მეორე საათი

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
გალაკტიონი

მნიშვნელობა არ აქვს – რა საათს ატარებთ, თქვენი მეორე საათი აუცილებლად იქნება “სვოჩი” (Swatch) – სწორედ ასეთია კომპანიის ფილოსოფია. ფილოსოფია, რომელიც  Swatch-ს თითქმის უკვე 20 წელია ბაზრის უპირობო ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში საათის ინდუსტრიას შვეიცარიაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს და, მძიმე დღეები უდგა. კონკურენტებმა იაპონიიდან წარმატებით შეავიწროვეს  შვეიცარელი მესაათეები, რომელთა წილიც მსოფლიო ბაზრებზე 50%-დან სამარცხვინო 15%-მდე დაეცა. სწორედ ამ დროს დოქტორმა ერნსტ ტომკემ (Dr. Ernst Thomke) ელმარ მოქსა (Elmar Mock) და ჟაქ მიულერთან (Jacques Müller) ერთად შეიმუშავა მარტივი და იაფი საათის კონცეფცია, რომელიც შეძლებდა იაპონური კვარცის პროდუქციის განდევნას დაკავებული სეგმენტიდან. მოგვიანებით მათ დაიქირავეს მარკეტოლოგი ფრანც შპრეხნერი (Franz Sprecher), რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი საბაზრო სტრატეგიის დამუშავებაში.

Continue reading