აფერადე!

ფერმწერთაგან მიყვარს მონე და სთრითარტერები.:) ისეთები, როგორიცაა მარტინ ვატსონი. ნორვეგიელია. განათლებით – გრაფიკოსი და დიზაინერი.

ბავშვობაში ყველას გვქონდა ალბათ ე.წ. “გასაფერადებელი რვეულები”. აი, კონტურები როა და ფლომასტერით ან ფანქრით უნდა გააფერადო. გააფერადებ – ნახატი გამოგივა.

Martin Whatson 05Martin Whatson 02

ციფრებითაც აღნიშნავენ ხოლმე, რომელი უჯრა რა ფერია, მაგრამ ზოგს – ციფრებიც ვერ შველის.

Continue reading

შურდული და ფრინველები

Pejacგქონიათ თუ არა ბავშვობაში შურდული (ე.წ. “რაგატკა”)?

(ბუზღუნა) მეზობლის ფანჯრის შუშა თუ ჩაგიმსხვრევიათ?

თუ შურდული გქონდათ, ფანჯარასაც ჩაამსხვრევდით. ერთხელ მაინც. და თუ გამოგიჭირეს, ეგებ, გაუტყეპიხართ კიდეც.

“რაგატკის” ამბავში, ალბათ, არც ხორვატი ბავშვები და მათი მშობლები განსხვავდებიან ქართველი ბავშვებისა და მშობლებისგან, მაგრამ ქალაქ რიეკას მერიამ თავად გადასცა ესპანელ სთრითარტერს სილვესტრე სანტიაგოს, იგივე პეხაკს (Silvestre Santiago / Pejac) შურდული და მიდი აბა, შენ იციო – შეაგულიანა.

აი, რა გამოვიდა მაქედან:

Camouflage by PejacCamouflage by Pejac 2

კომპოზიცია, მხატვრის თქმით, მტრედების დიდ მოყვარულს, ბელგიელ რენე მაგრიტს ეძღვნება. თუმცა, მაგრიტს არ ეწყინება და არც პეხაკს, თუ ამ არტის უკან ალფრედ ჰიჩქოქსაც დავლანდავთ.

Continue reading

ოკუდა ხატმწერი

Okudaარის ქალაქები, სადაც არიან მერები, ვინც აშავთეთრებენ. სხვები კი – პირიქით, ქალაქის ურბანული სახის გამოცოცხლებას ცდილობენ. ასე მოიქცა არქანზასის შტატის ქალაქ ფორთ სმითის მერია, რომელმაც რამდენიმე შენობა სთრითარტერებს დაუთმო. მიწვეულთა შორის იყო ესპანელი მხატვარი ოსკარ სან მიგელ ენრიკეც, იგივე – ოკუდა.

ოკუდა სან მიგელი (Okuda San Miguel)  ესპანელი სკულპტორი, გრაფიკოსი და დიზაინერია. მისი ხელწერა იოლად ამოსაცნობია. ერთი ნამუშევარი მაინც თუ გაქვს ნანახი – სხვაში აღარ შეგეშლება. თავად საკუთარ სტილს პოპ-სიურეალიზმს უწოდებს. კუბიზმის გავლენაც ჩანს. შთაგონების წყაროდ ასახელებს სალვადორ დალისა და ენდი უორჰოლის ნახატებს, მიშელ გონდრისა და თერი გილიამის ფილმებს.

Okuda Bear HeadOkuda Birds Revenge

Okuda Puppets of PowerOkuda Sweet Head

Okuda in Temuco. ChileOkuda in Logrono

Okuda exhibition at New Coliseum, Lisbon, Portugal

Continue reading

ჯოკონდა – ინტერაქტივი

ვისაც ლუვრში ყოფნის ბედნიერება ჰქონია, პირველი, რის სანახვად გავარდით, უთუოდ, ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზაა”. არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ… როგორც რანევსკაიას უთქვამს: ამ ქალმა უკვე იმდენ ადამიანზე მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ახლა თავად წყვეტს, ვიზე მოახდენს შთაბეჭდილებას და ვიზე არაო. 🙂 სიმართლეა.

