შავი კატა: კვირადღის პოსტი

კვირადღის პოსტი

  • ორშაბათის რეგულარულ და შაბათის ირეგულარულ პოსტებს ახლა კვირადღის ირეგულარული პოსტებიც შეემატება – რაღაც საშუალო  ჩემი თამბლერის, ჩემი ვორდპრესის, ჩემი თვითერისა და ჩემი (აწუკვეყოფილი) ფეისბუქის პოსტებს შორის. ერთგვარი კოქტეილი. მინიმუმი ტექსტით და ბევრი ფოტოთი და/ან ლინკით.

    შევეცდები, იყოს ლაითი და განმტვირთველი, როგორც კვირა დღეს შეეფერება.

აი, რამ ასეთი:

მთავარი როლის შემსრულებლის შერჩევა ამერიკული კლასიკის, ედგარ პოს “შავი კატის” კინოვერსიის გადასაღებად. ქასთინგზე 152 პრეტენდენტი გამოცხადდა. რეჟისორმა როჯერ ქორმანმა ფილმისთვის შეარჩია ერთი. სხვა 151 ჟურნალ LIFE-ის ფოტოებზე მოხვედრის პატივს დასჯერდა.

150304-black-cats-11

Continue reading

Advertisements

როცა წარსული რჩება ზმანებად

ნაომის ანჩხლი ზნე მის მშვენიერ გარეგნობაზე ნაკლებ არაა ცნობილი. თუ მისი ნახვა გინდა – ან პოდიუმზე იქნება ან – სასამართლოში. მისგან ნაცემ-ნაგვემთა სია კი ათეულ ადამიანს ითვლის. ასისტენტები და დამლაგებლები, ფოტოგრაფები და პოლიციელები, კოლეგები და სტილისტები… “ბრითიშ ეიერვეიზმა” პერსონა ნონ გრატადაც კი გამოაცხადა და კომპანიის ავიარეისებიდან მოკვეთა. ნაომის კი არაფერი ანაღვლებდა და ამ მაისურით დაბრძანდებოდა ქუჩებში.Naomi Hit Me

(წარწერა: “ნაომიმ მრეკა და მე კი მეამა”)

Continue reading

ბაჭია იგერი და სხვა გოგონები

თანამედროვე ფოტოგრაფი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ? მე თავად!
ბანი იგერი. საუბარი იორდან ტოდოროვთან, “ფლეიბოი”, დეკემბერი, 2014

Bunny Yeager with Her Cameraამბობენ, რომ პირველი ფოტოები “ფლეიბოისთვის” მას თავად ჰიუ ჰეფნერმა გადაუღო.

ამბობენ, რომ სწორედ მის საპატივცემულოდ ჰქვიათ “ფლეიბოის” გოგონებს “ბაჭიები”.

ამბობენ, რომ სწორედ მან შეარჩია ჟურნალისთვის პირველი “წლის გოგონა”.

ამბობენ, რომ მან მოიფიქრა სელფი.

ამბობენ, რომ მან აქცია ბეთი ფეიჯი ვარსკვლავად.

ამბობენ, რომ… ამბობენ კიარა, თავად ამბობს, რომ აისრულა ყველა ოცნება ერთის გარდა – მისი იდეალის, მერილინ მონროს ფოტოსესიის გადაღება ვერ მოასწრო.

ამბობენ, რომ… ვინ მოთვლის, რას აღარ ამბობენ. ბანი იგერზე (Bunny Yeager) მოდელსა და ფოტოგრაფზე. ყველაზე ცნობილ ქალ-ფოტოგრაფზე “ფლეიბოის” ისტორიაში.

Continue reading

დედაკაცი შარვალში

სძაგს უფალსა.


Drag King – ასე ეძახიან ქალს, რომელიც მამაკაცურად იცვამს და/ან მამაკაცური ქცევის მანერები აქვს. ეს სიტყვათშეთანხმება 70-იანი წლებიდან მოდის, თუმცა ასეთი ქალები ტერმინის გამოჩენამდეც იყვნენ. Drag King-ზე გაცილებით ძველი სიტყვაა Tomboy, რაც ქალაბიჭად შეიძლება ვთარგმნოთ და მნიშვნელობაც ეგ აქვს. ოღონდ, ქალაბიჭა-Tomboy პატარა ასაკს გულისხმობს და ბავშვობაში კი მეტი თავისუფლება იყო ყოველთვის და ასეთ “ცელქობას” ნაკლებ ეჭვისთვალით უცქეროდნენ – გაიზრდება-გადაივლისო. Drag King-ს კი დედაკაცად ვთარგმნიდი, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს ეწყინება… ამიტომ დამრჩეს ისევ უთარგმნელად.

ასე იყო თუ ისე იყო, როგორც კი ნაჭერი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლად გადათარგდა, გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც თავიანთ ტანსაცმელში ვერ ეტეოდნენ. ვისთვის ეს იყო პროტესტი, სხვისთვის – მოთხოვნილება, ზოგისთვის – თამაში. მამაკაცის ტანსაცმელი ეცვათ როგორც ლესბოსელებს, ტრანსგენდერებს, რომლებიც იმხანად (და ზოგან – დღესაც) მარგინალებად მიიჩნეოდნენ, ასევე პატიოსან მეოჯახე ჰეტეროსექსუალ ქალბატონებს… მაია წყნეთელსა და ჟანა დარკს არც ვახსენებ, თორემ პოსტი სულ სხვაგან გადაუხვევს და სადღაც გადიჩეხება. 🙂

დღეს მოდის ინდუსტრია Drag King-ფენომენს არაჩვეულებრივად იყენებს სარეკლამო კამპანიებსა და ჩვენებებში და რაც მეტად ქალურია ქალი, მით უფრო ლამაზად გამოიყურება მამაკაცის ტანსაცმელში… პირველი, ვინც გამახსენდა არის არა მოდელი, არამედ მსახიობი. თქვენც გაიხსენეთ ქიმ ბეისინჯერის ცნობილი სცენა 9 1/2-დან.Kim Basinger

აქ ყველაფერი აგებულია კონტრასტზე და კონტრასტი, როცა კარგად იყენებ, არაჩვეულებრივი რამაა.

