მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ

“ანდორი”. “ვარსკვლავური ომები”
თონი გილროი, ბენჯამინ ქერონი, ჯორჯ ლუქასი

Lucasfilm / Walt Disney Studios

მე მქვია მაარვა კარასი ანდორი. და მაქვს პატივი, ვიდგე ახლა თქვენს წინაშე. მე მაქვს პატივი, ვიყო ფერიქსის შვილი და პატივი მაქვს, ვიყო თიხის ამ ფირფიტის ღირსი. უცნაურია… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, თავადაც მას დავყურებდე. ექვსი წლის ვიყავი, მგონი, პირველად რომ შევეხე სამგლოვიარო ქვას. მოვისმინე ჩვენი მუსიკა, შევიგრძენი ჩვენი ისტორია. ჩემი დის ხელისგულს ჩაჭიდებული მოვდიოდი შადრევნების მოედნიდან. იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ, იმაზე მეტჯერ ვყოფილვარ, ვიდრე მეხსიერება იტევს. ყოველთვის მინდოდა, ავეტაცებინეთ. ყოველთვის მსურდა, ყოველთვის ველოდი ამ შთაგონებას. მახსოვს, როდესაც გარდაცვლილებს მეც ზე ავყავდით. ყოველ ჯერზე… მათი მართალი სიტყვით.

Continue reading “მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ”

ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

Continue reading “ძაღლები კატების ქალაქიდან”

ურსულას თეთრი ბიკინი

როდესაც ურსულა ანდრესი ბონდიანის რიგით პირველ და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში “დოქტორი ნო” გამოჩნდა, არც უფიქრია, რომ რევოლუციას მოახდენდა ამერიკულ მოდაში და – არამხოლოდ მოდაში. რომ ეს ფილმი “სექსუალური რევოლუციის” სიმბოლოდ გადააქცევდა.

როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ…  ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.
აგენტი და მისი ქალები

არ უფიქრია, იმიტომ რომ ევროპელი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ევროპულ პლიაჟებზეც, კინოშიც და სცენაზეც უკვე (თითქმის) ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ეცვათ ბრიჟიტ ბარდოს და დალიდას. მაგრამ პურიტანულ ამერიკაში ქალს განცალკევებულ საცურაო კოსტიუმში ჯერისევ თამამ, რისკიან (ეს – უკეთეს შემთხვევაში) და უარეს შემთხვევაში კი – უხამსობის და ამორალურობის ზღვარზე მოსიარულედ მიიჩნევდნენ. ზოგიერთ პლიაჟზე ასე ბანაობა და გარუჯვა აკრძალულიც იყო.

Continue reading “ურსულას თეთრი ბიკინი”

ზოდიაქო

ამოსახსნელი საიდუმლოებები

1968 წლის 20 დეკემბერი: 17 წლის დეივიდ ართურ ფარადეი და 16 წლის ბეთი ლუ ჯენსენი.

1969 წლის 4 ივლისი: 19 წლის მაიქ რენო მაჟო და 22 წლის დარლინ ელიზაბეთ ფერინი.

1969 წლის 27 სექტემბერი: 22 წლის ბრაიან ქალვინ ჰართნელი და 22 წლის სესილია ენ შეფარდი.

1969 წლის 11 ოქტომბერი: 29 წლის ფოლ ლი სთაინი.

სერიული მკვლელის მსხვერპლები არიან. არის ზღვა კრიმინალისტიკური მასალის, თვითმხილველები, ფოტორობოტი, დნმ-ის კვალი, დოკუმენტური თუ მხატვრული წიგნი და ფილმი (მათ შორის დეივიდ ფინჩერის), ვერსიები, ეჭვმიტანილები და მეტსახელი ვინაობის ნაცვლად – ზოდიაქო (Zodiac).

Continue reading “ზოდიაქო”

“ფარგო” და ლორას ბუშტი

ამბავი, ახლა რომ უნდა მოვყვე, “ფარგოდან” ვიცი. ამ შესანიშნავი ამერიკული დეტექტური სერიალის III სეზონის V ეპიზოდში მოვისმინე და გამოგონილი მეგონა. გადამოწმება ვცადე და – მართალი აღმოჩნდა.

უცნაური ისტორიაა. ეგებ, დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოს.

Fargo EP 3

2001 წლის ივნისის თვეში გოგო, რომელსაც ლორა ბაქსთონი ერქვა ბაბუას და ბებიას სტუმრობდა სთეფორშერში. იქ ლამაზი, ოქროსფერი საჰაერო ბუშტი აიღო, შეაბა ბარათი – “გთხოვთ, დაუბრუნოთ ლორა ბაქსთონს”. უკანა მხარეს მისამართიც მიაწერა და ჰაერში გაუშვა. ქარიანი დღე იყო. სთეფორშერში ხშირადაა ქარიანი დღეები. გაიტაცა ბუშტი, წაიღო. წაიღო. მაღლა ცაში აიტაცა. ისე მაღლა, რომ ლორა პაწაწა წერტილადღა ხედავდა ღრუბლებს შორის და ბაბუა სათვალითაც კი – ვეღარ. ამასობაში ბებომ სადილად უხმო და ბაბუამ და შვილიშვილმა ცაში ყურებას თავი ანებეს და სახლში შევიდნენ.

Continue reading ““ფარგო” და ლორას ბუშტი”