კვირადღის პოსტი
ქართველებზე რატომ არ წერ ბლოგზეო… – უთქვამთ ხოლმე საყვედურად.
აბატონო – მუსია ქებურია.
კვირადღის პოსტი
ქართველებზე რატომ არ წერ ბლოგზეო… – უთქვამთ ხოლმე საყვედურად.
აბატონო – მუსია ქებურია.
ფერმწერთაგან მიყვარს მონე და სთრითარტერები.:) ისეთები, როგორიცაა მარტინ ვატსონი. ნორვეგიელია. განათლებით – გრაფიკოსი და დიზაინერი.
ბავშვობაში ყველას გვქონდა ალბათ ე.წ. “გასაფერადებელი რვეულები”. აი, კონტურები როა და ფლომასტერით ან ფანქრით უნდა გააფერადო. გააფერადებ – ნახატი გამოგივა.
ციფრებითაც აღნიშნავენ ხოლმე, რომელი უჯრა რა ფერია, მაგრამ ზოგს – ციფრებიც ვერ შველის.
არის ქალაქები, სადაც არიან მერები, ვინც აშავთეთრებენ. სხვები კი – პირიქით, ქალაქის ურბანული სახის გამოცოცხლებას ცდილობენ. ასე მოიქცა არქანზასის შტატის ქალაქ ფორთ სმითის მერია, რომელმაც რამდენიმე შენობა სთრითარტერებს დაუთმო. მიწვეულთა შორის იყო ესპანელი მხატვარი ოსკარ სან მიგელ ენრიკეც, იგივე – ოკუდა.
ოკუდა სან მიგელი (Okuda San Miguel) ესპანელი სკულპტორი, გრაფიკოსი და დიზაინერია. მისი ხელწერა იოლად ამოსაცნობია. ერთი ნამუშევარი მაინც თუ გაქვს ნანახი – სხვაში აღარ შეგეშლება. თავად საკუთარ სტილს პოპ-სიურეალიზმს უწოდებს. კუბიზმის გავლენაც ჩანს. შთაგონების წყაროდ ასახელებს სალვადორ დალისა და ენდი უორჰოლის ნახატებს, მიშელ გონდრისა და თერი გილიამის ფილმებს.
“Any customer can have a car painted any colour he wants so long as it is black.”
Henry Ford
ნებისმიერი ფერის ავტომობილი შეგიძლიათ შეიძინოთ, მთავარია, შავი იყოსო – ასე უთქვამს ჰენრი ფორდს გასული საუკუნის დასაწყისში. მაგრამ მას სულ მალე მოუწია ამ წესის გადაგდება, ჰოდა, ახლა დროა – ქართველებმაც მივბაძოთ.
თავიდან ორი ზოგადი “ოქროს” რჩევა:
პირველი: არასდროს (!!!) ჩაიცვათ იმავდროულად ერთ შავ სამოსზე მეტი, თუკი გასვენებაში არ მიდიხართ.
და
მეორე: არ შეახამოთ ერთდროულად სამ ფერზე მეტი, თუკი სცენაზე არ გადიხართ.
ამის შემდეგ, გადავიდეთ ფერთა განლაგებაზე.
არსებობს ფერთა რკალი. ამ რკალზე მსგავსი (ჰარმონიული) ფერები ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული, ხოლო კონტრასტული ფერები – ერთმანეთის საპირისპიროდ.
ამასთან წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი – თბილი ფერებია. მწვანე, ლურჯი, იისფერი – ცივი.
რკალი 1: