Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია

პოსტი ლადოს, რომელიც პეპსის ცოცხალი თავით არ სვამს 🙂

PepsiCo-ს ხშირად ჰქონია სარეკლამო კამპანიები, რომელსაც შემდეგ რეკლამის, მარკეტინგის სალექციო კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და სახელმძღვანელოებისთვის დაიტაცებდნენ ხოლმე. Pepsi vs Coke სარეკლამო ფრონტებზე ბრძოლის ამბები ამ ბლოგზეც მაქვს აქა-იქ გაბნეული…

წელს, ჰამბურგერის დღეს, რომელსაც ამერიკა 28 მაისს აღნიშნავს, PepsiCo-მ ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო “პეპსისთან ერთად უკეთესია” (Better With Pepsi) პოსტერების არაჩვეულებრივი სერიით.

Burgers go better with Pepsi

Continue reading “Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია”

ერთი ღიმილის ისტორია

ავტოფარეხი, მამისგან “ნასესხები” 300’000 დოლარი, წიგნებით ვაჭრობა, 20’000 შემოსავალი კვირაში პირველივე თვეების განმავლობაში… ასე დაიწყო “ამაზონის” ისტორია 1994 წელს. ეს ამბავი კარგადაა ცნობილი. კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მისი ლოგოც. დღევანდელი 21 წლისაა. დიზაინი დეივიდ თარნერსა (David Turner) და ჯოან ჩანს (Joanne Chan) ეკუთვნის (კომპანია Turner Duckworth). რამდენიმე ესკიზი შექმნეს, მაგრამ ბეზოსს პირველივე მოეწონა. მოეწონა იმდენად, რომ სხვები რიგიანად აღარც უნახავსო, – იხსენებენ.

განა, ვის არ მოეწონება ეს ლოგო? მხოლოდ მათ, ალბათ, ვისაც ლეკვებიც არ უყვარს!
ჯეფ ბეზოსი

Continue reading “ერთი ღიმილის ისტორია”

სექსიზმი და ბადი

ძველი პოსტების ჩასწორება ბლოგერობის ერთგვარი მოკრძალებული ხიბლია. დრონი მეფობენო, ნათქვამია. “ბადმაც” გადაწყვიტა ძველი, სექსისტური სარეკლამო პოსტერები ახალი დროების შესაბამისად გადაეკეთებინა. და აი, რა გამოვიდა აქედან:

Bud Ad remastered

Continue reading “სექსიზმი და ბადი”

We ❤ Glaser

დღეს სხვა პოსტი მქონდა მზად, მაგრამ გლეიზერი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრაფიკოსი დიზაინერი. და უდავოდ ყველაზე ცნობილი. თუ – ცნობადი.

გლეიზერის შემოქმედება ყველამ იცის. ყველას აქვს ნანახი. თუ ორიგინალი არა – კლონი მაინც.

Milton Glaser I Love NY

Continue reading “We ❤ Glaser”

კატა სახელად “ძაღლი”

ვიეტნამში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ქუჩაში ზღვის პროდუქტით მოვაჭრეებს კარგად ვიცნობ – ბევრი მინახავს და ბევრგან შემხვედრია. ჩვენთანაც. როდესაც უამრავ მეთევზეს გაუშლია გვერდიგვერდ დახლი, ძნელია, საუკეთესოს ამორჩევა და მათაც უჭირთ კლიენტის ყურადღების მიპყრობა. ხერხი და ღონე ყველას სხვადასხვა აქვს, უნარი და მიხვედრილობა, მაგრამ ზოგს ისეთი შეგირდი ჰყავს – სხვებისგან გამორჩეული.

Cat-named-Dog-1_thumb1

ვიეტნამელმა ლე ქუოკ პონგმა კატა დაიმეგობრა, სახელად დოგი. Smile ერთი ძველი საბჭოთა მულტფილმისა არ იყოს, კატა რომელსაც ძაღლი ჰქვია, უსიამოვნებებს გადაეყრებაო, მაგრამ დოგი თევზით მოვაჭრეს გადაეყარა და სამი წელია უკვე სარფიანად ვაჭრობენ ზღვის პროდუქტით.

Continue reading “კატა სახელად “ძაღლი””