– ჩეშირელო ფისუნია, მითხარი, გეთაყვა, საით უნდა წავიდე? – ჰკითხა ალისამ.
– გააჩნია, სად მიდიხარ, – უპასუხა კატამ.
– ჯერ არ ვიცი… სადმე.
– თუ არ იცი, აბა, სულ ერთი ყოფილა, საით წახვალ.
– ჰო მაგრამ, სადღაც მინდა რომ მოვხვდე, – სცადა ალისამ, განემარტა.
– მაგაზე ნუ იდარდებ, – დაამშვიდა კატამ, – აუცილებლად მოხვდები სადღაც… თუ, რა თქმა უნდა, საკმარისად დიდხანს ივლი.
“ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”, ლუის ქერალი
ალისა და კორუფცია
ძალიან კარგია, რომ თბილისელი მაყურებელი კინოთეატრებს დაუბრუნდა. ცუდია, რომ ამის გამო რიგებში გვიწევს დგომა. ძალიან ცუდია, რომ ბილეთის ონლაინ დაჯავშნა და ყიდვა არ შეიძლება. 21 საუკუნეა, ხალხო, რა ჯანდაბა გჭირთ!
“ავატარზე” მხოლოდ მე-3 ცდიდან მოვხვდი.
“ალისაზე” უფრო გამიმართლა: არა, ბილეთები ამჯერადაც გაყიდული დამხვდა, მაგრამ ის იყო, შევეგუე აზრს, რომ საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა მინიმუმ ერთი კვირით გადამედო, რომ მოულოდნელად ჩემმა ძველმა მეგობარმა გოგიმ (ზოგიერთი ბლოგერის გასაგონად დავაზუსტებ – არა გვახარიამ :)) დამირეკა. როგორ ხარ… რავი აბა… აქეთური-იქეთური… ბოლოს შემომჩივლა ბავშვის “ამ მულტიკზე” წაყვანა “შემეტენაო”… 🙂 ჰაერში კორუფციული გარიგების სუნი დატრიალდა. 🙂 Continue reading