რამდენი ხნის წინ იყო, რბილ, ობიან ყველზე რომ დავწერე. ვალად დამრჩა და ეს პოსტი იმ პოსტის მეორე ნაწილად გამოდგება.
და ეს ნაწილი უნდა დავიწყო პარმიჯანო-რეჯანოთი (Parmigiano-Reggiano) ხშირად პარმეზანს რომ უძახიან. პარმეზანი – ამ გენიალური იტალიური ყველის ფრანგული ანალოგის სახელია. მაგრამ დღეს არანაირი ფრანგული პარმეზანი აღარ არსებობს – პარმიჯანო-რეჯანო რეგისტრირებული დასახელებაა, ადგილწარმოშობის სერტიფიკატი აქვს და მხოლოდ იტალიაში შეიძლება ამოიყვანონ. წარმომავლობის იდეალური ადგილი ჩრდილოეთ იტალიაა. კიდევ უკეთესი – ემილიო-რომანასა და ლომბარდიის რეგიონი. ევროკავშირს გარეთ ჯერისევ აწარმოებენ პარმეზანს, მაგრამ მას ნამდვილ პარმიჯანო-რეჯანოსთან კავშირი არ აქვს.