“მიფრინავდა ორი ნიანგი: ერთი – წითელი, მეორე – მარჯვნივ” – გამოცანა იყო ასეთი. სინამდვილეში ნიანგები იყო 5: წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და თეთრი. წელს კიდევ მე-6 შეემატათ – ყვითელი.
წითელი ნიანგი – ტრადიციული წითელი პარფიუმი, დამახასიათებელი “წითელი” არომატით: ტროპიკული ციტრუსი, წითელი ჩაი. დამატებული აქვს კარდამონი. მამაკაცებს (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) ასეთი არომატი ნაკლებად მოსწონთ – ზედმეტად “ციტრუსოვანია” და ცხარე ( Spicy – ეს როგორ ვთარგმნო არ ვიცი – სანელებელი რომ დავწერო, არასწორი იქნება, ვერც ცხარე უხდებოდეს მაინცადამაინც… პიკანტურს ვიტყოდი, ქალის პარფიუმზე რომ იყოს საუბარი
). ეს ფრანგებმაც იციან, ამიტომ, მგონი, ყველა არომატი ერთი ტონით დაბლაა დაწეული, რომ ისე მძაფრად არ დაჯდეს კანზე.
მაგრამ ჩვენებურებისთვის მაინც საკმარისად მძაფრია.
დასახელება: Lacoste L. 12.12 Rouge
კატეგორია: Woody–Spicy
ვერდიქტი: ცუდი არაა.
Continue reading “ნიანგის არომატი”