დიუსელდორფში – ფინჯანი ყავისთვის

Dritan Alsela Coffee 2დიუსელდორფში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რისთვის ღირს იქ ჩასვლა, კარგად ვიცი. ისე კარგად, რომ, კეჟერაძის თქმის არ იყოს, კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი დიუსელდორფში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.

რატომ უნდა ჩახვიდე დიუსელდორფში? შეგიძლია, მოინახულო რაინშტადიონი, სადაც ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა – თბილისის “დინამომ” ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა… მაგრამ დღეს აღარც ეგ ტურნირი ტარდება და ის სტადიონიც დაანგრიეს. შეგიძლია, ბლოგერ ქეითს ესტუმრო, თუ დაბლოკილი არ ყავხარ და კარი გაგიღო. Smile მაგრამ ყველაფერს სჯობს, აეროპორტიდან პირდაპირ Schlüterstraße 3a-სკენ აიღო გეზი, სადაც დიუსელდორფის საუკეთესო ყავახანაა. სად გერმანია და სად ყავა, რატომ ლუდხანა არო – იტყვით. დანარჩენ გერმანიაში, კიბატონო – ლუდი, მაგრამ დიუსელდორფში – ყავახანა. დიუსელდორფში გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარისტაა. დრიტან ალსელა (Dritan Alsela). ალბანელია წარმოშობით და გერმანიაში იტალიური კაფე აქვს. Smile ასეთებიც ხდება. მაგრამ იტალიელი თუ არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ყავის ავან-ჩავანი არ იცის. მისი ყავა ერთდროულად კულინარიული შედევრიცაა და ხელოვნების ნიმუშიც. პირველი – ვინც გასინჯა, მათგან ვიცი, მეორე კი… აგერ ნახეთ:

Continue reading

გუნფუ, როგორც ჩინეთში

Gong Fuგუნფუ ჩინური ჩაის ცერემონიაა. გუნფუ ჩაი გუნფუ ჩაიდანში მზადდება. აქ მთელი იწილო-ბიწილო და შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეა… რაც არ ვიცი და როგორც არა-ჩაის მოყვარული მაგაზე არ დავწერ. ეს პოსტი ტრადიციული გუნფუ ჩაიდნის თანამედროვე გამარტივებულ მიდიფიკაციაზეა, რომელსაც ღილაკიანი გუნფუ ჩაიდანი ჰქვია და “ამაზონიდან” შევიძინე. ყავის დაყენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩაისთვისაც გამომადგა. იმ ჩაისთვის, მე(ც) რომ მიყვარს. მთლად ჩაიც რომ არაა – ხილის ან სხვადასხვა ხილის გემო-არომატით გაჯერებული ჩაისთვის, ჩემი ჩაისტი მეგობრები რომ ჩაიდ არ ცნობენ. Smile

მაგრამ გუნფუ ჩაიდანში კლასიკურ შავ ჩაისაც მოამზადებთ და, როგორც დავწერე, ყავასაც. და იმავე ჩაისტების შეფასებით, არომატული ჩაი გამოდის.

Continue reading

კულინარი და სკულპტორი

Chocolate-snails

Maggot-cupcakeChocolate-Stag-Beetle

ის არაა, რაც გეგონათ. Smile

უცნაურ და ეგზოტიკურ კერძზე ადრეც  დამიწერია, შემწვარ-მოხრაკულ ჭია-ღუაზეც, მაგრამ ახლა ფოტოებზე ნამდვილი დელიკატესია. ყველას რომ უყვარს ის დელიკატესი – მასაც რომ უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარს.

შოკოლადი!

