ოკუდა ხატმწერი

Okudaარის ქალაქები, სადაც არიან მერები, ვინც აშავთეთრებენ. სხვები კი – პირიქით, ქალაქის ურბანული სახის გამოცოცხლებას ცდილობენ. ასე მოიქცა არქანზასის შტატის ქალაქ ფორთ სმითის მერია, რომელმაც რამდენიმე შენობა სთრითარტერებს დაუთმო. მიწვეულთა შორის იყო ესპანელი მხატვარი ოსკარ სან მიგელ ენრიკეც, იგივე – ოკუდა.

ოკუდა სან მიგელი (Okuda San Miguel)  ესპანელი სკულპტორი, გრაფიკოსი და დიზაინერია. მისი ხელწერა იოლად ამოსაცნობია. ერთი ნამუშევარი მაინც თუ გაქვს ნანახი – სხვაში აღარ შეგეშლება. თავად საკუთარ სტილს პოპ-სიურეალიზმს უწოდებს. კუბიზმის გავლენაც ჩანს. შთაგონების წყაროდ ასახელებს სალვადორ დალისა და ენდი უორჰოლის ნახატებს, მიშელ გონდრისა და თერი გილიამის ფილმებს.

Okuda Bear HeadOkuda Birds Revenge

Okuda Puppets of PowerOkuda Sweet Head

Okuda in Temuco. ChileOkuda in Logrono

Okuda exhibition at New Coliseum, Lisbon, Portugal

Continue reading

ვანდალები ქალაქში

სადაც კი ადამიანმა კედელი ნახა – მიდგა და რაღაც მიაჯღაბნა ზედ. ჩანს, ასეთია ადამის ბუნება. ევასიც. 30 ათასი წელია უკვე ეს ამბავი ასე გრძელდება.

დღეს სადაც არის ქალაქი, კედელი, ქუჩა, იქვეა ქუჩის მხატვრობაც, იგივე სთრითარტი. სთრითარტი ურბანული კულტურის ნაწილად იქცა. მის გარეშე ქალაქში ცხოვრება მოსაწყენიც კი იქნებოდა. სთრითარტისტებს შორის ზოგი იმდენად სახელგავარდნილია, რომ ლეონარდოზე, მიქელანჯელოსა და რაფაელზე არანაკლები. და კიდევ იმაზე – მეოთხე კუს რა ერქვა, სულ მავიწყდება. დონატელო, მგონი.

მაგალითად, ინგლისელი რობინ განინგემი, იგივე ბანქსი (Banksy). მისი ნახატები ყველამ იცის. ერთხელ თუ ნახავ მის ნამუშევარს, არასდროს აგერევა სხვაში… განინგემი რომაა, არცთუ დიდი ხნის წინ გაარკვიეს. მანამ სრული ანონიმი იყო – ბანქსი და მორჩა. მისი დიდება, როლი, გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტმა (Queen Mary University) ბანქსის პიროვნების დასადგენად იგივე ტექნოლოგია დაიხმარა, რასაც ტერორისტების ადგილსამყოფლის დასადგენად იყენებენ.  ბანქსის ნამუშევრები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. 1’000 ფუნტად შეფასებული ქოხმახი, რომლის კედელიც მხატვარმა ტილოდ გამოიყენა, 500’000 ფუნტად გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი, რაც ბანქსის ნახატში აუქციონზე გადაუხდიათ 576’000 დოლარია… მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტების მიერ განადგურებულია – იქ, სადაც ჩინოვნიკები მეტისმეტად ფორმალისტურად (თუ სკურპულოზურად) უდგებიან საქმეს: გრაფიტი ხომ ბევრგან აკრძალულია და კანონი ვანდალიზმად მიიჩნევს.

Continue reading