ნინა, კოკო და N5

nina-simone-104ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით. 🙂 ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.

ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.

Continue reading

როცა კლიენტი გაგინებს, მისი ძუძუები გლოცავენ…

dogდონ ფეფერსი (Don Peppers), მარკეტინგული კვლევის კომპანიის Peppers & Rogers თანადამფუძნებელი და ციფრული ბაზრის მკვლევარი, ამტკიცებს, რომ რომელიმე ბრენდის მიმართ სოციალურ ქსელებში გამოთქმული ნეგატიური შეფასებები გაყიდვებს უწყობს ხელს… საქონელი, რომელიც ინტერნეტ მაღაზიაში/მწარმოებლის ვებ-გვერდზე/სოცქსელებში etc. უფრო მეტ პოზიტიურ, მაგრამ, ამასთან, რაღაც რაოდენობა ნეგატიურ შეფასებების აგროვებს, უფრო უკეთ იყიდება, ვიდრე სხვა, რომლის პოზიტიური შეფასებები განუზომლად სჭარბობს ნეგატიურს.

ეს აზრი ახალი არაა, სხვა კვლევებიც ამასვე ადასტურებს, თუმცა, კვლავ არსებობენ კომპანიები, რომელთაც არაფრით სჯერათ, რომ თუკი საიტზე შემფასებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქონლის მიმართ განწყობილია აღტაცებით, ეს პოტენციურ მომხმარებლებს აფრთხობს – მათ უჩნდებათ განცდა, რომ ნეგატიური კომენტარები/შეფასებები წაშლილია, ხოლო დადებითი შეფასებები კი არაგულწრფელი (მსგავსი სკანდალები არცთუ იშვიათობაა, სულ ბოლოს “ეფლი” “გამოიჭირეს”  iPhone 4-ის შესაბამისი კომენტარების გვერდის “გასუფთავებაში”, უფრო ადრე კომპანია Elsevier, რომელიც პოზიტიური შეფასების შემთხვევაში კლიენტებს პატარა საჩუქარს სთავაზობდა).

Continue reading

ერექცია, რეაქცია და Kodak

kodak_adv_1

Kodak_adv_2kodak_adv

ეს პერფორმანსი კიევში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. საგამოფენო დარბაზში მაღალ ქუსლებზე დაკაკუნობდნენ მინიში გამოწყობილი გოგონები, აქაოდა, ფაფა გვიჭირავს ხელშიო – სხვადასხვა ნივთებს აგდებდნენ ძირს და მათ ასაღებად დახრილნი ამარიაჟებდნენ სარეკლამო წარწერას – Kodak.

ის, რაც ფოტოგრაფს სჭირდება :

Kodak + მახვილი თვალი + სწრაფი რეაცია.

ერექცია – გემოვნებით.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.
თუკი ვინმეს ჩემი სიტყვათფაღარათიანი პოსტები მოენატრა – შემდეგი ეგეთი იქნება. 🙂
მინიპოსტებს მოვრჩი.

გამარჯობა, მე ვარ სნობი!

ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. 🙂
F-Logos-2_thumb

როგორც წინა ლოგოობანას დროს:

ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.

ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.

ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. 🙂
Continue reading

გამარჯობა, შენ ხარ სნობი!

ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც. 🙂

F-Logos

მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):

ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.

ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.

ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე. 🙂

რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.

Continue reading

მეგობრობა 140 დოლარად

facebook-moneyამბობენ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველები ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქებული ერია… მაინცადამაინც არ მჯერა, თუკი ჩვენში ინტერნეტის სუსტ განვითარებას გავითვალისწინეთ და კომპიუტერიც ჯერ კიდევ არ აქვს ბევრს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ბევრნი ვართ.

