How-To: შემოდგომის პილინგი

შალის სვიტერი. როგორი ხარისხიანი შალის ხარისხიანი სვიტერიც არ უნდა გქონდეს, ხმარებაში მაინც ბუწუწდება (არ ვიცი ქართული შესატყვისი, მაგრამ რასაც ვგულისხმობ, აგერ, ფოტოზე ჩანს)

Pilling

შალის მოკლე ან დაწყვეტილი ბოჭკოები (ბუსუსები) ერთად გორგალდება და ასეთ გულსატკენ სურათს ვხედავთ. ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ხდება, სადაც მეტი შეხებაა, მეტი ხახუნი. მაგრამ ბუწუწები კარადაში შენახულ ტანსაცმელსაც, შეიძლება, გაუჩნდეს.

ნაკლები ბუწუწების თეორია

Continue reading

How-To: ტრანსფერი ზაფხულის გარდერობში

საქართველოში ამინდიც ქართველებსა გვგავს (აბა, ვის უნდა გავდეს) – უკიდურესობები გაუგონია მხოლოდ. ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადავყავართ და ზაფხულიდან ისევ – ზამთარში. წელიწადის ეს ორი დრო გვაქვს და გაზაფხული/შემოდგომა გაკრეფილია შუასავით.

ზურიკელა ვარშალომიძის და სოდის მიღების არ იყოს, ზამთრის გარდერობის ზაფხულისათი ჩანაცვლების რამდენიმე ხერხი არსებობს. ზოგს ისეთი მოცულობის საგარდერობე აქვს, რომ ერთ კარს მიკეტავს (ზამთრისას) და მეორეს (ზაფხულისას) გამოაღებს. სხვა ტანსაცმლის შესანახ სათავსოს იყენებს. მე – თავზიპერა პაკეტში ვათავსებ ჯერ და შემდეგ – ტანსაცმლის შესანახ საგანგებო ყუთში. გამორჩეულად მაინც შალის ტანსაცმელს. მტვრისა და ჩრჩილებისგან დასაცავად.

Continue reading

ლაქები… ლაქები ევრივეა

ადრე ერთი პოსტი მქონდა, თუ როგორ მოვუაროთ ზამშის ფეხსაცმელს. მზე-ქარ-წვიმა-მონაცვლე დღეებში, სწორედ ისეთში, ახლა რომ გვიდგას, თავადაც მახსენდება ხოლმე ის ჩემი პოსტი.

მაგრამ ზამშის ფეხსაცმელის გარდა, კიდევ ბევრია ჩვენს გარდერობში მოსაფრთხილებელი. მოდი, ვნახოთ, თუ რა მატერიას რა ტიპის მოვლა სჭირდება.

ტყავი

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მდიდრული, ეფექტური და ძვირფასი მასალა, რომელიც თან საკმაოდ გამძლე და ძნელად ფუჭებადია (თუ კარგი ხარისხისაა, რასაკვირველია), მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძნელად მოსაქრისტიანებელი, თუკი დაითხვარა და დალაქავდა.

ტყავისთვის კატეგორიულად მიუღებელია: ხეხვა, ფხეკვა, სრესვა, ჯაგრისითა თუ სველი ტილოთი წმენდა. საპონსა და მსგავს სარეცხ საშუალებებზე – არც არაფერს ვამბობ. მსუბუქი ჭუჭყი უნდა მოაშოროთ რბილი და მშრალი ნაჭრით. საშუალო სიმკვეთრის ლაქებს კარგად უვლის სპეციალური ტყავის საწმენდი სპრეი/შამპუნი/ლოსიონი (სუპერ-მარკეტებში იყიდება, მე პირადად Erdal-ის პროდუქციას ვიყენებ). თუკი არ ეშველა – მაშინ ქიმწმენდას უნდა მიმართოთ.

ჯინსი

Continue reading

How-To: სახალისო შალოლოგია

  • ეს პოსტი ჯობდა ალბათ საშობაო სეილების დროს დამეწერა, მაგრამ რაკი ახლა შუასაზენო ფასდაკლებების პერიოდია და სულ მალე საბოლოო (70-80%-იანი) ფასდაკლებებიც დაიწყება ზამთრის ტანსაცემლზე, მაინც არაა დაგვიანებული… (ოღონდ, არ მკითხოთ ახლა, 80%-იანი ფასდაკლება სად დაიწყებაო. 🙂 სად და – ამერიკაში)

Dyed-Wool თქვენი არ ვიცი და შალის ტანსაცმელი ძალიან მიყვარს. თბილია, მოხერხებული. მრავალფერი და მრავალნაირი. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული, ცხადია, ცხვრის ბეწვისგან მოქსოვილი ტანსაცმელია. ის მარკირებულია წარწერით Wool/Lana. ხშირად (თუ შალი სხვა ხელოვნურ მასალასთან არ არის შერეული), Woolmark-ის ნიშანიც ადევს. ამ ლეიბლს ავსტრალიის შალის ინოვაციების კომპანია ფლობს და ანიჭებს მის მიერ ლიცენზირებულ წარმოებებს. თუ შალის სამოსს Woolmark-ის ნიშანი აქვს, ეს ხარისხის გარანტიაა, თუმცა, მსოფლიოში შალის არაერთი პატივცემული მწარმოებელია, რომელიც მიიჩნევს, რომ Woolmark-ის ბეჭედს არ საჭიროებს, რაკი თავადაა საკუთარი თავის “ვულმარქი”. მაგრამ ასეა თუ ისე, ავსტრალია რჩება მაღალი ხარისხის შალის უდიდეს მწარმოებლად მსოფლიოში და ახალ ზელანდიასა და აშშ-ს ერთად აღებულს სჯობნის. ბოლო წლებია ჩინეთიც გადაიქცა ამ ბაზარზე დიდ მოთამაშედ, თუმცა ჩინური შალი, მეტწილად, მოკრძალებული ხარისხისაა.

Virgin wool სულაც არაა ქალიშვილი ცხვრის მატყლი და სულაც არაა აუცილებელი, მისი თეთრეული ეცვას პატარძალს, როგორც ეს ჩვენშია მიღებული. 🙂 სინამდვილეში ეს გადაუმუშავებელი, პირველი ნართისგან დამზადებული შალის ძაფია. საკმაოდ უხეშია, მწარედ “იკბინება” და არცთუ კომფორტული სატარებელია, თუმცა, მეტი სისქე აქვს, გამძლეა, ძნელად იქელება და, რაც მთავარია, თბილია. ზოგჯერ Virgin-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშნვა New wool.

მარკირება Lambswool ბატკნის ბეწვზე მიუთითებს. ასეთი ტანსაცმელი, ცხადია, ცხვრისაზე უფრო ძვირი ღირს, არის ფაფუკი, ნაკლებად “მსუსხავი” და რბილი.

Continue reading