x380-11599 არის ეგეთი ადამიანი – კარაკალა…

არა, ის ნაგიჟარი რომაელი იმპერატორი კი არა, აბანოებით რომაა ცნობილი, არამედ, ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი ქალი – ლორანს კარაკალა (Laurence Caracalla), რომელმაც გამოსცა წიგნი “ოფისში კარგი ქცევის რვეული” (Le carnet du savoir-vivre au bureau).

თუ კარგ ოფისში გსურთ მუშაობა, საკუთარ ჩაცმულობას, ქცევას და საუბარს უნდა დაუკვირდეთ და ზოგჯერ ენაზე კბილის დაჭერაც უნდა ისწავლოთო, – გვირჩევს ავტორი.

მისი აზრით:

როგორი გრძელი და დამღლელი სამუშაო დღეც არ უნდა შეგხვდეთ, საღამოს ისე კარგად, მხნედ და მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს კარგად გამოიძინეთ და დილის აბაზანაც ეს-ესაა მიიღეთ.

ოფისში წასვლის წინ, ადამიანმა მისი ოჯახური თავის ტკივილები შინ უნდა დატოვოს და პირად პრობლემებზე კოლეგებთან წუწუნს უნდა მოერიდოს.

Continue reading “ოფისში ქცევის წესები ფრანციცულად”

ვინი პუჰი და სხვა დანარჩენნი

extra_72357_01 წინა პოსტში ვწერდი, რომ 2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood), რომელშიც ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ახალი თავგადასავლებია აღწერილი. მათი ძველი თავგადასავლები კი პირველად 1926 წელს გამოიცა. წიგნს ეწოდებოდა “ვინი პუჰი” (Winnie-the-Pooh) და მისი ავტორი გენიალური ინგლისელი მწერალი ალან ალექსანდერ (ანუ, როგორც მას უწოდებენ – ეი. ეი.) მილნი იყო (A. A. (Alan Alexander) Milne). ორი წლის შემდეგ მან გამოსცა ისტორიების მეორე ნაწილი, “სახლი პუჰის მხარეს” (The House at Pooh Corner), ამდენად, ვინი პუჰის თავგადასავლები ორწიგნეულია, 10-10 მოთხრობით. თითო მოთხრობა ერთ დასრულებულ ისტორიას წარმოადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად პუჰი წიგნის ფურცლებზე კიდევ უფრო ადრე  გამოჩნდა… ოღონდ – ილუსტრაციის სახით. 1924 წელს გამოცემულ მილნის ლექსების კრებულში შესულია პოემა სათამაშო დათუნიის შესახებ. სახელი მას არ აქვს, მაგრამ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ილუსტრაციაში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ვინი პუჰი.

Continue reading “ვინი პუჰი და სხვა დანარჩენნი”