იმ ადამიანებს შორის, ვიზეც “მონა ლიზამ” შთაბეჭდილება მოახდინა, ზოგი ისე “შეაქანა” რომ ტილოს განადგურებაც სცადა. ამიტომაა, რომ ვერ მიუახლოვდები დღეს და საგანგებო ტყვიაგაუმტარი შუშა იცავს. მაგიერ იმ “მონა ლიზა”-ს რომელსაც მთელს მსოფლიოში დაატარებს Grande Exhibitions მიუახლოვდები კიდეც, ხელითაც შეეხები და ფეხიც შეგიძლია დააბიჯო. ან, სულაც, ზედ წამოწვე.

Grande Exhibitions ავსტრალიური კომპანიაა, რომელიც მულტიმედიურ, ინტერაქტიულ და 3D გამოფენებს მართავს მთელს მსოფლიოში. სადაც მიიწვევენ. ასეთი მიმწვევები კი ბევრი აქვთ: პარიზიდან, რომიდან, მადრიდიდან დაწყებული და ნიუ იორქი, მონრეალი, ტოკიო, სეული, სტამბოლი, ქეიფ თაუნი, თელ ავივი, რიო, ბუენოს აირესი, და ყოფილი სსრკ-ს უამრავი ქალაქი – ალმა-ატა გინდა, ოდესა, ყაზანი, თუ სხვა. თბილისში ჯერ არ იწვევენ.

Continue reading

ვანდალები ქალაქში

სადაც კი ადამიანმა კედელი ნახა – მიდგა და რაღაც მიაჯღაბნა ზედ. ჩანს, ასეთია ადამის ბუნება. ევასიც. 30 ათასი წელია უკვე ეს ამბავი ასე გრძელდება.

დღეს სადაც არის ქალაქი, კედელი, ქუჩა, იქვეა ქუჩის მხატვრობაც, იგივე სთრითარტი. სთრითარტი ურბანული კულტურის ნაწილად იქცა. მის გარეშე ქალაქში ცხოვრება მოსაწყენიც კი იქნებოდა. სთრითარტისტებს შორის ზოგი იმდენად სახელგავარდნილია, რომ ლეონარდოზე, მიქელანჯელოსა და რაფაელზე არანაკლები. და კიდევ იმაზე – მეოთხე კუს რა ერქვა, სულ მავიწყდება. დონატელო, მგონი.

მაგალითად, ინგლისელი რობინ განინგემი, იგივე ბანქსი (Banksy). მისი ნახატები ყველამ იცის. ერთხელ თუ ნახავ მის ნამუშევარს, არასდროს აგერევა სხვაში… განინგემი რომაა, არცთუ დიდი ხნის წინ გაარკვიეს. მანამ სრული ანონიმი იყო – ბანქსი და მორჩა. მისი დიდება, როლი, გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტმა (Queen Mary University) ბანქსის პიროვნების დასადგენად იგივე ტექნოლოგია დაიხმარა, რასაც ტერორისტების ადგილსამყოფლის დასადგენად იყენებენ.  ბანქსის ნამუშევრები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. 1’000 ფუნტად შეფასებული ქოხმახი, რომლის კედელიც მხატვარმა ტილოდ გამოიყენა, 500’000 ფუნტად გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი, რაც ბანქსის ნახატში აუქციონზე გადაუხდიათ 576’000 დოლარია… მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტების მიერ განადგურებულია – იქ, სადაც ჩინოვნიკები მეტისმეტად ფორმალისტურად (თუ სკურპულოზურად) უდგებიან საქმეს: გრაფიტი ხომ ბევრგან აკრძალულია და კანონი ვანდალიზმად მიიჩნევს.

Continue reading