ყვერები

ოხერი რამაა ეს ძირითადი ინსტიქტი! შიმშილის გრძნობას ვგულისხმობ ამჯერად. ამას ზედდართული მდიდარი ფანტაზია, ცივი გონება და მარჯვე ხელები მსოფლიო კულინარიულ შედევრებს ქმნის. ისეთებს, როგორიცაა:

ჰაკარლი (Hakarl) ისლანდიური სამზარეულოს მშვენება, რომელიც სხვა არაფერია, თუარ გრენლანდიური ზვიგენის დამპალი ხორცი. ჰო, თვალი არ გატყუებთ – დამპალი. ამ ზვიგენის ხორცი შხამიანია, ამიტომ კარგ მზარეულსა და სწორ მომზადებას ითხოვს, თორემ გურმანული ნეტარების ნაცვლად რეანიმაცია და კუჭის ამორეცხვები არ აგცდებათ და ეს თუ იოლად გადარჩით (ამით იაპონურ ფუგუს ჰგავს). ზვიგენის ხორცს საგანგებოდ მიწისქვეშ, ყინულოვან წყალში ალპობენ მძიმე ლოდების ქვეშ, რაც შხამს გამოდევნის. შემდეგ კი მშრალ ადგილას ჩამოკიდებენ და ასე რჩება სრულ გამოშრობამდე.

Hakarl

ისლანდიელების აზრით, ჰაკარლი საუკეთესო მისაყოლებელია ლუდზე. ამასთან, საშობაო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი, როგორც ჩვენებური საცივი.

Continue reading

ურბანიზაცია

კვირადღის პოსტი

ღვთისმშობელ მარიამის ეკლესია.

მონრეალის ხედი.

Montreal - Cathedral

1935 და 2011 წელი

ქართველები რესტორანში

უცხო რესტორნები საქართველოში, მგონი, 90-იანებში გამოჩნდა. მანამდეც მიაგნებდი რაღაცას – სოცბანაკის “ბუდაპეშტი”, “პრაღა” და “ვარშავა” მოსკოვში თუ იყო, თბილისშიც გვექნებოდა, ალბათ, მაგრამ აქა-იქ და ცოტა-ცოტა. “მოძმე რესპუბლიკების” სამზარეულოსაც ნახავდი, უთუოდ… თუმცა, სომხურ და აზერბაიჯანულ სამზარეულოს მთლად უცხოს ვერ დაარქმევ – იმდენი გვაქვს საერთო და საერთო კიარადა, სადაო და გასაყოფი. Smile ქაბაბი, ტოლმა და ლავაში ვისია და ვისი უფრო გემრიელი – ვდავობთ, ვდავობთ და ვერც ვერასდროს შევთანხმდებით. მაშინაც და ახლაც ქართველებს ერთი თვისება გვაქვს – რესტორანში ნაცნობ კერძებს ვეძალებით. რა რესტორანიცა და ვინ მზარეულიც არ უნდა იყოს – უცხო კერძებს მაინც ეჭვისთვალით ვუყურებთ… ეგერ, იმ ლეგენდარული 37-მანეთიანი ბილეთების დროსაც, ბევრი რომ კეთილად იხსენებს, ადგებოდა ქართველი, გადაფრინდებოდა მოსკოვში, გაივლიდა-გამოივლიდა და… ისევ რესტორან “არაგვს” მიადგებოდა.

90-იანებში თბილისშიც ნელ-ნელა გახსნეს უცხო რესტორნები. ზოგი – ფრიად ეკზოტიკურიც. პირველი მერცხალი არ მასოვს, მაგრამ, მგონი, ჩინური რესტორანი იყო ესპანური სახელით “პიკასო” და პეკინური იხვით მენიუში. შემდეგ კიდევ ბევრი მიემატა. სხვა ჩინურიც, იაპონურიც, იტალიური, ფრანგული, ინდური, ესპანური, მექსიკური და ნორვეგიული თევზის რესტორანი “ფიორდი”…

Continue reading

ფრთხილად! აიფონი მოდის!

კვირადღის პოსტი

და არამარტო აიფონი 🙂

იაკობ სემპლერმა და ემილ ტილსმანმა მოიფიქრეს საგზაო ნიშანი, რომელსაც უკვე ნახავთ  სტოკჰოლმის ქუჩებში.

New road sign in Stockholm

ფოტო: იოჰან იეპსონი, სპეციალურად “ბლუმბერგისთვის”.

Continue reading

შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც. ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

Continue reading

სამნი ერთ საწოლში… რომ აღარაფერი ვთქვათ ბონაპარტზე

mission-accomplishedიცით თუ არა, რა არის შვედური ოჯახი? ცოდნით არა მგონია და გაგონილი კი გექნებათ. ეს ტერმინი ჩვენში 70-იანებში გამოჩნდა და ისეთ ოჯახურ იდილიას ნიშნავდა, როდესაც ერთი მამაკაცი და ორი ქალი მშვიდად, ეჭვიანობისა და სკანდალების გარეშე იყოფდა საწოლს, სამზარეულოსა და ზალას. ბავშვებსაც ერთად ზრდიდა. სტუმრადაც ერთად დადიდოდა. ოჯახი იყო ასეთი. შვედური. ერთი მამაკაცი და ორი ქალი. პირიქითაც ხდებოდა, ალბათ, მაგრამ ამაზე არ ამბობდნენ. იმიტომ რომ ლესბიანკებსარაუშავრთ… თუმცა, “შვედური ოჯახი” სულაც არ გულისხმობდა ჰომოსექსუალურ კავშირს. უფრო – რიგის დაცვას.Smile

დღეს უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა პირველად ეს სიტყვათწყობა “შვედური ოჯახი”. რატომ – შვედური? და არა, ვთქვათ – ფრანგული. ან ინგლისური?

Continue reading

კატალონიელი ქვეშაჯვიები

შაბათის პოსტი

ვინც არა ჰგავს ქვეშაჯვიას, მე ვერ ვიტყვი ქვეშაჯვიად.
კატალონიური ანდაზა

როგორი დღესასწაული არ გამიგია. შობა გამიგია. ახალი წელი გამიგია. ოქტომბრის რევოლუციის წლისთავიც კი გამიგია, მაგრამ ეს მოჯმის დღესასწაული რაა, არ გამეგონა.

არადა, ასეთიც არის.

კატალონიაში. და სწორედ შობის მოახლოებას ამცნობს იქაურებს.

Caganer-Magnumპირველი ქვეშაჯვიები კატალონიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდნენ. თავდაპირველად გლეხები იყვნენ და მიწას ანოყიერებდნენ. მაგრამ შემდეგ ქვეშაჯვიამ ფრთები გაშალა და დღეს უკვე დღესასწაული არ დღესასწაულობს მის გარეშე. მეტადრე ხომ – შობა.

შობის ხის, გირლიანდების, ელფებისა და თოვლის კაცების კატალონიელებს არ სწამთ, ან თუ სწამთ, მხოლოდ ქვეშაჯვია კაცის შემდეგ. ქვეშაჯვია თუ არ მოვიდა, ისეთი დღესასწაულის თავზეც გავიარეთო, ასე ამბობენ.

Continue reading