ბოზი, ბოზი, ბა…

არის ასეთი ფილმი “ცოფიანი ძაღლი და გლორია” რობერთ დე ნიროს, უმა თურმანისა და Louis Primaბილ მიურეის მონაწილეობით. დე ნიროს გმირი პოლიციელია, რომელიც განგსტერების ბოსს (მიურეის) გადაარჩენს, ის კი მადლიერების ნიშნად უმა თურმანს უფეშქაშებს ერთი კვირით. მეორე დილით დე ნირო გამოძახებაზე გადის. წარმოიდგინეთ ბარი, სადაც კრიმინალური გარჩევა მოხდა. ირგვლივ სისხლის გუბეები დგას. კედელზე ტვინია მისხმული. იატაკზე ვიღაცის ფილტვი აგდია. დე ნირო კი მშვიდად გადაალაჯებს, მუსიკალურ ავტომატთან მიდის, მონეტას აგდებს და იქედან წამოსული სიმღერის ჰანგებს მხიარულად აყოლებს ხმას. ბედნიერია კაცი – წინა ღამე ხომ უმასთან გაატარა.

სიმღერა, რომლის ხასიათზეც უმა თურმანთან გატარებული ღამე მოგიყვანთ, ლუი პრიმას “ბოზი ბოზი ბაა” AKA Just A Gigolo.

Continue reading

Advertisements

ნინა, კოკო და N5

nina-simone-104ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით. 🙂 ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.

ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.

Continue reading

Swing Around Rosie

ანა-ბანა, ანა-ბანა – ვის ყავს მამიდა ჩემისთანა?
ჯორჯ ქლუნი

როზმარი ქლუნი/Rosemary Clooney შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ჯორჯ ქლუნის მამიდა 🙂 1928 წლის 23 მაისს მეისვილში დაიბადა. 13 წლისა იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთსდაშორდნენ   – როზმარი და მისი და  ბეთი მამასთან დარჩნენ, დედა და ძმა ნიქი (ჯორჯ ქლუნის მომავალი მამა) –  ქალიფორნიაში გადასახლდნენ.

მამა ქარხანაში მუშაობდა, ბევრს სვამდა და შვილების აღზრდისთვის დიდი დრო არ რჩებოდა… ერთხელაც კი, როგორც იტყვიან, შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გოგონები ბოთლების შეგროვებით და სხვადასხვა შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს, თან მუსიკალურ რადიოგადაცემებს უსმენდნენ და თავადაც ცდილობდნენ სიმღერას.

Continue reading