სარა ჰარდის (Sarah Hardy) არ ვიცი, კულინარი ვუწოდო თუ სკულპტორი. შოკოლადით სხვადასხვა ფიგურებს აქანდაკებს. პირველად მაინც კულინარია იყო. აკადემიის კურსდამთავრებულმა რესტორანში დაიწყო მუშაობა. მისი საფირმო კერძები იყო ტკბილეული: სხვადასხვა სახის ნამცხვრები, ორცხობილა, ხრაშუნები და ფუმფულები. თუმცა, ხატვითაც ბავშვობიდან ხატავდა – დედამისი ხელოვნებათმცოდნე და ანტიკვარია, და ხელოვნების ნიმუშებს შორის გაიზარდა. მაშინვე ცდილობდა მათ კოპირებას. ხან ხატავდა, ხან – ძერწავდა. პლასტელინით, თიხით, თაბაშირით. შემდეგ – ფქვილითა და კრემით.

Continue reading

საუკუნის ნოსტალგია

შაბათის პოსტი

უფროკი – 90-იანების. იმ მშვენიერი დროის, როცა დენი იყო გათიშვით, მეტრო გვირაბში გაჩხერით და ფული – ბღუჯა-ბღუჯა კუპონით.

როგორც ვატყობ, ისევ იმ დროში ვბრუნდებით და, დროა, გავიხსენოთ ნივთები, რომელთა გარეშეც ცხოვრება გაუსაძლისი იქნებოდა.

დავიწყოთ სეზონურად:

ფუჯიქსი. იაპონური საოცრება, რომელმაც ქართველი ერი გაყინვას გადაარჩინა. მისი მოხმარების წესი იყო მარტივი – ჩაასხამდი ნავთს, მიიტანდი ასანთს ან სანთებელას ფთილასთან ფრთხილად, მოუკიდებდი და… აღუღუნდებოდა, მაგრამ რას აღუღუნდებოდა!

Fujix

ფუჯიქსი იდგა ხოლმე ოთახის შუაში – დედაცეცხლივით. საპატიო ადგილას. ოთახის კარი, სადაც ფუჯიქსი იყო, უნდა გამოგეკეტა, რომ სითბო არ გაფანტულიყო. შემოუსხდებოდა მთელი ოჯახი ირგვლივ და ზედ ჩაიდანსაც შემოასკუპებდნენ ხოლმე – თან გათბობდა, თან წყალსაც გააცხელებდა.

Continue reading

ბეთლემი

საუკეთესო ადგილი თბილისში?

ხშირად, ძველ თბილისში სეირნობას აბანოთუბანში ვამთავრებთ, ლეღვთახევში, შარდენის რომელიმე კაფეში… მაგრამ, თუკი არ დაიზარებთ, სოლოლაკიდან ტიმოთე ბელოის 120-საფეხურიან კიბეს აჰყვებით, დაგხვდებათ ულამაზესი ხედები, ვიწრო, საფეხმავლო შუკები, რამდენიმე კოხტა ეკლესია, სპარსული ათეშგა – მაზდეანური სალოცავი,  ძველი თბილისის განუმეორებელი არომატი და გასაოცარი კაფე-რესტორნები. ეს არის თბილისური ბეთლემი – კლდის უბანი.

კაფე-რესტორნები ვთქვი და გამორჩეული სამია.144 Stairs

პირველს 144 საფეხური ჰქვია. ბეთლემის ქუჩიდან ზემოთ, კიბით 144 საფეხური უნდა ასკინკილა აირბინოთ და თბილისის ყველაზე კოლორიტულ კაფეში აღმოჩნდებით.  აქედან თბილისი ყველაზე ლამაზი ჩანს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ჩვენს ქალაქზე ყველაზე ლამაზი ხედი. ამ კაფეში ძალიან კარგი, მხიარული, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანები მუშაობენ. ამ კაფეში ამზადებენ უგემრიელეს ნამცხვრებს. აქ მზეს ეფიცხება 144 ბუნდღლა (და არაბუნდღლაც) კატა. Smile აქ ბევრი ნახატია კედლებზე (კაფეს მფლობელი თავადაც მხატვარი და გალერისტია), აქ მყუდრო ვერანდაა და, როგორც ვთქვი, ულამაზესი ხედები.

