შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც. ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

Continue reading “შობას იგებ, როცა…”

კატალონიელი ქვეშაჯვიები

შაბათის პოსტი

ვინც არა ჰგავს ქვეშაჯვიას, მე ვერ ვიტყვი ქვეშაჯვიად.
კატალონიური ანდაზა

როგორი დღესასწაული არ გამიგია. შობა გამიგია. ახალი წელი გამიგია. ოქტომბრის რევოლუციის წლისთავიც კი გამიგია, მაგრამ ეს მოჯმის დღესასწაული რაა, არ გამეგონა.

არადა, ასეთიც არის.

კატალონიაში. და სწორედ შობის მოახლოებას ამცნობს იქაურებს.

Caganer-Magnumპირველი ქვეშაჯვიები კატალონიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდნენ. თავდაპირველად გლეხები იყვნენ და მიწას ანოყიერებდნენ. მაგრამ შემდეგ ქვეშაჯვიამ ფრთები გაშალა და დღეს უკვე დღესასწაული არ დღესასწაულობს მის გარეშე. მეტადრე ხომ – შობა.

შობის ხის, გირლიანდების, ელფებისა და თოვლის კაცების კატალონიელებს არ სწამთ, ან თუ სწამთ, მხოლოდ ქვეშაჯვია კაცის შემდეგ. ქვეშაჯვია თუ არ მოვიდა, ისეთი დღესასწაულის თავზეც გავიარეთო, ასე ამბობენ.

Continue reading “კატალონიელი ქვეშაჯვიები”

სადღესასწაულო ფილმების 10-ეული

მარტო სახლში? ბედის ირონია ანუ გაამოთ? რაც ყველაზე ძალიან გიყვარს?

ნურას უკაცრავად!

შავი შობა (Black Christmas, 1974)

1974-black-christmas Continue reading “სადღესასწაულო ფილმების 10-ეული”

წერილები თოვლის ბაბუას

საყვარელო თოვლის ბაბუ,

წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.

მიყვარხარ ნიკა

ჩემო ნიკა,

რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.

წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.

შენი თოვლის ბაბუა

*** Continue reading “წერილები თოვლის ბაბუას”

ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები

Mr.&Mrs.Clausამერიკელმა მხატვარმა თომას ნასთმა (Thomas Nast) 1863 წელს ჟურნალ Harper’s Weekly-ში წმინდა ნიკოლოზის თემაზე ნახატების გამოქვეყნება დაიწყო – ასე დაიბადა თანამედროვე სანტა კლაუსი. 1889 წელს კი ის, როგორც ეს მამაკაცებს ხშირად ემართებათ ხოლმე, გაგიჟდა და უღელში დურთა თავი… ანუ – დაქორწინდა. თუმცა,  ამ ამბავს გენდერისტებისა და ფემინისტების გარეშე არ ჩაუვლია…

მაგრამ, სჯობს, თავიდან დავიწყო.

სანტა კლაუსი (წმინდა ნიკოლოზი) მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გვევლინება შობის მთავარ ბერიკაცად. მანამდე მას სხვა კონკურენტები ყავდა, თუმცა სანტამ ყველანი ჩამოიშორა (ქართული პოლიტიკური ლექსიკა რომ მოვიშველიოთ – მიაჩმორა), საჩუქრების მთავარ დამრიგებლადა და შობის მთავარ მიმლოცველადაც საშვილიშვილოდ დამკვიდრდა და აგერ უკვე ორი საუკუნისაც მოიყარა.

Continue reading “ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები”