აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად

კვირადღის პოსტი

ვისაც საშობაო დღეებში ლოს ანჯელესში მოუწია ფრენა, აი, ასეთი სურათის მოწმე გახდა:

LAXPUPs (1)

მია, მეისონი, ელი და სერიჯო მგზავრებს ეგებებიან და მათი დარდის განქარვებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

ეს ოთხი და კიდევ სხვები (70-ზე მეტნი არიან) PUP (Pets Unstressing Passengers – შინაური ცხოველები მგზავრთა დასამშვიდებლად) პროგრამის წევრია, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში 8 წელია უკვე მოქმედებს. ძაღლები საგანგებო წითელ ჟილეტებში არიან გამოწყობილნი წარწერით Pet Me – “მომეფერე” – იოლად რომ გაარჩიო აეროპორტში მომსახურე სხვა (საბაჟოს, პოლიციის) ძაღლებისგან, რომელთაც, როგორც წესი, “არ მომეფერო, ვმუშოაობ”-ო აწერიათ ჟილეტებზე.
Continue reading “აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად”

ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

Continue reading “ძაღლები კატების ქალაქიდან”

ქალი საწოლ ოთახში

იტალიელი ფოტოგრაფები გაბრიელე გალიმბერტი და ედუარდო დილელე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და ქალებს უღებენ ფოტოებს მათ ყველაზე პირად სივრცეში – საძინებელ ოთახში. “სარკეები და სარკმელები” (Mirrors and Windows) ასე ჰქვია ამ პროექტს.

HalaCandas Bas

Continue reading “ქალი საწოლ ოთახში”

გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი

დუმანი – ასე ქვია ნისლიან კატას, რომელიც სტამბოლის ყველაზე გურმანულ, ყველაზე ბოჰემურ, ყველაზე ინტელექტუალურ და ყველაზე ფეშენებელურ ნიშანთაშის უბანში ცხოვრობს და სავახშმოდ რესტორან Delikatessen-ში დაბრძანდება. უბრალო მოხეტიალე კატა არ გეგონოთ, დუმანი ნამდვილი არისტოკატაა. როგორც ერთ ძველ ფილმშია: თუ კატა ყოველდღე ორჰან ფამუქს ხედავს, ვინ ხარ შენ მისთვის – რესტორნის კლიენტებს არც აწუხებს და არც თავს უყადრის ხოლმე. ფრთხილად აუვლის გვერდს, რაფაზე შემოხტება და ფანჯარაზე აკაკუნებს. დუმანი გურმანი კატაა, ყველა კერძს არ მიირთმევს და მზარეულის ხელსაც ცნობს – თავისი ფავორიტები ყავს. Delikatessen-ის შეფმა კარგად იცის დუმანის გემოვნება და საყვარელი დელიკატესი გამოაქვს – შებოლილი ინდაურის ხორცი. მცირე ულუფებად – დუმანი დიეტაზეა. თუმცა, მანჩეგოსა თუ ემენტალერზე დესერტად ვერ ამბობს უარს.

Continue reading “გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი”

ყველი, პური, ხაჭაპური, ინფრასტრუქტურა…

შაბათის პოსტი

სუსურუკუში ერთი წესი იყო ასეთი – მაღალი თანამდებობის პირი მაგრად თუ მიქარავდა რამეს, რომელსამე “საპატიო” პოსტზე გადაიყვანდნენ ხოლმე. ისეთზე, ჭკუის მიხმარება რომ არ ჭირდებოდა და თვალშიც არ გაეჩხირებოდა სხვებს.

მინისტრად არ ვარგა და ხაჭაპური გამოაცხოსო, ამ ამბავსა ჰგავს. სექსისტური აქ ვერაფერია, მაგრამ მზარეულების შეურაცხმყოფელი კი – ბევრი.

სადაური ნათქვამია აბა ეს? მე რომ ვთქვა – ვიღაც პოლიტიკოსად არ ვარგა და ეგებ ბანკირობაში ეცადა ბედი-თქო, განა, რომელ ბანკირს მოეწონება? სად გვაქვს ჩვენ, ქართველებს, იმისფერი სამზარეულო, ვერშემდგარი მინისტრები რომ დაიტიოს. რამდენი ჩამოსალაბორანტებელი მინისტრი გვყოლია და, ღვთის მადლით, კიდევ გვეყოლება, ყველა ცომსა და ყველს რომ მიადგეს, მსოფლიოს შვიდი საოცრების ტოლი ქართული სამზარეულო ხომ ჩამოგვენგრა თავზე!

ისე, როგორც ქართული ეკონომიკაა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ახლა, ლაბორანტები შემომწყრებიან. :/

P.P.S.

პარიზში ასი კაცი რომ გააჩერო ქუჩაში, დარწმუნებული ვარ, 10 თუ გაიხსენებს პრემიერ-მინისტრის გვარს, პიერ ერმე ვინ არის კი ყველას ეცოდინება. 😉