Continue reading

ვიქტორია ჯანაშვილის მრუდები ;)

ვიქტორია ჯანაშვილი რუსეთში დაბადებული და ამერიკაში მოღვაწე ფოტოგრაფია. წარმოშობით კი ხვდებით, რომ ქართველია და, როგორც ყველა ქართველს, ყავს ალბათ ბებო, რომელიც რომ დაინახავს შვილიშვილს შეიცხადებს ხოლმე: “ნენაა… როგორ ჩამომხმარხარ, არ ჭამ არაფერს???” და ხაჭაპურების ცხობას იწყებს… ასეთი, ბებიებსაყოლილი გოგონები ლამაზები არიან, მაგრამ მოდურ 90x60x90-ს – აცდენილნი. თუმცა, ვინ თქვა, რომ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტება? სამყარო მრავალფეროვანია. და სილამაზე – მრავალმრგლოვანი. ასეთია ის ვიქტორია ჯანაშვილის ობიექტივშიც.

Denise BidotDenise Bidot and Marina Bulatkina

Continue reading

გრძნობათა მწევარი

Henri Cartier-Bresson ძველად საქართველოში თავადები შვილებს რომელიმე კაი ყმა გლეხის ოჯახში “გააშვილებდნენ” ხოლმე. დროებით. გაგონილი გექნებათ. წაკითხული. აკაკიც იგონებს. არამხოლოდ ჩვენთან, ასეთი წესი ბევრგან ყოფილა. მაგალითად – საფრანგეთში. და ეს წესი იქ კაი ხანს შემორჩენილა: მონარქიის დროც გამოიარა, იმპერიისაც და რესპუბლიკამდეც მოაღწია. თავადები აღარ იყვნენ, მაგრამ ბურჟუაზია გაჩნდა. ასე აღმოჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს მდიდარი ფაბრიკანტი ბრესონის ქალიშვილი გლეხი კარტიეს ოჯახში “განათხოვრებული”. შეუყვარდა მისი აღმზრდელის ვაჟი და რომ წამოიზარდა გაჰყვა კიდეც ცოლად. არ ვიცი, ბრესონებს ეს ამბავი მოეწონათ თუ არა, მაგრამ ქორწილი კი გადაიხადეს. ასე დამოყვრდა ეს ორი გვარი და დაიბადა ახალი – კარტიე-ბრესონი. წლების განმავლობაში კარტიე-ბრესონები ევროპაში საუკეთესო ბამბის ძაფის მწარმოებლებად იყვნენ ცნობილნი. მაგრამ ანრი კარტიე-ბრესონს (Henri Cartier-Bresson) ბამბის ნართი ნაკლებად იზიდავდა. ტილო, ქაღალდი, ფანქარი, ფუნჯი და საღებავი ეხატებოდა გულს. მაგრამ წარმატება იგვიანებდა. კარტიე-ბრესონი კი მოთმინებით არასდროს გამოირჩეოდა. სულმუდამ მიეჩქარებოდა. ამის გამო თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ 24 წლის ასაკში მოლბერტი გვერდზე გადადო და ფოტოკამერა აიღო ხელში. ამ გადაწყვეტილებამ შემოაბრუნა არამხოლოდ თავად კარტიე-ბრესონის, არამედ ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაც. კარტიე-ბრესონი რომ არა, ფოტორეპორტაჟი ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თუკი მენ რეიმ ფოტოგრაფია აქცია ხელოვნებად, ანრი კარტიე-ბრესონმა ხელოვნებად აქცია ფოტორეპორტაჟი.

1929 Paris. La Villette1926 Normandy1932 Spain

1932 Brussels1933 Asilah1931 Ivory Coast

Continue reading

კოსტიუმი? So sexy!

ოსქარ უაილდი ამბობდა, რომ ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია… იყო დრო, მამაკაცს ეცვა ან კლასიკურად ან ჩამოძენძილი დაძრწოდა. დღეს სხვა ცხოვრებაა, სხვა ტემპია, კლასიკურმა სამოსმა მოწყენილი ელფერიო არ ვიტყოდი, მაგრამ ასეთი იმიჯი კი შეიძინა. დამსახურებულად, დაუმსახურებლად – ნუ ვიდავებთ. მითუფრო, რომ პირველი, რასაც მარკეტოლოგებს გვასწავლიან ისაა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. მაშინაც კი, როდესაც ის სულაც არ არის მართალი. 🙂

ჰოლანდიურმა კომპანიამ Suitsupply (რომელიც მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს ყიდის და ზედა-საშუალო საფასო სეგმენტშია განლაგებული) განიზრახა ახალგაზრდა, რისკის მოყვარული კლიენტების მიზიდვა და აჩვენა მათ, რომ კოსტიუმი სულაც არაა ბორინგული – კოსტიუმი ეს სექსუალურია.

Suitesupply-Ad-campaign 3 Suitesupply-Ad-campaign 1

Suitesupply-Ad-campaign 5 Suitesupply-Ad-campaign 6

Continue reading