აიზექ აზიმოვი
– ჯიმი სად არის, ძვირფასო? – ჰკითხა ბატონმა ანდერსონმა.
– კრატერზე, – უპასუხა ქალბატონმა ანდერსონმა, – სხვაგან სად უნდა იყოს. და რობატიც მასთანაა… რა ქნა, ჩამოვიდა?
– კი, კოსმოსურ სადგურზეა. აუცილებელ შემოწმებას უტარებენ. მეც ძლივს ვითმენ, 15 წელია ერთიც არ მინახავს. მას შემდეგ, რაც დედამიწა დავტოვეთ. ეკრანზე – სათვალავში არაა.
– ჯიმის კი არც არასდროს უნახავს, – უთხრა ქალბატონმა ანდერსონმა.
– ჯიმი მთვარეზე დაიბადა და დედამიწაზე ხომ ვერ ჩავა. ამიტომ ის ჩამოვიყვანე აქეთ… მგონი, პირველი იქნება მთვარეზე.
– კარგი ფასიც ღირდა, – თქვა ქალბატონმა ანდერსონმა და ოდნავ ამოიოხრა კიდეც.
– არც რობატის შენარჩუნებაა იაფი, – უთხრა ბატონმა ანდერსონმა. Continue reading “ბიჭის საუკეთესო მეგობარი”