Continue reading

ამერიკანო

მზარეულები კარგი გვყავს. მხოლოდ ქართულ სამზარეულოზე არ ვამბობ – ევროპული კერძებიც არაჩვეულებრივად გამოსდით. ბევრ ქართულ პიცერიაში ძალიან გემრიელი პიცაა. სტეიკსაც კარგს ამზადებენ. ბურგერსაც. (სუშის მოყვარული არ ვარ და არც იაპონიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ გაუსინჯავად დავწერ, რომ ქართული სუშიც არ ჩამოუვარდება ტოკიოს კარგი რესტორნის სუშის – ორივე ერთნაირად უგემურია). 🙂 ნამცხვრებზე ხომ ნუღარ იტყვით – ქართული გემოვნებისა და დასავლური რეცეპტურის სინთეზი, მართლაც საუკეთესოა. თბილისური ბრაუნი, მაგალითად, სჯობს კლასიკურ ამერიკულ ბრაუნის. გემოვნების ამბავია, ცხადია, მაგრამ კლასიკური ბრაუნი ხმელია, რაღაც ნამცხვარსა და ორცხობილას შორის. ჩვენებური კი ფაფუკია. ბევრგან სტომაქიც ცხელი შოკოლადით აქვს გამოვსებული – დაადებ კოვზს და სკდება… მმმმ…. უგემრიელესია!

მაგრამ აი, ყავა… ყავა ტკივილია. იმიტომ, ალბათ, რომ ყავა ჩვენში უბრალოდ “მისასმელია” და არა თავისთავადი რამ. ცალკე კულინარიული ფასეულობა არ აქვს. ასე აღიქმება. ფასი კი აქვს, იცოცხლე Smile – ფასეულობა არ აქვს… ალბათ, არცაა გასაკვირი. ყავა კი არა, ღვინოც მისასმელია, ხშირად. ისე, მოსაჩვენებლად დავყნოსავთ-დავაგემოვნებთ ხოლმე, პირს ავაწკლაპუნებთ… მერმე კი იმდენს და ისე უზომოდ დავლევთ რომ ბუკეტი, გემო, ზომა-წონა, თავი, კუჭი და ღვიძლი ერთიანდება. და აღარაფერი გვახსოვს “პახმელიის” გარდა.

Continue reading

ყვერები

ოხერი რამაა ეს ძირითადი ინსტიქტი! შიმშილის გრძნობას ვგულისხმობ ამჯერად. ამას ზედდართული მდიდარი ფანტაზია, ცივი გონება და მარჯვე ხელები მსოფლიო კულინარიულ შედევრებს ქმნის. ისეთებს, როგორიცაა:

ჰაკარლი (Hakarl) ისლანდიური სამზარეულოს მშვენება, რომელიც სხვა არაფერია, თუარ გრენლანდიური ზვიგენის დამპალი ხორცი. ჰო, თვალი არ გატყუებთ – დამპალი. ამ ზვიგენის ხორცი შხამიანია, ამიტომ კარგ მზარეულსა და სწორ მომზადებას ითხოვს, თორემ გურმანული ნეტარების ნაცვლად რეანიმაცია და კუჭის ამორეცხვები არ აგცდებათ და ეს თუ იოლად გადარჩით (ამით იაპონურ ფუგუს ჰგავს). ზვიგენის ხორცს საგანგებოდ მიწისქვეშ, ყინულოვან წყალში ალპობენ მძიმე ლოდების ქვეშ, რაც შხამს გამოდევნის. შემდეგ კი მშრალ ადგილას ჩამოკიდებენ და ასე რჩება სრულ გამოშრობამდე.

Hakarl

ისლანდიელების აზრით, ჰაკარლი საუკეთესო მისაყოლებელია ლუდზე. ამასთან, საშობაო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი, როგორც ჩვენებური საცივი.

Continue reading