თავად “ფეისბუქისვე” დათვლით, ერთ საშუალოსტატისტიკურ ფეისბუქელს 130 ფრენდი ყავს. მე პირადად – ამაზე ცოტათი მეტი და ჩემი ფრენდების უმეტესობას კი რამდენჯერმე მეტიც. 🙂 ფრენდების რაოდენობით, ვფიქრობ, ქართველ ფეისბუქელებს მართლაც ბარე ორი ვერ აჯობებს. ჰოდა, გიფიქრიათ თუ არა რა ხეირი მოაქვს ერთ ფეისბუქელ ფრენდს? ეს ციფრი დათვლილია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს. ასეთია სოციალური მედიის კვლევისა და მართვის კომპანიის Syncapse-ს მიერ მიღებული შედეგები.

Continue reading

ამოიცანი სექსისტი!

აჩრდილი დადის მსოფლიოში – აჩრდილი სექსიზმისა

მომხმარებელთა ასოციაციებს, ფემინისტურ დაჯგუფებებს, გენდერისტებს და რავიცი კიდევ ვის აღარ ახალი გასართობი აქვთ, დევიზით: “ამოიცანი სექსისტი!”

ცხონებულმა კონფუციმ კი თქვა, ძალიან ძნელია იპოვო სექსისტი იქ, სადაც ის არ არისო, მაგრამ ბევრი ამასაც ახერხებს.

სულ ახლახანს “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირი” თავს დაესხა Fast-Fashion-ის ამერიკულ ქსელს Forever 21-ს აი ამ მაისურის გამოForever 21 allergic_to_algebra

Continue reading

ძუძუ და რეკლამა

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეკლამის შემქმნლებს მუდმივად ამხელენ ქალების მიმართ “მომხმარებლურ” დამოკიდებულებაში, სექსი (და მინიშნება სექსზე) იყო და რჩება რეკლამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად (ცხადია, ის ინგრედიენტი – იუმორი, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, კვლავ ძალაშია და ამ შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება). სარეკლამო კამპანიის მიზანი ინტერესის გაღვივება და მადის აღძვრაა და, თუკი მიზნობრივი ჯგუფი მამაკაცებია, ლამაზ ქალს, როგორც ვნების ობიექტს, ვერაფერი ჩაანაცვლებს… მაგრამ, მცდარია შეხედულება, თითქოს ფემინისტების მიერ მოძულებული “90x60x90” კლიპში იქნება თუ პოსტერზე მხოლოდ მამაკაცებს აცდუნებს. არ მეგულება ქალი, ვისაც არ სურს იყოს მიმზიდველი და სასურველი, თუნდაც ისეთი, როგორც ეს ქალბატონია გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის NewYorker-ის თეთრეულის ხაზის რეკლამიდან:

Continue reading

რეკლამა ჩადგმით და ჩამოტარებით

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სააგენტო YouGov-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ე.წ. სარეკლამო ჩადგმები ნაკლებეფექტურია.

  • Product Placement – ეწოდება რეკლამირების ხერხს, როდესაც, მაგალითად, რომელიმე ფილმში, ტელეგადაცემაში გამოყენებული “რეკვიზიტის” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ) მწარმოებელი, ლოგო, მოდელი მკაფიოდ ჩანს.  ჩადგმული შეიძლება იყოს სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია… ამაზე ადრეც ვწერდი (25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები)

ბრიტანული ტელეშოუს გასვლის შემდეგ, სადაც Nestle-ს ყავა Dolce Gusto “ჩადგეს”, YouGov-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ამტკიცებს, რომ არც შეუნიშნავს, თუ რა პროდუქტი იყო “ჩადგმული”, თუმცა 70%-ზე მეტი აღიარებს, რომ სხვადასხვა ამერიკულ ფილმებსა თუ სერიალებში ჩადგმული პროდუქტი შეუნიშნავს. მაგრამ ამათგან მხოლოდ 17% აღმოჩნდა ისეთი, ვინც ჩადგმებს ყოველთვის ამჩნევს, 40% – ხანდახან და 16% კი – იშვიათად.

Continue reading

გამარჯვებული ხალხის ოპერატორი

“რუსთავი 2”-ის რეკლამა, სადაც ტელეკომპანიამ თავი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოაცხადა, ალბათ, გახსოვთ… ეს წლების წინ მოხდა. ხანი გამოხდა და, როგორც ჩანს, ყველას გადაავიწყდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა  მობილურმა ოპერატორმა, “ვოდაფონმა” მიიჩნია, რომ ტახტი უკვე თავისუფალია და მასზე აბობღება მოისურვა.

