ჟან პატუ. ბონი ქეშინი. ქლერ მაქქარდელი. ჟაკ ფატი. მარიანო ფურტუნი. ჯონ ბეითსი. პოლინ ტრიჟერი.
ვინ არის ეს ხალხი?
ორის სახელი და გვარი თუმაინც გეცნოთ – ე.ი. მართლაც სულით ხორცამდე ფეშენისტა ხართ. თუ – მეტის, მოდის ექსპერტი ხართ ჩემ თვალში. თუ არ გეცნოთ… არც მე მეცნო. 🙂 ჟან პატუს გარდა.
თითოეულმა პატარა რევოლუცია მოახდინა ტანსაცმლის დიზაინში. ზოგმა – დიდი. ზოგმა – რამდენიმე რევოლუციაც მოასწრო. მაგრამ დიზაინერობა ცოტა უმადური პროფესიაა. შემოქმედება რჩება, ავტორს, ხშირად, ივიწყებენ.
გავიხსენოთ.
ჟან პატუ (Jean Patou) ამ შვიდეულში, ალბათ, ყველაზე ცნობადია დღეს და ერთადერთი ამ პოსტიდან, ვისი მოდის სახლი (ნაწილობრივ) დღემდე არსებობს და ას წელს გადააბიჯა. ნაწილობრივ არსებობს-თქო იმიტომ, რომ Jean Patou-ს 30 წელია არაფერი შეუკერია, მხოლოდ პარფიუმს აწარმოებს (P&G-ის ნაწილია). პირველი სამკერვალო კი პატუმ 1912 წელს გახსნა პარიზში. მამაკაცები ჟან პატუს უნდა ვუმადლოდეთ გრაფ ქარდიგანის სამხედრო ქარდიგანის საყოველდღიო მოდაში დამკვიდრებას, ქალები კი ჟან პატუს უნდა უმადლოდნენ თავისუფალ, სპორტულ სტილსა და sportswear კოლექციებს (სადაც, ცხადია, “ადიდასის სპორტულებს” არ ვგულისხმობ). მასვე ეკუთვნის უსახელო მაისურებისა და მუხლებამდე (midi) ქვედაკაბის ლეგიტიმაციის იდეა ქალთა ჩოგბურთის ტურნირებისთვის. მოკლედ, ჟან პატუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოდა გამხდარიყო უფრო ადამიანური, თავისუფალი და ნაკლებ-კონსერვატული. თუმცა თავად კლასიკური სტილის მიმდევარი იყო და მუდამჟამს გამოწკეპილ-ყველაღილზეგაკვანძულ-შლაპადახურულ-ჰალსტუხშებმული დაბრძანდებოდა.
ტროსტით.
პატუს მოდის სახლში დიზაინრებად უმუშავიათ ლაგერლფელდს, გოტიესა და ლაკრუას. ჟან პატუს სუნამო Joy კი მსოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე გაყიდვადი სუნამოა Chanel N5-ის შემდეგ.
Continue reading “დავიწყებული შვიდეული”