რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?

tatatatuli-ს ქონდა პოსტი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის-ო. დიდი არც არაფერი, სულ რაღაც 11 სანტიმეტრი (საშუალოდ). ვისაც არ გაუმართლა – ნაკლები. ვისაც გაუმართლა – მეტი. მაგრამ არც ნამეტნავად.

ბევრად უფრო დიდი განსხვავებაა მაკიაჟიან და უმაკიაჟო ქალს შორის.

Brighthand Pictures-მა გადაიღო პატარა ფილმი, სადაც ერთი და იგივე გოგო გამვლელებს სხვადასხვა თხოვნით მიმართავს, მხოლოდ ეგაა, განხსვავებულად გამოიყურება – ხან – მაკიაჟით, მოვლილი, უფრო მოხდენილი (თუმცა – არც რამე განსაკუთრებული) სამოსით, ხანაც ისე, თითქოს, ეს წუთია საწოლიდან ადგა, რაც ხელში მოხვდა, გადაიცვა და სახლიდან გამოვიდაო.

ექსპერიმენტის შედეგები, შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ:

Continue reading

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?

Hugh Heffner უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით? მეტი უნდა ვიმოძრაოთ? დიდხანს უნდა ვიყოთ სუფთა ჰაერზე? ბევრი ხილი უნდა მივირთვათ?

ეს ყველა, ალბათ, მართლაც საჭიროა, მაგრამ, როგორც მაქს პლანკის სახელობის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, არაფერი ისე არ უხანგრძლივებს მამაკაცს სიცოცხლეს, როგორც ახალგაზრდა ქალი. Continue reading

რა სარგებლობა მოაქვთ (ლამაზ) ქალებს?

Bublikov პოეტებისთვის და ფილოსოფოსებისთვის ლამაზი ქალი – ესაა მუზა, რომელიც მამაკაცებს დიად საქმეებზე შთააგონებს, ის, ვის გარეშე არაფერი იარსებებდა. თანამედროვე ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ქალ-თანამშრომელთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა დაწესებულებაში, შესრულებული სამუშას ხარისხს აამაღლებს და მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

ასეა თუ არა სინამდვილეში?

მეცნიერებმა ვალენსიის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, დაედგინათ, თუ რა ზემოქმედება აქვს ქალს მამაკაცის შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

ამისთვის მამაკაცები ორ ჯგუფად გადაანაწილეს და თავსატეხების (სუდოკუს) ამოხსნა სთხოვეს. ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ მკვლევრები: მამაკაცი და ლამაზი ქალი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

Continue reading

რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?

Unsolicited Gift ბრიტანელი ექიმი დენის ფრიდმანი ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯიდან (Royal College of Psychiatrists), თავის წიგნში “მოუთხოვნადი საჩუქარი: რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით” (The Unsolicited Gift: Why We Do What We Do) ბავშვის ფსიქიკაზე ძიძების ზეგავლენაზე მსჯელობს.

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ბიჭს, რომლის აღზრდაშიც დედას ძიძა ეხმარება, უჩნდება განცდა, რომ მხოლოდ ერთი ქალი მასზე საკმარისად კარგად ვერ იზრუნებს. ასეთ მამაკაცებს უჭირთ პარტნიორისადმი ერთგულების შენარჩუნება. მაშინაც კი, თუ ეს ურთიერთობები ხანგრძლივია, მაშინაც, თუ ქორწინებით დასრულდა – ძიძის მიერ აღზრდილი მამაკაცი მუდმივად განწყობილია “მეორე ქალის” მოძებნისთვის. ასეთი მამაკაცების ცდუნება განსაკუთრებულად ადვილია და ისინი სხვა ქალების მიერ გამოგზავნილი “სიგნალების” მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან – შედეგად, სამსახურებრივი თუ სხვა სახის რომანები ამ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი მოვლანაა. ამ ყველაფერს ისინი პარტნიორის/ცოლის ღალატად არ მიიჩნევენ და სინდისის ქეჯნას არ განიცდიან.

Continue reading