სარეკლამო კლიპი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა “იუთუბზე” საკომუნიკაციო გიგანტს გამარჯვებული (ეგვიპტელი) ხალხის კომპანიად აცხადებს. კლიპში ნაჩვენებია ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ხალხი და რევოლუციური მესიჯები, რომელსაც ამბოხებული ეგვიპტელები აგზავნიდნენ მობილური ტელეფონებით ფეისბუქსა და თვითერზე “ვოდაფონის” ქსელის გამოყენებით, შემაჯამებელი ტიტრები კი ასეთია:

We didn’t send people to the streets, we didn’t start the revolution. We only reminded Egyptians how powerful they are. (ჩვენ არ გაგვიყვანია ხალხი ქუჩებში, ჩვენ მხოლოდ შევახსენეთ ეგვიპტელებს, მათი ძალა).

Continue reading

როგორ დავაგროვოთ ლაიქები და მოვიზიდოთ კლიენტები?

facebook-like-buton May the LIKE be with you!

ეს პოსტი წინა პოსტის (2 გოგო, 1 ფინჯანი, წიწაკა და ფეისბუქი) ერთგვარი გაგრძელებაა. იქ გავიხსენე, თუ როგორ გაანაწყენა ერთმა კომპანიამ ფეისბუქელი დედიკოები, ახლა კი დავწერ, თუ როგორ მოიგო მეორე კომპანიამ მილიონობით ფეისბუქელის გული.

2008 წელს ფეისბუქზე დიდი ამბავი მოხდა – ერთი კომპანიის ფეიჯმა პირველმა გადალახა ლაიქების 10 მილიონიანი ზღვარი – ეს კომპანია იყო Starbucks Corporation.

ეს ურთიერთობებია და არა მარკეტინგი” – “სთარბაქსის” ციფრული კომუნიკაციების მენეჯერის ალექსანდრა უილერის თქმით, სწორედ ამ დევიზით მივიდა კომპანია ფეისბუქში. გამორჩეულობა. მომხმარებლებთან მტკიცე კავშირი. ერთობლივი იდეები. ორმხრივი კომუნიკაცია. საერთო მიზნები – ამ ვეშაპებს ეფუძნებოდა “სთარბაქსის” სტრატეგია. კომპანიის ფეისბუქ-ფეიჯის წევრები მეყსეულად იღებდნენ (და იღებენ) ინფორმაციას ყველა მიმდინარე თუ მოსალოდნელ სიახლეზე, არც ერთი შეკითხვა რჩება უპასუხოდ, არც ერთი კრიტიკული შენიშნვა რჩება ყურადღების გარეშე. ყველაფერი რაც აღელვებდათ და აღელვებს “სთარბაქსის” კლიენტებს – აღელვებდა და აღელვებს “სთარბაქსსაც” – ერთად მათ შესწევთ ძალა სამყარო უკეთესი გახადონ (მაგალითად, მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტელთა დასახმარებლად, მისი კლიენტების სახელით “სთარბაქსმა” შექმნა საგანგებო ფონდი, სადაც თითოეულ ფინჯან ყავაში გადახდილი თანხის ნაწილს რიცხავდა – რა თქმა უნდა, იდეა ახალი არაა, მაგრამ – ქმედითი).

  • დღეს Starbucks-ს 21,835,203 ფეისბუქ-ფანი ყავს, შედარებისთვის: McDonald’s-ს 8,218,100, Target.com-ს 4,351,725… PepsiCo-ს 3,922,889… 2008 წელს Starbucks-მა Coca-Cola უკან მოიტოვა, თუმცა, მიუხედავად Dr. Pepper-ის ფეისბუქური სარეკლამო კამპანიის წარუმატებლობისა, ახლა Coca-Cola კვლავ ლიდერის პოზიციაზეა 26,657,424 ფანით.

Continue reading