იუბერი და ოდრი

მათი სიყვარულის ისტორია ისე დაიწყო, როგორც სიყვარულის ისტორიები მთავრდება ხოლმე – უარით. როცა იუბერ დე ჟივანშის უთხრეს, რომ მის ატელიეს ქალბატონი ჰეფბერნი უნდა სწვეოდა ახალი ფილმისთვის ტანსაცმლის შესარჩევად, დიზაინერს ოდრის სახელი გაგონილიც არ ჰქონია და ქეთრინს ელოდა. ხელთ შერჩა სიფრიფანა ქალი, ლამაზი თვალებით, მოკლედ შეჭრილი თმით, ხშირი წარბებით, პაწია შარვალში, მაისურსა და ბალეტის ფეხსაცმელში. თავზე გონდოლიერის ფართოფარფლებიანი ჩალის ქუდი ეხურა, წითელი ლენტით და დიდრონი წარწერით “ვენეცია”.

ამ ქალს გემოვნების ნატამალი არ აქვს, – იფიქრა იუბერ დე ჟივანშიმ, მე კი – დასაკარგი დრო.

არა, მე თქვენ ვერ ჩაგაცმევთ! – ცივი უარი.

Continue reading

How-To: პერანგსშიდა

პერანგის შიგნით ჩასაცმელი მაისური, ინგლისურად undershirt რომ ჰქვია, ზოგს უყვარს და ზოგსაც – არა. თუ არ ატარებ, ეს პოსტი შენთვის არ ყოფილა.

მე მაცვია ხოლმე. მოსახერხებელი რამეა – როცა ცივა, სხეულის სითბოს ინარჩუნებს, როცა ცხელა – ოფლის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს და პერანგს იცავს. სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამადაც მოიგონეს.

დიდი არჩევანია ჩვენთან, ბევრგან შეიძენ, მაგრამ ფერები კი ჭირს – თეთრია 100-დან 99 შემთხვევაში (undershirt-ზე ვამბობ და არა T-shirt-ზე – ეს ორი სხვადასხვა რამეა).

თეთრი ყოველთვის კარგი არჩევანი არაა. შეკითხვაზე, რა ფერის პერანგსშიდა უნდა ჩავიცვათ თეთრი პერანგის ქვეშ, “ლოგიკური” პასუხი “რა თქმა უნდა თეთრი”, სულაც არ არის ლოგიკური. მცდარია. თეთრი პერანგსშიდა ღია ფერის პერანგის ქვეშ ნიშნავს ამას: Continue reading

How-To: ფრანგული ნასკვი

არის ამბები, მთელი ცხოვრება რომ არასწორად ვიმეორებთ. იმიტომ რომ ბავშვობაში გვასწავლეს არასწორად. ან ჩვენ თავად ვისწავლეთ. ასეთი ამბავია.

დროა, გამოვასწოროთ.

მაგალითად – თასმები. თასმებს ფეხსაცმელზე არასწორად ვიკრავთ. ყველა არა, მაგრამ – უმრავლესობა. დამოუკიდებლად შეთასმვა ჯერ რომ არ ვიცოდით, მშობლები ან ბებია-ბაბუები გვითასმავდნენ და ასე გვასწავლეს და ვაგრძელებთ დიდობაშიც – საბავშვო ნასკვით.

ფეხსაცმლის თასმის საბავშვო ნასკვი იოლად იკვრება, მაგრამ იოლადვე იხსნება წამდაუწუმ, ამასთან, მოღრეცილია, ოკრო-ბოკრო და ასიმეტრიული.

დროა, ჩაანაცვლო ფრანგული ნასკვით.

ფრანგული ნასკვი არის ორი სახის. ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს.

Continue reading

კალაძე და სპრეცატურა

თბილისის მერი უნდა შევაქო. იმისთვის, რისთვისაც ბევრი განაქიქებს და დასცინის ხოლმე. ვითომ შეუხამებელი და შეუფერებელი ფერების, ქსოვილებისა და სტილის შეფერებისა და შეხამებისთვის.

ამბობენ, რომ ინგლისელი დენდი ჯორჯ ბო ბრამელი მთელ დილას ანდომებდა გარდერობის გადარჩევას და რამდენიმე საათს ატარებდა სარკის წინ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან ვითომ დაუდევრად ჩაცმული გასულიყო. ისე, თითქოს, გამოაღო ტანსაცმლის კარადა და სახელდახელოდ, რაც ხელში მოხვდა, ის ჩაიცვაო. ეს არის სპრეცატურა (Sprezzatura – დაუდევრობა). ინგლისელებს არ მოუგონიათ, იტალიელების კრეატურაა და ჯერ კიდევ აღორძინების პერიოდიდანაა ცნობილი. პირველად დიპლომატმა ბალდასარე კასტილიონემ (Baldassare Castiglione) ახსენა წიგნში (Il Cortegiano – კარისკაცი/კარის წიგნი). სპრეცატურა, ცხადია, მხოლოდ ჩაცმის სტილში არ აისახებოდა, ფართო ასპარეზი ჰქონდა, მთელი ფილოსოფია იყო.

Continue reading

Just Do It!

ის არ არის ყველაზე კარგი მომღერალი, ვისთვისაც მომისმენია. გულწრფელად ვთქვა და არც ვუსმენ. 🙂 ნამდვილად კარგი მსახიობია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მსახიობებიც მინახავს. თან – ძალიან ბევრი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველაზე ლამაზი ქალია. უამრავი სხვა, გამაოგნებლად ლამაზი ქალია კინოსა თუ სცენაზე… მაგრამ, როდესაც ქალი და ორი შვილის დედა 45 წლის ასაკში გამოიყურება აი – ასე

Continue reading